არქივი

ვილჰემ სტეინიცის ცხოვრებიდან

716e1cdcc616

ვილჰემ სტეინიცი (პრაღა, 17 მაისი, 1836 – 12 აგვისტო, 1900)   ის იყო მსოფლის პირველი ჩემპიონი ჭადრაკში .  მან თავისი ტიტული დათმო Emanuel Lasker თან  1894 წელს.

თითქოს”დაავიწყდა”

ვ.სტეინიცი ი. ცუკერტორთან მსოფლიო პირველობის მატჩის ერთ-ერთ პარტიაში უიმედო პოზიციაში დანებებას არ ჩქარობდა.
მაშინ ცუკერტორტმა თავი დაანება იერიშს და ლაზიერის ფრთის პაიკები აამოძრავა.
_ საით მიგყავთ ეს პაიკები ?- იკითხა გაკვირვებულმა სტეინიცმა.
_ კიდევ ორ ლაზიერს რომ ” გავაცოცხლებ” შამათს გამოვაცხადებ !- ეს გაიგონა თუ არა სტეინიცმა მყისვე დანებდა.

თავად გაწბილდნენ

ერთ -ერთ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვების მისალოცად სტეინიცს შინ ორი თავგამოდებული გულშემატკივარი ეწვია . იმ დროს საზოგადოებაში პოპულარული იყო მალთუსის თეორია.პროფესორებმაც საუბარი ამ თემაზე გააბეს.
– ღარიბებს ბევრი შვილი არ უნდა ჰყავდეთ , _ თქვა ერთმა პროფესორმა ,_მით უმეტეს,ისინი გონებრივად არა სრულფასოვნები იბადებიან.
სტეინიცმა შენიშნა:
_ მამაჩემი ღარიბი შეიძლება ითქვას , ძალიან ღარიბიც კი იყო.მას ცამეტი შვილი ვყავდით და მე , ვილჰელმ სტეინიცი , ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი,სწორედ მეცამეტე ვიყავი !
ეს საუბარი რომ გაიხსენა ,ერთმა პროფესორმა თქვა :”ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩემს ცხოვრებაში არ ვყოფილვარ.

დააპატიმრეს კიდეც
1890-1891 წლებში სტეინიცსა და ჩიგორინს შორის  ორპარტიიანი სატელეგრაფო მატჩი გაიმართა.სტეინიცი,რომელიც ამ დროს ნიუ-იორკში ცხოვრობდა,სვლებს საგანგებო შიფრით გადაცემდა.ერთხელაც პოლიციამ იგი დააპატიმრა,როგორც რუსეთის..აგენტი,მაგრამ მალე გაათავისუფლეს,რადგან გაირკვა,თუ რა საიდუმლო  ინფორმაციიას გადასცემდა იგი პეტერბურგში.

გულჩვილობამ დააკარგვინა

ლონდონში სტეინიცი ლუკმა-პურს საჭადრაკო კაფეებში ნიძლავზე თამაშით შოულობდა.ერთ კაფეში მას გაუჩნდა მუდმივი პარტნიორი,რომელიც ყოველ მოგებისთვის ერთ გირვანქა სტერლინგს უხდიდა. სტეინიცი  მას თამაშის წინ აძლევდა მხედარს და ყოველთვის უგებდა.
ერთმა მეგობარმა ურჩია სტეინიცს:ერთი პარტია მაინც წააგე,რომ არ გაგექცეს წაგებებით თავმობეზრებული.სტეინიცმა დაუჯერა მეგობარს.თავადაც შეეცოდა პარტნიორი.ერთხელაც მან შეგნებულად დასვა ლაზიერი და თავი დამარცხებულად სცნო.
ბედნიერი გამარჯვებული მაგიდაზე ახტა და სიხარულით ყვიროდა:
_მე მსოფლიო ჩემპიონს მოვუგე !
ამ სიტყვებით იგი ქუჩაში გავარდა და კლუბში აღარ გამოჩენილა.
სწორი პასუხი

ერთხელს სტეინიცს ჰკითხეს  ტურნირის დაწყებამდე:
_თქვენი აზრით ვისა აქვს პირველი პრიზის აღების შანსი?
_მე -მოურიდებლად უპასუხა სტეინიცმა,- მე ხომ უფრო სუსტი მეტოქეები მყავს ვიდრე ჩემს კონკურენტებს.
_რატო?
_მათ მსოფლიო ჩემპიონთან უწევთ თამაში მე კი არა!

წყარო: http://ilmfb.wordpress.com

მსგავსი ამბები

Back to top button