უცნაური

ამერიკელები ღორებს ჯავშანმამქანების გამოსაცდელად აფეთქებდნენ …

3040d7f07c58

საიმედოა თუ არა ჰამერი???

ამერიკელმა მკვლევარებმა დაახლოებით 200 გამოსაცდელი აფეთქება მოაწყვეს ჯავშანმანქანა Humvee-ს საიმედოობის შესამოწმებლად. მეცნიერებმა გამოიყენეს ვირთხები და ღორები , რომელთა უმრავლესობა დაიხოცა აფეთქებისგან.გამოცდა 11 თვის განმავლობაში გრძელდებოდა . ამ ფაქტმა ცხოველთა დამცველების აღშფოთება გამოიწვია. ღორები , რომელთაც არ ეცვაჩ ჯავშანჟილეტები , მძიმე ჭრილობებს იღებდნენ და 24-48 საათში იხოცებოდნენ.თავდაცვითი გამოკვლევების სააგენტოს წარმომადგენლობის თქმით , ასეთი პრაქტიკა გამართლებულია: “ეს ღირსეული მიზანია , ჩვენი ჯარისკაცები თვითნაკეთი მოწყობილობების აფეთქებისგან უნდა დავიცვათ , ადამიანები ღორები არ არიან”.

პენტაგონის წარმომადგენლები ირწმუნებიან , რომ გამოცდებში ცხოველების მინიმალური რაოდენობაა გამოყენებული.ღორებზე არჩევანის შეჩერება ჯავშანმანქანების საიმედოობის გამოსაცდელად ოპტიმალური იყო.გამოკვლევის ხელმძღვანელის თქმით , ღორების ტვინი ძალიან გავს ადამიანისას , იგივე ითქმის გულსა და ფილტვებზე. ჯავშანმანქანა HMMWV – ს (high Mobility Multipurpose Wheele Venicle) , ცნობილს როგორც Humvee ან  “ჰამერი” – ს, ნაღმები და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილებები ძალზედ აზიანებს.მათ ცხელ წერტილებში – ერაყსა და ავღანეთში ინტენსიურად იყენებენ.ამიტომაც გადაწყდა Humvee – ების სხვა , უფრო საიმედოდ დაცული ნიმუშებით შეცვლა.ზედმეტ მანქანებს ამერიკელები გაყიდიან.2009 წელს პენტაგონს განზრახული აქვს შეიარაღებაში მიიღოს ახალი ჯავშანმანქანა MRAP ტიპის (Mine Resistant Ambush Protected) . აშშ-ს სამხედრო უწყებას დაგეგმილი აქვს 10 ათასი ასეთი მანქანის შეძენა…

141e64c15a0b

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button