არქივი

ფერადი შხამიანი ბაყაყები

124d2b645d31
თხოვნა იყო ამ პოსტზე და აი დავდე. მგონი ყველამ უნდა იცოდეს ამ ბაყაყების შესახებ, რა იცით, შეიძლება ერთ დღეს სადმე შეხვდეთ :yes:  

ერთი შეხედვით ლამაზი, ფერადი ბაყაყები საყვარლებიც კი არიან, მაგრამ ზოგიერთი მათგანი იმდენად შხამიანია, რომ მხოლოდ ხელის შეხებითაც კი შეიძლება მოკვდეს ადამიანი. ბევრი შემთხვევაა, როცა ადამიანმა არ იცის ამ ბაყაყების შესახებ, მისი სილამაზით მოხიბლული თამაშს დაუწყებს, ხელს მოკიდებს ცოტა ხანში კი იმ ხელს შემთხვევით პირთან მიიტანს. ამის შემდეგ კი ნამდვილად ძნელი იქნება მისი გადარჩენა. თუმცა ყველა ფერადი ბაყაყი არ არის შხამიანი, ზოგიერთი ბაყაყი შხამიანებს „ბაძავს“ ფერში , რათა თავიდან აიცილოს მტაცებლების თავდასხმა.

შხამიანი ბაყაყების რამოდენიმე სახეობა ამჟღავნებს საოცარ მშობლიურ თვისებებს. ისინი თავიანთ თავკომბალებს და კვერცხებს ზურგით ატარებენ. ზოგიერთ მათგანს,მაგალითად ოქროსფერ ბაყაყს იმდენი შხამი აქვს,რომ თავისუფლად მოკლავს 10 ადამიანს ან 20 000 თაგვს. ამიტომაც არ უნდა გვეგონოს, რომ ყველაზე შხამიანი ცხოველი გველი ან ობობაა. შხამიანი ბაყაყები სიგრძეში დაახლოებით 5 სმ არიან, იწონიან 8 გრამს. კოლუმბიაში საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ ამ ბაყაყების შხამს ნადირობების დროს და ასევე ადამიანების მოსაკლავადაც.

შხამიანი ბაყაყები შეიძლება შეგვხვდეს: ყვითელი, ოქროსფერი, სპილენძის ფერი,წითელი, მწვანე, ლურჯი და შავი.

d786b185d43e

Phyllobates bicolor – ასე ეწოდება შხამიანი ბაყაყების ერთერთ სახეობას, რომლებიც ცხოვრობენ კოლუმბიაში. როგორც სხვა შხამიანი ბაყაყები, ესენიც ნათელი და კაშკაშა ფერებით გამოირჩევიან. დღისით სხვადასხვა მწერები ადვილად ამჩნევენ ამ ბაყაყებს და თავს არიდებენ. მათი შხამი მომაკვდინებელია სხვა ცხოველებისთვის. მსხვერპლს ჯერ დამბლა ეცემა და შემდეგ კვდება. ვირთხებისთვის ამ შხამის 136 მიკროგრამი უკვე სასიკვდილოა.

8a7a2ce753ce

Dendrobates tinctorius- საოცრად ლამაზი შხამიანი ბაყაყი, რომელიც ცხოვრობს სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში. ამ ბაყაყების შხამს ეწოდება პუმილიოტოქსინი, რომელიც იმდენად არ არის მომაკვდინებელი, რამდენადაც წინა ბაყაყის შხამი.

3f1d16161ca8

Dendrobates azureus- ლურჯი შხამიანი ბაყაყი, კიდევ ერთი გასაოცარი სახეობა სამხრეთ სურინამში, ბრაზილიის და სამხრეთ ამერიკის საზღვართან ახლოს. აქვთ შავი წინწკლები ზურგზე და თავზე. ძალიან აქტიურები არიან და მთელი დღის განმავლობაში ერთ ადგილზე არ ჩერდებიან. შეიძლება იპოვოთ რიყის ქვებს შორის, ფოთლებში ან მდინარესთან. ცურვა არ იციან და ამიტომაც ვერასდროს ნახავთ წყალში. ის ერთერთია ყველაზე ლამაზ ბაყაყებს შორის. მათ შხამსაც პუმილიოტოქსინი ეწოდება.

f2e784ddd08f

Dendrobates pumilio- კიდევ ერთი შხამიანი ბაყაყების სახეობა, რომელიც ფერის გამო მარწყვს მოგაგონებთ. ცხოვრობენ ნიკარაგუას და პანამის ტროპიკულ ტყეებში. კვერცხებს დებენ ფოთლებში. როცა თავკომბალები გაჩნდებიან მშობლებს მიჰყავთ იქ,სადაც წყალია. ბიოლოგებმა დაასკვნეს, რომ მათი კაშკაშა ფერი არის „გამაფრთხილებელი შეფერილობა“. მისი წყალობით ცხოველები ერიდებიან ამ ბაყაყებს.

a7338844400f

Demonic Poison Frog – ეს ბაყაყები ნაპოვნი არიან მონტანას ტყეებში. აქვთ შხამი ,რომელსაც ეწოდება batrachotoxin, რომელიც დედამიწაზე ყველაზე ძლიერი შხამია. ბაყაყებიი ჭამენ სხვადასხვა მწერებს: კალიებს , ჭრიჭინებს და ა.შ.

ესეც სურათები ..

bdfe8e8ec303

ea5a54a2b17f

972abee9517b

847092e7dafc

67aa460750e6

5e4d694523fb

c3b81cd495c5

3e155a0ce8cb

8253c8f134b7

0deb42e906b7

დედიკო შვილიკოებთან ერთად
8fd6a744926b

მსგავსი ამბები

Back to top button