არქივი

ბრიტანეთის უკანასკნელი ჯადოქარი

4c0eec9e0d21

უკანასკნელი ჯადოქარი ბრიტანეთში 1944 წელს გაასამართლეს. წარმოიდგინეთ, ეს ის დროა, როცა ატომი უკვე დაშლილია და თვითმფრინავები ოკეანეების თავზე დაფრინავენ. ამ დროს კი სადღაც ჯადოქარს ასამართლებენ.

ეს ქალი აღმოჩნდა უკანასკნელი ოფიციალურად ,,ცნობილი” და გასამართლებული ჯადოქარი ბრიტანეთში. ამ პერიოდში ხელისუფლების სათავეში იმყოფებოდა თვითო სერ უინსტონ ჩერჩილი.

8b4accbf1825

ჰელენ დუნკანი 1897 წელს დაიბადა შოტლანდიის პატარა ქალაქ კალენდერში, ავეჯის დამამზადებლის ოჯახში. საერთო გაჭირვებულობის ჟამს მისი ოჯახი ისე ცხოვრობდა, რომ ყველაფერი სამყოფი ქონდათ. ბავშვობაში ჰელენი ძალიან ცელქი და ხმაურიანი ბავშვი იყო. იგი შვილი წლის იყო, როცა აღმოაჩინა უნიკალური ნიჭი – კავშირი სულებთან და პარალელურ სამყაროსთან. დედა აფრთხილებდა ჰელენს, საიდუმლოდ შეენახა სულებთან მისი ურთიერთობების შესახებ. თუმცა მას არც კი შეეძლო წარმოედგინა, რომ ეს უნიკალური ნიჭი მის შვილს ციხემდე მიიყვანდა. და რომ ჰელენი ისტორიაში შევიდოდა, როგორც უკანასკნელი ჯადოქარი.

16 წლის ჰელენმა მუშაობა დაიწყო ქალაქ დანდიში. ამავე პერიოდში მას დაუდგინეს ტუბერკულიოზი. სანატორიუმში, სადაც ჰელები სამკურნალოდ დააწვინეს, ჰელენმა გაიცნო ყოფილი სამხედრო ჰენრი დუნკამონი. 1916 წელს ჰელენი და ჰენრი დაქორწინდნენ. ეს იყო ქორწინება სიყვარულით. ქორწინებაში ჰელენმა გააჩინა 6 შვილი. სამწუხაროდ, მეუღლის მდგომარეობა გაუარესდა. ინფარქტის გადატანის შემდეგ, ჰენრის აღარ შეეძლო მუშაობა და დაუბრუნდა ძველ ჰობს – სპირიტული წიგნების კითხვას. სწორედ ქმარი აღმოჩნდა ჰელენისთვის დიდ დამხმარედ მედიუმის კარიერაში.

1939-იან წლებში ჰელენ დუნკანი იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მედიუმი ბრიტანეთში. მისი სპეციალობა კი იყო ახალგარდაცვლილი ადამიანების სულების მოხმობა, თითქოს მათ ჰელენი პირიდან უშვებდა.

0e2735db5dce

ერთ-ერთ სურათზე, რომელიც სპირიტული სეანსის დროს არის გადაღებული, ასახულია როგორ ახორციელებს სულის მატერიალიზაციას ჰელენი. მოწმეები ყვებოდნენ, რომ სულები იმყოფებოდნენ მედიუმისაგან მცირე მანძილზე და იყვნენ უფრო მკვრივები, ვიდრე ოთახში არსებული ნებისმიერი ნივთი. თუმცა, ამ ყველაფრის დაჯერება არ იყო ადვილი. სკეპტიკოსები იყვნენ როგორც მოსახლეობას,ისე მეცნიერებს შორის. სკეპტიკოსთა შორის იყო დიდი ბრიტანეთის ფიზიკის ლაბორატორიის დირექტორი ჰარი პრინცი, რომელიც სწავლობდა ჰელენის შესაძლებლობებს და ესწრებოდა მის ბევრ სეანსს. ჰელენს ადანაშაულებდნენ, რადგან სეანსის დაწყებამდე იგი პირში იდებდა მარლის ნაჭერს, სენასის დროს კი იღებდა უკან. ჰელენი თვითონვე აღვივებდა ამ ეჭვს, რადგან არ თანხმდებოდა რენტგენზე გატარებას, რათა დაედასტურებინა მისი ნიჭი.

მეორე მსოფლიო ომის დროს ჰელენის სპირიტული სეანსები განსაკუთებით პოპულარობით სარგებლობდა – ბევრი იმედოვნებდა მისგან გაეგოთ საკუთარი ნათესავების ბედი. პირველად ჰელენი გამოკვლევის საგანი გახდა 1941 წელს პორტსმუტში, სადაც იგი ცხოვრობდა. აქ მდებარეობდა ბრიტანეთის საბრძოლო-საზღვაო ფლოტის ბაზა. ერთ-ერთ სეანსზე ჰელენმა იწინასწარმეტყველა, რომ დაიღუპებოდა გემი და მისი ეკიპაჟი 1100 ადამიანი. ამ გემის დაღუპვის შესახებ არ გახდა ცნობილი, ამიტომ ჰელენში უკვე ეჭვი ეპარებოდათ.
იმავე 1941 წელს სპირიტული სეანსის დროს ჰელენს გამოეცხადა მეზღვაურის სული. მას ფორმაზე ეტყობოდა წარწერა ხომალდის სახელით ”HMS Barham”. სულმა მოყვა, რომ მისი ხომალდი იბრძოდა და დაეჯახა გერმანულ წყალქვეშა გემს. გემის მთელი ეკიპაჟი დაიღუპა. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ უარყო ხომალდის დაღუპვის ფაქტი და მეზღვაურების დაღუპვა. ეს ინფორმაცია არ გახმაურებულა პრესითაც. ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გახდა ცნობილი. მმართველობამ ფაქტის დამალვა იმით გაამართლა, რომ სურდათ ხალხში მებრძოლი სული შეენარჩუნებინათ. ხოლო ხომალდის დაღუპვის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციამ მიიღი ,,სრულიად საიდუმლო” სტატუსი.
ფაქტმა, რომ ჰელენ დუნკანმა იცოდა ხომალდის დაღუპვის შესახებ, ძალიან სერიოზულად შეაშფოთა სერიოზული ხალხი. საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა უკვე იცოდნენ, რომ ეს რათაც უკვე ცნობილი იყო ჰელენ დუნკანისთვის. მოახლოვდა დღე – ნორმანდიაში მოკავშირეების გადმოსხმის დღე (1944 წლის 6 ივნილი). ვთქვათ, რომ ჰელენს დაენახა გადმოსხმის გეგმები, ამას შეიძლება დიდი საფრთხე მოეტანა ამ ოპერაციისთვის. მისი დადანაშაულება, როგორც მედიუმისა შეუძლებელი იყო, რადგად სპირიტული სეანსების ჩატარება ლეგალური იყო. ამიტომ საიდუმლო სამსახურს აღარაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ ჰელენ დუნკანი გაესამართებინათ კანონით, რომელიც გულისხმობდა ჯადოქრობასთან ბრძოლას (Witchcraft Act). ეს კანონი კი ინგლისში მიიღეს 1735 წელს. ჰელენის შვილიშვილი მერი მარტინი, რომელიც ცხოვრობს ედინბურგში, კატეგორიულად უარყოფს იმ ფაქტს, რომ ბებიას რამე ზიანის მოტანა შეეძლო სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის: ,,ბებია დაადანაშაულეს ღალატში. მისი ორი შვილი და ორი სიძე ამ დროს ჯარში მსახურობდა. ის არასოდეს გასცემდა საჭირო საიდუმლოს”, -ამბობს იგი.

0f30f76f338b

ნამდვილად გაასამართლეს თუ არა ჰელენ დუნკანი როგორც ჯადოქარი? Witchcraft Act კანონი არ იყო ბოლომდე კარგად გაშიფრული. ფაქტიურად, Witchcraft Act (კანონი ჯადოქრობაზე) მიღებული იყო არა როგორც ბრძოლა ჯადოქრებთან, არამედ ჯადოქრობისადმი რწმენასთან ბრძოლა. კანონის შესავალში ნათქვამი იყო, რომ არც ინგლისში და არც შოტლანდიაში არავის შეეძლო (და ეს სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებოდა) ერწმუნა თითქოს არსებობდნენ ჯადოქრები, რადგან სინამდვილაში ისინი არ არსებობდნენ. ამ კანონის თანახმად, შეიძლებოდა ადამიანი დაეჯარიმებიათ ან ციხეში ჩაესვათ იმის გამო, რომ მას სჯეროდა ჯადოსნობის.
1944 წლის იანვარში ჰელენ დუნკანი დააპატიმრეს სპირიტული სეანსის დროს. სასამართლომ, საქმის 7 დღიანი მოსმენის შემდეგ 1735 წლის კანონის თანახმად იგი დამნაშავედ ცნო და 9 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა ლონდონის ცნობილ ციხეში, ჰოლოვეიში (Holloway Prison). მას აპელაციის შეტანის უფლებაც კი არ მისცეს. უინსტონ ჩერჩილმა მოინახულა ჰელენი ციხეში.

ამბობდნენ, რომ თვით ჩერჩილი, რომელსაც სჯეროდა პარანორმალური მოვლენების, ხშირად დადიოდა ჰელენის სეანსებზე.

8aeeeafd54d4

ამ სასამართლო პროცესის ყველაზე ყურადღებიენი დამსწრე იყო თავად უინსტონ ჩერჩილი. ამ პერიოდში გაიხსნა მეორე ფრონტი. ამ დროს კი ჩერჩილი სასამართლო დარბაზში იჯდა. როცა წაიკითხეს განაჩენი, ჩერჩილმა გამონახა დრო და ძალები საიმისოდ, რომ გამოსულიყო პუბლიკის წინაშე და სახალხოდ დაედო ბრალი სასამართლოსათვის უსამართლობაში.
ჰელენ დუნკანი დააპატიმრეს, ხოლო მომავალ წელს ჩერჩილმა არჩევნები წააგო. 1951 წელს, ხელისუფლებაში დაბრუნებულმა ჩერჩილმა, 1735 წელს მიღებული კანონი გააუქმა.

de9071f205db

საიდუმლო სამსახურმა და პოლიციამ ჰელენს მშვიდად ცხოვრების საშუალება არ მისცა. ციხიდან გამოსხვლის შემდეგ, ჰელენმა დაიფიცა, რომ აღარასოდეს ჩაატარებდა სპირიტულ სეანსებს. მაგრამ ეს, როგორც ჩანს, ჭორი იყო. მორიგი სპირიტული სეანსის დროს, 1956 წლის ნოემბერში, ნოტინგჰემში, პოლიცია შეიჭრა ოთახში და სცადა ,,სულის” დაკავება, თუმცა ერთი მათგანი მათ თვალწინ გაქრა. პოლიციის ყველა მცდელობა, ემხილა ჰელენი ტყუილში, უშედეგოდ სრულდებოდა. ჰელენი კვლავ დააპატიმრეს და გადაიყვანეს წინასწარი დაკავების საკანში. ექიმს, რომელმაც იგი ციხეში ინახულა, დახვდა არა ჯადოქარი, არამედ ძალიან ავადმყოფი ქალი. ჰელენს სიმსივნე ქონდა მუცელში, მეორე სტადიაში. აღსანიშნავია, რომ ეს დაავადება გამოწვეული იყო სპირიტული სეანსებით. მედიუმის ჯანმრთელობაზე თითოეუთლი სპრიტული სეანსი ცუდად მოქმედებს. ამ დროს ადამიანი ტრანსშია და არ შეიძლება მასთან შეხება. ამან შეიძლება ის გამოიწვიოს, რომ სული სწრაფად ამოვიდეს მისი სხეულიდან და დააზიანოს მედიუმის ორგანიზმი.
გათავისუფლების შემდეგ, ჰელები შოტლანდიაში დაბრუნდა, რათა ნათესავებთან ახლოს ყოფილიყო. ხუთი კვირის შემდეგ იგი გარდაიცვალა 59 წლის ასაკში.
დღევანდლამდე არ მომხდარა ჰელენ დუნკანის რეაბილიტაცია და არ მოხსნია ჯადოქრის ბრალდება. მისი ნათესავები და ბრიტანეთში არსებული პარანორმალური მოვლენებით დაინტერესებული საზოგადოებები, აქტიურად მუშაობენ ამ საკითხზე.

8c5e4a731d43

სულ ეს იყო… :thanks:

მსგავსი ამბები

Back to top button