არქივი

პოპულარული სადღეგძელოები

d20f249a304f
სადღესასწაულო დღეების დასრულების შემდეგ, ინტერნეტსაიტებზე პოპულარული სადღეგძეოლების რეიტინგი გამოქვეყნდა. საინტერესოა, რა სიტყვებს წარმოთქვამენ სუფრასთან სხვადასხვა ქვეყანაში. შემოგთავაზებთ რამდენიმე მათგანს

  • ფრანგები ყველაზე ხშირად ჯანმრთელობის სადღეგრძელოს სვამენ – A votre sante. ამ სადღეგძელოს შემოკლებულადაც ამბობენ – Sante. სხვათა შორის, სადღეგრძელოს წარმოთქმის შემდეგ ისინი სასმისს სუფრის ყველა წევრს უჭახუნებენ. ჩვენებური “ბუჩქი” – ყველა სტუმრის ჭიქის ერთდროული მიჭახუნება მათთვის უცხოა.
  • ინგლისელებმა ჭიქის მიჭახუნება საერთოდ არ იციან. გამორჩეული სადღეგძელოებიც არა აქვთ. დალევის წინ მხოლოდ ერთ სიტყვას – Cheers წარმოთქვამენ.
  • გერმანიაში სტუმრები მაშინ სვამენ როცა ოჯახის უფროსი Posit-ს იტყვის. კიდევ ერთი გავრცელებული ვარიანტია “ცუმვალ”.
  • d74931649d3b

  • საახალწლო სუფრასთან სვედები Skoal-ს წარმოთქვამენ. სადღეგძელოს ოჯახის უფროსი ამბობს. იგი სუფრის თითოეულ წევრს გადახედავს, “სკოლს” იტყვის და შესვამს.

ირლანდიელები წამოთქვამენ – “სლეინტს”, იტალიელები “სალუტს” უფრო ხშირად კი “ჩინ-ჩინს”, ესპანელები  –  “სალუდს”. ებრაელთა ყველაზე პოპულარული სადღეგრძელოა – LChayim.

ჩინეთი ტრადიციების მოყვარული ქვეყანაა. სუფრაზე სადღეგრძელოებსაც ამბობენ და ერთმანეთს ჭიქებსაც უჭახუნებენ, მაგრამ უფროს-უმცროსობის წესს იცავენ. მაგალითად, თუ ასაკით უმცროსი უფროსს ჭიქას უჭახუნებს, ჭიქიქს ზედა ნაწილი უფროსის ჭიქის ფეხს უნდა შეეხოს ამით ის უფროსისადმი პატივისცემასა და მორჩილებას გამოხატავს.

მერიქიფემ ჭიქები ბოლომდე უნდა გაავსოს, ამით ის სტუმრებისადმი პატივისცემას გამოხატავს. დალების წინ ჩინელები წარმოთქვამენ: “კან პეი” (ან “კამპაი”) რაც ჩვენებურად ბოლომდე შესვის ნიშნავს ჩინურად კი – “მდინარე დააშრეს”
d607fe2aec47
ხოლო  თუ რომელია ყველაზე პოპულარული ქართული სადღეგრძელო კომენტარებში დაწერეთ   :)

წყარო: ჟურნალი ,,გზა”

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button