არქივი

TinyURL

5aed3d78ee63

ალბათ ყველას გინახავთ TinyURL-ს ლინკები განაგრძეთ კითხვა და გაიგეთ მეტი ამ სერვისის შესახებ.


TinyURL არის URL-ს შემოკლების სერვისი, ვებ სერვისი რომელიც გაძლევთ საშუალებას რომ
შეამოკლოთ გრძელი URL-ები. ეს სერვისი 2002 წლის იანვარში გაეშვა პროგრამისტ კევინ
გილბერტსონის მიერ. მან ეს სერვისი შექმნა იმის გამო რომ ის ხშირად იყენებდა სიახლეების
ჯგუფების ლინკებს რომელთაც ჩვეულებრივ აქვთ ვეებერთელა მისამართები.

სერვისი

TinyURL-ს მთავარ გვერდზე არის ბლანკი რომელშიც შეგიძლიათ ჩასვათ გრძელი URL რომლის
დამოკლებაც გინდათ. ყოველ შეყვანილ URL-ზე სერვერი ამატებს ახალ მოგონილ სახელს თავის
ჰეშირებულ ბაზას და უკან გიბრუნებთ მოკლე URL-ს. მაგალითად გვაქვს სტატია:
ამ სერვისის გამოყენების
შემდეგ იგივე პოსტის მისამართი გახდება: http://tinyurl.com/2ugole5. თუკი ესა თუ ის URL უვე მოთხოვნილია
ვინმეს მიერ, TinyURL დაგიბრუნებთ უკვე არსებულ მოგონილ სახელს მისი ახლიდან შექმნის მაგივრად.
მომხმარებლებს ეს სერვისი ძალიან დიდ სამსახურს უწევს.

TinyURL-ს ასევე აქვს ბრაუზერის ხელსაწყოების დაფა რომლის გადმოწერაც შეგიძლიათ. აგრეთვე, TinyURL გვთავაზობს
API-ს რომელიც საშუალებას აძლევს პროგრამებს რომ ავტომატურად შექმნას TinyURL-ები. ეს შესაძლებელია უბრალოდ
აქ მოსული შედეგის წაკითხვით: tinyurl.com/api-create.php?url=წყაროს_URL.

მოკლე URL-ები არიან ძალიან კარგი გამოსაყენებადი რადგან მათი დაწერა ბევრად ადვილია, როდესაც ვწერთ შეცდომის
დაშვების შანსი ბევრად ნაკლებია, ისინი აგრეთვე ეტევიან იქ სადაც ნაწერის ადგილი არის შეზღუდული მაგალითად IRC
არხის თემა, ელ-ფოსტის ხელმოწერა, მიკრობლოგები. აგრეთვე გამოცემადი გაზეთები (როგორებიცაა .netMagazine და Nature).
ხალხი აგრეთვე Twitter-ზე წერისას ამცირებს გრძელი ზომის URL-ებს რათა დააკმაყოფილოს ამ სერვისის მიერ მოცემული ლიმიტი 140 ასო.

2008 წლიდან TinyURL საშუალებას აძლევს მომხმარებლებს რომ შექმნან არჩევითი და ბევრად აზრიანი URL-ები.
ეს ნიშნავს რომ მომხმარებელს ავტომატურად გენერირებულის მაგივრად შეუძლია შექმნას აღწერითი URL.
მაგალითად: http://tinyurl.com/tyichismflobeli.

კრიტიკა
შემოკლებულმა ლინკებმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პრობლემები როგორებიცაა ლინკების ხრწნა ან გაურკვევლობასთან ურთიერთობა,
სწორედ ეს უკანასკნელია ის რაც TinyURL-ს მისამართით იწვევს უდიდეს კრიტიკას. ზოგს ასევე ეშინია რომ TinyURL და ამ ტიპის
საიტები შეიძლება შეიცვალოს ერთი რეკლამით ყველა იმ მისამერთზე სადაც გადახვალთ, როგორც ცოტა ხნის წინ დაემართა საიტს : www.qwer.org; ეს შეიძლება გამოიწვიოს ფინანსურმა მდგომარეობამ, შეიძლება საიტი დაიხუროს და დომეინი შესყიდული იქნას და
საიტის ბაზა ან წაიშლება ან არა. კიდევ შეიძლება მოხდეს დიდ მაშტაბებზე გათვლილი ბიზნეს გეგმა სპამის სახით. მომხმარებელი
ერ გაარჩევს თუ რომელი კომპანია ან კერძო პირი მართავს TinyURL-ს სერვისს.

თავიდან TinyURL-ს გამოგონილი სახელები მომხმარებლის მიერ გამოყენებულნი იყვნენ ვულგარული
ასოციაციებისთვის. URL მეტსახელები ასო და საშო გამოყენებულნი იქნენ თეთრი სახლის საიტზე ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის და ყოფილი მეორე ლედის ლინი ჩეინის
გვერდებზე გადასამისამართებლად. ახალი ვიცე-პრეზიდნეტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ კი გამოგონილი სახელები შეიცვალნენ
რათა გადამისამართება მომხდარიყო თეთრი სახლის ჯო და ჯილ ბაიდენების გვერდებზე.

წყარო: wikipedia.org თარგმანი: ბექა არაბული ანუ მე :dabneuli:

arabuli

ჩემი ცხოვრების აზრი იყო და მუდამ იქნება: "ტყუჭი"
Back to top button