არქივი

მუდამ ვნებიანი ტუჩები.

09e7887b439d
ზამთარია გამოადგებათ
ყინვასა და ქარში სისხლის მიუწოდებლობის გამო, ტუჩის ფორმა იცვლება, წვრილდება და უხეშდება… – ზამთრის ცივ დღეებში, მსგავს პრობლემას ალბათ, თქვენც შეუწუხებიხართ…
მკაცრი გარემო პირობებისგან ტუჩის სპეციალური საცხით დაცვა, რა თქმა უნდა, აუცილებელია, თუმცა არც ისე ეფექტური, როგორც ვისურვებდით…
გარეთ ყოფნისას ხომ საცხი მუდმივ განახლებას მოითხოვს…

გთავაზობთ რამდენიმე უტყუარ საშუალებას, რომელიც დაგეხმარებათ მუდამ ლამაზი და ვნებიანი ტუჩები გქონდეთ:

ტუჩის საცხის ნაცვლად, სახლში ყოფნისას, კარგია ბუნებრივი თაფლის გამოყენება. დღეში ერთხელ მაინც, წაისვით თაფლის თხელი ფენა და შეეცადეთ მინიმუმ ათი წუთის განმავლობაში გაიჩეროთ, რომ ქსოვილს შეწოვის საშუალება მისცეთ. ეს საუკეთესო ნიღაბია თქვენი ტუჩისთვის.
ასევე შეიძლება გამოიყენოთ გლიცერინი და ზეითუნის ზეთიც…

ბანაობის შემდეგ, გაიკეთეთ ტუჩის მასაჟი პირსახოცის ან მსგავსი ხაოიანი ქსოვილით. ასე აღადგენთ სისხლის მიმოქცევას და გააუმჯობესებთ ტუჩის ელასტიურობას.

იმისთვის, რომ მუდამ ვნებიანი და შებერილი ტუჩები გქონდეთ, დღეში ხუთი წუთით მაინც მოკუმეთ ტუჩები და შიგნიდან, მაქსიმალურად დააჭირეთ კბილები. ეს ვარჯიშიც გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ელასტიურობას და მისი მუდმივი შესრულების შემდეგ, მოგცემთ გარანტიას, რომ წლების მატებასთან ერთად, თქვენი ტუჩები დღითი-დღე გაახალგაზრდავდება …

მსგავსი ამბები

Back to top button