არქივი

წითელი პლანეტის საიდუმლოებანი (1 ნაწილი)

2957d64d2a4c
ამ პოსტში თქვენ შეიცნობთ მარსის ყველაზე დიდ საიდუმლოებს…
dbc45b97e2a3

რატომ აქვს მარსს 2 “სახე” ?

რამოდენიმე ათწლეულის განმვალობაში მეცნიერები ფიქრობენ , თუ რატომ განსხვავდება მარსის ჩრდილოეთ მხარე მარსი სამხრეთ მხრიდან. საქმე იმაშია , რომ პლანეტის ჩრდილოეთ მხარე სწორი და გლუვია – ეს ერთერთი ყველაზე გლუვი ადგილია მზის სისტემის პლანეტებზე. ასეთი რელიეფი მარსის ჩრდილოეთ ნაწილზე შეიძლება ოდესმე იქ წყლის ყოფნის გამოა.

სამხრეთის მხარე კი ძალიან განსხვავდება ჩრდილოეთი მხრიდან. ის უსწორმასწოროა და აგრეთვე სამხრეთ მხარეზე შეინიშნება ძალიან ბევრი კრატერი. სამხრეთი მხარე დაახლოებით 4-8 კილომეტრით უფრო მაღალია ვიდრე ჩრდილოეთი. არც თუ ისე დიდი ხნის წინათ მარსზე ჩაატარეს კვლევა ამ საკითხზე და მეცნიერები მივიდნენ იმ აზრამდე , რომ ოდესღაც მარსს კოსმოსური სხეული დატაკებია…
65b4e2c0662e

როგორია მეთანის წყარო მარსზე ?

მეთანი – ეს ყველაზე მარტივი მოლეკულაა. 2003 წელს ევროპის კოსმოსური საგენტოს აპარატმა დააფიქსირა მეთანი მარსის ატმოსფეროში. დედამიწაზე მეთანის გაზი წარმოიქმნება ცოცხალი არსებებით , მაგალითად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. მეცნიერები ფიქრობენ , რომ მეთანი მხოლოდ 300 წელია რაც არის მარსის ატმოსფეროში , მაგრამ არავინ იცის საიდან წარმოიქმნა ის.

თუმცაღა , მეთანის წარმოქმნა აგერეთვე ცნობილია ცოცხალი არსებების გარეშე – ვულკანით. 2016 წლისთვის დაგეგმილია მარსის ატმოსფეროს უკეთესად შესწავლა.
66ab69a9e5c5

არის , თუ არა მარსზე წყალი ?

არსებობს ძალიან ბევრი მტკიცებულება იმისა რომ ოდესღაც მარსზე წყალი იყო , მაგრამ არის თუ არა ის დღესდღეობით – ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება. თუმცაღა მარსზე ატმოსფერული წნევა 100-ჯერ ნაკლებია დედამიწის ატმოსფერულ წნევასთან შედარებით , ასე რომ მარსზე წყლის ყოფნის მცირე ალბათობაა. ამის და მიუხედავად “წითელ პლანეტაზე” მოჩანს კარგად გამოკვეთილი შავი ხაზები , რაც იმაზე მეტყველებს ,რომ შესაძლებელია ყოველ გაზაფხულზე აქ მარილიანი წყალი მოედინება.

1 ნაწილის დასასრულს შემოგთავაზებთ ასეთ საინტერესო სურათებს , რომლებიც გადაღებულია მარსზე…

9910137e2a76

674e315e10e1

მსგავსი ამბები

Back to top button