TECH & მეცნიერებაგართობა

10 საქორწილო კაბა, რომელიც ისტორიას შემორჩა

image

ქორწილი ესაა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი დაუვიწყარი და ულამაზესი დღე. მთავარი ატრიბუტი ქორწილისა დედოფლის კაბაა, რომლის სწორად შერჩევას დიდი დრო და ენერგია სჭირდება.

საქორწილო კაბის ისტორია მრავალ საუკუნეს მოიცავს. იყო დრო, როდესაც მხოლოდ ტრადიციულ კაბებს იცვამდნენ დედოფლები, თუმცა დროსთან ერთად შეიცვალა ტრადიციები, დაიმსხვრა სტერეოტიპები და დღეს, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, დედოფლები ინარჩუნებენ ინდივიდუალობას და საკუთარი გემოვნებით არჩევენ კაბებს.

 

მსოფლიო ისტორიას კი ახსოვს დედოფლები, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს. მათი კაბები კი გაოცებას იწვევს, როგორც თავისი სილამაზით, ისე ფასით.

 

მაშ ასე, წარმოგიდგენთ 10 საქორწილო კაბას, რომელიც ისტორიამ არ დაივიწყა:

 

1. Elizabeth II-ის კაბა.

1947 წელს, 21 წლის დედოფალი Elizabeth II ცოლად გაყვა პრინც Philip-ს. II მსოფლიო ომის დროს ქორწილს 200 მილიონი მაყურებელი ჰყავდა. კაბა, რომელიც დედოფალს ეცვა იყო მორთული ფორთოხლის ყვავილებითა და ლილიებით
image

2. John Fitzgerald Kennedy 1953 წელს დაქორწილდა Jackie Kennedy, რომელსაც ამშვენებდა ულამაზესი კაბა. ქორწილში იმყოფებოდა მხოლოდ ერთი ფოტოგრაფი. არც ბევრი მაყურებელი ჰყოლია ცერემონიას. სტუმართა რაოდენობა კი იყო 900. ახალდაქორწინებულებს კი ორი საათი დასჭირდათ, რათა ყველა სტუმრისთვის ჩამოერთვათ ხელი.

image

 

3. 1956 წელს მსახიობი Grace Kelly ჰოლივუდს გამოემშვიდობა და გახდა მონაკოს პრინცესა. დედოფალს ეცვა აბრეშუმის კაბა, რომელიც იყო გაფორმებული უძველესი მაქმანებით, რომლებიც მიაწოდა კომპანიამ MGM. მისი საყელო, სამკლავურები და კორსეტი გაწყობილი იყო მაქმანებით.

ბევრი თვლის, რომ კეით მიდლტონმა სწორედ გრეისს მიბაძა კაბის შერჩევისას.

image

 

4. Elizabeth Taylor-ის ყვითელი საქორწილო კაბა დაიმახსოვრა ისტორიამ, რომელიც ეცვა 1975 წელს, მე-5 საქორწილო ცერემონიალზე. კაბაზე ელიზაბეთს ეკეტა ბროში, რომელიც იყო ზურმუხტის თვლითა და ბრილიანტებით გაწყობილი. კაბა იყო გაფორმებული ყვავილებით, ლილიებითა და სუმბულებით.

image

 

5. პრინცესა დიანამ ჯვარი დაიწერა ლონდონში Saint-Paul-ის ტაძარში. “არ დაგავიწყდეთ, მსოფლიოს ყველა დიზაინერს სურდა მისთვის კაბის შექმნა”-განაცხადა David Elizabeth-მა BBC-ში 2011 წლის თებერვალში. “ჩვენდა გასაოცრად, დაგვირეკეს და გვითხრეს, თუ შევკერავდით პრინცესა დიანასთვის კაბას. ჩვენ შევთავაზეთ დედოფალს ეს კაბა, რომელიც იყო აბრეშუმის, მაქმანებითა და 10 000 მძივით გაწყობილი.” ესაა კაბა, რომელიც იქცა ლეგენდად

image

 

6.22 წლის დედოფალი Rania al Yassin და პრინციAbdallah de Jordanie დაქორწინდნენ 1993 წელს. კაბა, რომელიც ეცვა დედოფალს, ეკუთვნის ბრიტანელ დიზაინერ Bruce Oldfield.

image

 

7. 2002 წელს Gwen Stefani-ს საქორწილო ცერემონიაზე კაბა ორ ფერში, თეთრ და ვარდისფერ ფერში, ჰქონდა გადაწყვეტილი. Gwen-მა განაცხადა:”მე მსურს აბრეშუმის კაბა, მაგრამ არა ტრადიციული.”

image

 

8. Kate Mossდა John Galliano 2011 წლის მარტში შეუღლდნენ. ქეითს ეცვა Dior-ის კაბა, რომელიც რამდენიმე თვე იქმნებოდა

image

 

9. Charlène Wittstock და მონაკოს პრინცი Albert 2011 წლის ივლისში დაქორწილდნენ. კაბა შეკერა Giorgio Armani-მა.

გამოიყენეს აბრეშუმის ორი სახეობა: soie duchesse-50 მეტრი და D’organza de soie 80 მეტრი. 40 000 სვაროვსკის თვალი, 20 000 მარგალიტის წვეთი და 30 000 ოქროს ქვა. კაბის შექმნას დასჭირდა სულ რაღაც 2500 საათი.

image

 

10. და ბოლოს, რა თქმა უნდა, Kate Middleton-ის კაბა. საქორწილო კაბა ბრიტანული ტრადიციების მიხედვით შეიქმნა Alexander McQueen-ის მოდის სახლში. კორსეტი მაქმანებით იყო მორთული, ხოლო კაბის დანარჩენი ნაწილი მთლიანად ხელითაა დამუშავებული.

image

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button