კულტურა

WordPress 8 წლისაა

b737d019

ამ პარასკევს, 27 მაისს, 8 წელი შეუსრულდა მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ საიტის მართვის სისტემას. სოწრედ 2003 წლის 27 მაისს გადაწყდა CMS WordPress შექმნა. ის, რაც თავდაპირველად წარმოიშვა როგორც პლატფორმა b2-ის ფორკი, დღეს უკვე გადაიზარდა სრულიად დამოუკიდებელ, თავისუფალ, ყველაზე პოპულარულ და უზარმაზარ სისტემად, რომელსაც მილიონობით ადამიანი ყოველდღე იყენებს. ვორდპრესზე საიტის გაკეთება ნებისმიერს შეუძლია – დაწყებული სკოლის მოსწავლეებით და დამთავრებული უმსხვილესი კომპანიებითა და ავტორიტეტული საიტებით. დღეისათვის ვორდპრესზე 45 მილიონზე მეტი საიტი მუშაობს. გთავაზობთ, გადავხედოთ ვორდპრესის ისტორიას და გავიხსენოთ, თუ როგორ იწყებოდა ყველაფერი. სხვათაშორის, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სრულიად შემთხვევით სწორედ 27 მაისს განახლდა ვორდპრესის ქართული ვერსიის დამუშავება…

WordPress 0.7.1

სწორედ ის პირველი რელიზი, რომელიც 2003 წლის 27 მაისს გამოჩნდა.

3916fbe4

WordPress 1.0.1

ეს ვერსია გაჩნდა 2004 წლის იანვარში. განახლება შეიცავდა დაყენების განახლებულ სისტემას, ახალ თემასა და რამდენიმე სხვა გაუმჯობესებას.
a266981c

WordPress 1.2

ეს ვერსია 2004 წლის მაისში გაჩნდა.  WordPress-ში გაჩნდა დანამატების გაუმჯობესება, რაც გახდა ის მტავარი ფაქტორი, რომელმაც იგი ასე პოპულარული გახადა.

4bfd7bcf

WordPress 1.5

მორიგი თარიღი – 2005 წლის თებერვალი. ახალი ფუნქციები (გვერდების შექმნის საშუალება), ახალი თემა, Kubrick, რომელიც თუ სწორად მახსოვს რჩებოდა ვორდპრესზე შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში.

fbf0e283

WordPress 2.0

ბლოგერებისთვის საუქარი 2005 წლის 31 დეკემბერს გაკეთდა, ახალი ადმინპანელი, WYSIWYG და სხვა მრავალი.

4704400d

WordPress 2.1

WordPress 2.0-ის გმაოშვებიდან ორი წლის შემდეგ, 2007-ში, გამოვიდა ვორდპრესის ახალი ვერისა, რომელშიც უკვე გვქონდა ავტოშენახვა, რედაქტორი და მთავარ გვერდად ნებისმიერი სტატიკური გვერდის დანიშვნის საშუალება.

7831cecf

WordPress 2.2

2007 წელი— WordPress 2.2. გაჩნდნენ ვიჯეტები, ასევე შეიცვალა ვორდპრესის გამოშვების სქემა.

d724e6eb

WordPress 2.3
2007  წლის სექტემბერი. ვორდპრესს დაემატა ტეგებისა და კატეგორიების მხარდაჭერა. დღეს-დღეობით ეს არაფერია, მაგრამ მაშინ ეს იყო უზამრაზარი ნაბიჯი.

42197b1a

WordPress 2.5

2008 წელი — ახალი ადმინპანელი, უამრავი განახლება. განახლდა მასალის დამატების ინტერფეისი, რამაც მომხმარებელთ აუკმაყოფილებლობა გამოიწვია, თუმცა მალევე ეს ისევ შეიცვალა.

fc9a072e

cf381f6e

WordPress 2.7

2008 წლის დეკემბერი – გამოვიდა WordPress 2.7. ადმინპანელი სრულიად შეიცვალა და დაემსგავსა დღევანდელს.

ab6c96f3

8cf3ed05

WordPress 3.0

2010 წელი — გამოვიდა WordPress 3.0, პლატფორმის უდიდესი განახლება, რომელსაც ფესვეულიც კი შეიძლება ვუწოდოთ. უამრავი განახლება და ახალი ფუნქცია.

79d18a33

5f5540dd

WordPress 3.2

86e330a5

7bb79b4a

945df5e9

მსგავსი ამბები

Back to top button