არქივი

ეგვიპტური რელიგია! (ნაწილი II)

i6m4f

ეგვიპტეე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ანტიკური ქვეყანა!
ამჯერად საუბარი გვექნება: გაღვთაებრივებულ ცხოველებზე, სარიტუალო წეს-ჩვეულებებზე და მიცვალებულთა წიგნზე. ასე რომ, ნამდვილად ბევრ საინტერესოს გაიგებთ.

გაღვთაებრივებული ცხოველები

ძველ ეგვიპტურ რელიგიაში გაღვთაებრივებული ცხოველების სიმრავლე, შესაძლოა, იქაური ფაუნის სიმწირით იყოს გამოწვეული.
ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთაებრივი ცხოველი იყო შავი ხარი – აპისი. მემფისის ტაძარში მუდამ ჰყავდათ ცოცხალი ხარი – ღვთაებრივი ხარის მიწიერი განსახიერება. როგორც თეთრი, ისე შავი ხარი წმინდა ცხოველად ითვლებოდა და მისი მკვლელი უმკაცრესად უნდა დასჯილიყო. მკვდარი ხარისთვის ქვის უზარმაზარ სარკოფაგეს აგებდნენ. თაყვანს სცემდნენ წმინდა ძროხასაც (“წიგნი ძროხისა”). ძველი ეგვიპტელები ცარგვალს ძროხის სახითაც გამოხატავდნენ, რომელსაც ტანზე ვარსკვლავები ასხდა.

გავრცელებული იყო ნიანიგის კულტიც. ტაძრებში, გარდა აპისებისა, ცოცხალი ნიანგებიც ჰყავდათ. მათ ქურუმები კვებავდნენ. სიკვდილის შმდეგ ნიანგს დააბალზამებნენ და სარკოფაგოში ჩაასვენებდნენ. საკულტო ცხოველებად მიიჩნევდნენ ცხვარსა და ლომსაც, აგრეთვე შავ ძაღლს, ტურას და ასე შემდეგ. გარდა ამისა მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა კატასაც, მითუმეტეს შავს.

hywa2

სარიტუალო წეს-ჩვეულებანი

სულის მოსახსენიებელი სარიტუალო წესები მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ძველ ეგვიპტელთა რელიგიურ და კულტურულ ცხოვრებაში.
გარდაცვლილს ჭირისუფლები ტაძარში მიასვენებდნენ. იქ გვამს დიდხანს აბალზამებდნენ. მიცვალებულს ამოაცლიდნენ ყველა სინაგან ორგანოს, მათ შორის გულსაც. რომელსაც განსაკუთრებულ ჭურჭელში დებდნენ და გვამთან ერთად ინახავდნენ. გულს მთავარი როლი უნდა შეეესრულებინა გარდაცვლილის საიქიო ცხოვრებაში. ეგვიპტელთა რწმენით, მიცვალებული გაცოცხლდებოდა, თუ მისი სხეული. ანუ სახ _ი, დაცული იქნებოდა.

ბევრჯერ სარკოფარგებსი გარდაცვლილის ქანდაკებებიც აღმოუჩენიათ. ამ ფიგურებს ეგვიპტელები საგანგებოდ ატანდნენ მიცვალებულებს, რათა გვამის განადგურების შემთხვევაში სულს თავშესაფარი მათში ეპოვა.აკეთებდნენ და გარდაცვლილს ატანდნენ სხვა ფიგურებსაც, რომლებიც მას იმ ქვეყნად მონებად და მსახუურეეებად ეყოლებოდა. სარკოფაგის ახლოს სამარხში აწყობნენ საომარ და შრომის იარაღებს. ჭურჭელს და ათას წვრილმანს., რაც სიცოცხლეშივე სჭირდებოდა ადამიანს.

ic8pe

ეგვიპტელები თავიანთ მიცვალებულებს ისე ექცეოდნენ, როგორც ცოცხლებს: მიდიოდნენ სამარხებთან, მიჰქონდათ საჭმელი, ესაუბრებოდნენ, ლოცულობდნენ, გაჭირვების ჟამს შველასაც სთხოვნენ და, წარმოიდგინეთ, წერილსაც კი უტოვებდნენ საჩინო ადგილას, რათა სარკოფაგიდან თუ სხეულიდან სხეულიდან გასულ და მობრულებულ სულს იგი შეემჩნია და წაეკითხა.

nufov

“მიცვალებულთა წიგნი”

ძველ ეგვიპტელს სწამდა, რომ იმქვეყნიურ კეთილდღეობას სიცოცხლეში ყოველდღიური ლოცვით და რიტუალების ერთგულად შესრულებით მიაღწევდა. დსჭირო იყო ბნელი ძალების წინააღმდეგ ბრძოლა და მომზადება საიქიო სამსჯავროზე წარსადგენად. სწორედ ამიტომ შეიქმნა “მიცვალებულთა წიგნი”. მასში აღწერილია ყველა ის საშუალება, რომელიც, ეგვიპტელთა რწმენით, სულს სამსჯავროზე დაეხმარებოდა.

ყველა მოვალე იყო, დაწვრილებით აღეწერა სამზეოზე გატარებული თავისი ცხოვრება. ასეთი აღწერა, როგორც წმინდა ტექსტი, გარდაცვლილს თან უნდა წაეღო. სამსჯავროზე მიცვალებულის სული ამ ტექსტს კითხულობდა და ღმერთები მასში მოთხრობილ ამბავს ითვალისწინებდნენ. იმქვეყნიური ნეტარებისათვის ეგვიპტელი ხშირად ცრუობდა კიდეც. ამიტომ საიქიო სამსჯავროზე მაააინც გარდაცვლილის გული იყო მთავარი. აქ გული აიწონებოდა და გამოჩნდებოდა განსასჯელის ავი და კარგი საქმეეები. რათ ა გულს არ გაეცა თავისი პატრონი, მიცვალებულის სული მაგიურ შემოცვებს წარმოთქვამდა.

ორი მაატის – ორმაგი ჭეშმარიტების დარბაზში, სადაც განსასჯელს მკაცრი გამოცდა ელოდა, სამსჯავრო სრული შემადდგენლობით სუფევდა დიადი ღმერთის – რას მეთაურობით. აქ იყვნენ თოტი, ორმაგი ჭეშმარიტების დარბაზის ქურუმი და ქვესკნელის მეუფე ოსირისი. მათთან ერთად სამსჯავროს ესწრებოდა 42 ზებუნებრივი არსება. ყოველი მათგანი ერთ რომელიმე შეცდომას განიკითხავდა. მიცვალებული წარმოთქვამდა სიტყვას, რომლითაც თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობდა. სამსჯავროზე რომ არ ემხილებინათ, იგი საგანგებოდ ჩამოთვლიდა 42 ზებუნებრივ არსებას, რითიც ერთგვვარად მათ გულს იგებდა.

ძველი ეგვიპტელების წარმოდგენით, მართალი ადამიანის გული ბუმბულივით მსუბუქი იყო, ამიტომ ოსირისის სამსჯავროზე მას ბუმბული არ უნდა გადაეწონა. განკითხვის დასასრუულს, თოტი ან ანუბისი იწყებდნენ გულის აწონვას. თუ დაიმსახურებდა, მისთვის საიქიო ცხოვრების კარი ღია იყო, თუ არა “სულთა მსვლეპი” იქვე შესანსლავდა ცოდვილ და უბედურ სულს.

k30r5

წყარო: დილას საყმაწვილო ენციკლოპედია.

P.S. ჩემი მესამე პოსტი :$
(პოსტების დათვლას სულ ვაპირებ და არ შეიმჩნიოთ ხოლმე…)

Back to top button