გართობაუცნაური

წიწილების უიღბლო ცხოვრება

30212beda56d
გაჩნდე წიწილად, მერე ვინმე აქვსენტიმ მოგასუქოს და შეგჭამოს ეგ ერთი სასჯელია, მაგრამ სულ სხვა რამაა წარმოდგენილი ამ პოსტში. თურმე სააღდგომოდ კვერცხის სხვადასხვა ფერად შეღებვის გარდა, გამჭრიახმა გამყიდველებმა ფულის გასაკეთებელი ახალი გზა მონახეს. პატარა წიწილა რომ საყვარელია ეგ ყველამ იცის, მაგრამ სულ სხვაა შეღებილი წიწილა, რომელიც თვალს მოგჭრით როგორც თქვენ, ასევე თქვენს პატარასაც. ბავშვები ხომ გიჟდებიან პატარა არსებებზე, მით უმეტეს თუ ის კაშკაშა ფერისაა.
მოკლედ წიწილებით კი აკეთებენ ფულს, მაგრამ საინტერესოა რა ხერხებით ხდება მათი შეღებვა. მეთოდები არაა ერთფეროვანი, რა თქმა უნდა მარტივია სპეციფიკური საღებავით შელამაზება, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი საღებავი ქიმიურ ნაერთებს შეიცავს, რომელიც ცოცხალი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე არც ისე კარგად აისახება, მით უმეტეს პაწაწკინტელა წიწილას რას უზამს კარგად იცით. ამ ფაქტორს გამყიდველები დიდად არ დარდობენ, მათთვის ფულის გაკეთებაა მთავარი და არა ის, თუ რამდენ ხანს იცოცხლებს გაყიდული ,,პროდუქტი”.

ამ ვიდეოში შეგვიძლია ვნახოთ როგორი ჰუმანური მეთოდით ღებავენ წიწილებს ინდოეთში.

ამ პროცედურის შემდგომ წიწილა რამდენიმე დღეს ცოცხლობს.

კიდევ არსებობს ე.წ. პულივიზატორის სტილის საღებავით გაფერადება, სურათებში შეგიძლიათ იხილოთ.

26d57e7e0981

232e49dac643

ხალხში ეს ამბავი უკვე გაღიზიანებას იწვევს და ბევრი უარყოფითად აფასებს კიდეც. მოუწოდებენ ცხოველთა დაცვის საზოგადოებას გააქტიურებისკენ.

ამ მეთოდით შეღებილი წიწილები რამდენიმე დღეში კვდება.

eaf1d4160b32

b3f4e00727d3

f74fee5b4acf

4fefbee89fb8

2bd51d5e66c2

7e52169888c3

5e888d1149cd

53199515fd4e

b3fcb94f97c0

87ee7b9ba659

38f721502d13

6bf4b627d8fc

1e6d4a21b8e5

5aa4d35abad6

1f95bb081aac

3864b76955b1

27f9334be171

8611dbb78eeb

fb76fa531cc0

თურმა არსებობს შეღებვის სხვა მეთოდიც. ეს არამარტო წიწილების, არამედ ფრინველების შემთხვევაშიც გამოიყენება და ამბობენ, რომ მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. ოღონდ ,,შეღებვა” მანამ ხდება, სანამ ცოცხალი ორგანიზმი ქვეყანას მოევლინება.

შეღებვის დასაწყებად პირველ რიგში კვერცხი უნდა გქონდეთ, ოღონდ ჩვეულებრივი არა რასაკვირველია. მოკლედ ინკუბატორის პირობებში გაცილებით მოსახერხებელია ეს ყოველივე, რადგან დღეებსაც აქვს მნიშვნელობა. შეღებვის დასაწყებად კვერცხი ინკუბაციის პერიოდში 10-დან 19 დღემდე მზადაა, მაგრამ აქედან დაუკეთესოა 11-დან 14-მდე დღეები. თუ მეთხუთმეტე ან უფრო იქით დღეებში ჩაატარებთ ამ პროცედურას, სავარაუდოდ ეფექტურიც არ იქნება, რადგან ჩანასახი ამ დროს უკვე საკმაოდ მოზრდილია, კვერცხის დიდი ნაწილი უჭირავს და საღებავი მის მთელ თანს ვერ მისწვდება.
რაც შეეხება საღებავს, გამოიყენება უვნებელი მცენარეული საღებავები. რომელიც მაღაზიებში წესით უნდა იყიდებოდეს. უმეტესობა ასეთი საღებავებისა 2 ან 3%-იანი ხსნარია და სწორედ ასეთია საჭირო პროცედურისთვის. შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ფერები, გემოვნებისდა მიხედვით.თუმცა ცნობილია, რომ წითელი, ლურჯი და მწვანე ყველაზე კარგ შედეგს იძლევა.

სანამ პროცედურა დაიწყება, ჯერ იღებენ კვერცხს ინკუბატორიდან, აანთებენ სანთელს და გახედავენ კვერცხს სანთლის შუქზე. ეს არის ჩანასახის არსებობა-არრსებობის ერთგვარი შემოწმება, მოკლედ ეს უნდა იცოდეთ. ამოარჩევთ ისეთ კვერცხებს,რომელშიც ნამდვილად არის ჩანასახი. შერჩევის პროცესმა არ უნდა გასტანოს ნახევარ საათზე მეტხანს, რადგანაც კვერცხები შეიძლება გაცივდეს და მომავალი წიწილებისთვის ეს კარგი ნამდვილად არაა. შემდეგ კვერცხის ქვედა ნაწილი (მსხვილი ბოლო რომელიც აქვს) უნდა გაიწმინდოს 95%-იანი სპირტით. ამის მაგივრად შესაძლებელია გამოიყენოთ 2%-იანი იოდი. შემდეგ კვერცხი უნდა შეშრეს.

73646034a77e

შემდეგ როგორც სურათზეა გამოსახული, იმ ადგილად აკეთებენ წვრილ ხვრელს ნემსით, ანუ საკმაოდ ბასრი ნემსი უნდა იყოს, ხოდა დაახლოებით 0,2-0,5 მილიგრამი საღებავი კეთდება. საღებავი უნდა შევიდეს ძალიან ნელა და ნაზად,რომ არ დაზიანდეს ჩანასახი, რა თქმა უნდა საღებავის რაოდენობა შეღებვის ხარისხზეც პირდაპირპროპორციულად აისახება, მაგრამ ბევრი არ უნდა მოუვიდეს ადამიანს.

ამის შემდგომ ხვრელი უნდა ამოილუქოს გამდნარი პარაფინით ან მალშრობადი ცემენტით. ანუ უბრალოდ უნდა გადაუსვათ,ისე რომ ხვრელი აღარ იყოს. მერე კვერცხი კვლავ თავის ადგილას ინკუბატორში მოთავსდება და თუ ნორმალური პირობები იქნება და პროცედურაც წესების შესაბამისადაა ჩატარებული, წიწილა ჯანმრთელი უნდა დაიბადოს, ოღონდ რასაკვირველია არაბუნებრივი ფერის.

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button