არქივი

ცოცხალი ლეგენდა!!!

59b46640c37f

დაბადების თარიღი: 27.06.1977

ეროვნება: ესპანელი

ამპლუა: თავდამსხმელი

სიმაღლე: 180 სმ

წონა: 68 კგ

სათამაშო ნომერი: 7

სრული სახელი: რაულ გონსალეს ბლანკო

რაული სრულიად ესპანეთის და არამარტო ესპანეთის საუკეთესო ფეხბურთელია. იგი მსოფლიო ვარსკვლავია. იგი ფლობს ფენომენალურ დარტყმას მარცხენა ფეხით. 1994/1995 წლის სეზონიდან დღემდე მადრიდის რეალის ფეხბურთელია და რა თქმა უნდა ლეგენდარული კაპიტანი.

რაული ღარიბი ოჯახის შვილი გახდათ. მამამისი ელექტრიკოსი და დედა მოსამსახურე. სწორედ ასეთ გაჭირევბეაში უწევდა რაულს ბურთაობა და ამან შედეგიც გამოღო. მისმა ტექნიკამ და გოლის ალღომ მადრიდის ატლეტიკოს ყურადღება მიიქცია. რაული აიყვანეს ბავშვთა სკოლაში მაგრამ ეს სკოლა მალევე დაიხურა. რაული გარეთ აღმოჩნდა. მამამ არ გადაუწურა ბიჭს იმედები და შანსი მისცა მადრიდის რეალის ბავშვთა სკოლაში ეცადა ბედი. სწორედ აქ დაიწყო ამ დიდებული ადამიანის ფეხბურთელად გარდაქმნა.

ის შენიშნა რეალის მაშინდელმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ. და ზუტად მაშინ დაიწყო რაულმა ახალი ეპოქის შექმნა მადრიდში. 1992 წელს უკვე კასტილიის ძირითად გუნდათან ერთად ითამაშა, უმნიშვნელოვანეს მატჩში ატლეტიკოს წინააღმდეგ. ეს მატჩი რაულისთვის ორმაგად მნიშვნელოვანი გახლდათ. ერთი იმით, რომ მისი დებიუტი იყო გუნდში და მეორე, მისი მამა ესწრებოდა ამ მატჩს. ამ შეხვედრაში კსტილიამ ყველანაირი პრობლემების გარეშე მოიგო, ანგარიშით 5:0. აქედან ერთი რაულმა გაიტანა. მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა ამ პატარა ბიჭმა პირველივე შეხვედრაში გატანილი გოლით დაამახსოვრა მსოფლიოს თავი. სწორედ ამ მატჩმა ჩაუყარა საფუძველი მის ლიდერობას.

რაული აძლევდა გუნდს ყველაფერს. იგი სჩადიოდა სასწაულებს მოედანზე და ულამაზესი გოლები გაჰქონდა. ის გუნდში ყველას მოწიწებით ექცეოდა და ცხოვრობდა იმისათვის, რათა ეთამაშა ფეხბურთი. 1992 წელს რაულმა სან ვისენტეს 8 გოლი გაუტანა ერთ მატჩში. ის უფრო და უფრო უმატებდა თამაშს.

29 ოქტომბერი, 1994 წელი, ეს იყო რაულის ოცნების ხორცშესხმის დღე. მას ჰქონდა დებიუტი მადრიდის რეალის ძირითად შემადგენლობაში. თუმცა ამ მატჩამდე ერთი დღით ადრე ხორხე ვალდანომ ვარჯიშის შემდგომ გაიყვანა პატარა 17 წლის რაული გვერდით და უთხრა: “მისმინე ბიჭო, ოღონდ გული არ წაგივიდეს, ხვალ თამაშობ”!!! ეს იყო რაულისთვის ყველაფერი. ამის მოსმანეზე იგი ბავშობიდან ოცნებობდა.

მოკლედ იმ შეხვედრაში რეალი დამარცხდა, თუმცა აღსანიშნავი იყო ვალდანოს და ჟურნალისტების კომენტარები. ვალდანომ განაცხადა მატჩის შემდეგ: ” როდესაც რაულს ეს სიტყვები ვუთხარი, მის თვალებში ველოდი შიშის და უსუსურობის დანახვას, მაგრამ მე რაულში ანთებული თალები და ბრძოლის ჟინი დავინახე”. ჟურნალისტებმა აქეს და ადიდეს გონსალესი. ის შეუჩერებლად შერაცხეს და მეტიც მას ფერარის ბოლიდს ადარებდნენ.მოკლედ რულმა თქვა თავისი სიტყვა და დაიწყო გუნდის აღმასვლაც.

9f7c4b6df50c

ყველამ ვიცით, რომ ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება როგორც გვინდა და სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე უნდა ითქვას, რომ რაული გაჩერდა. თითქოს იგი უბრალოდ გაქრა ფეხბურთიდან. მაშინდელი რეალის მწვრთნელი იუპ ჰაინკესი ბრაზობდა, რომ რაული გაძღა მილიონებით და აღარ სურდა თამაში. მან ხელფასი შეუმცირა რაულს, ანუ რაული სრულ ბანკროტში მოჰყვა. მწვრთნელი მუდამ აკრიტიკებდა და აღარ აძლევდა თამაშის საშუალებას. რაული გახდა აგრესიული ყველას მიმართ. მან განაცხადა: “თუ ვინმე დამიპირისპირდება მიკროფონით, მე მას დავსჯი”.

რაულის ასეთი მდგომარეობა არც ჟურნალისტებს და ინჩასებს არ გამოპარვიათ. ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს საშინელი სტატიები რაულზე. პრესა იუწყებოდა, რომ ბლანკო სვამდა და ნარკოტიკებს ეტანებოდა. ამის შემხედვარე გულშემატკივრები სტვენით ეგებებოდნენ რაულს და მის მიმართ სიყვარული უცებ სიძულვილმა შეცვალა.

და როდესაც რაული ესეთ მდგომარეობაში იყო, მან გაიცნო ფოტომოდელი სანსი. სწორედ ამ ადამიანს უმადლოდეთ, რომ დღეს რაული სანიმუშოა რეალში. მათ იქორწინეს და ამის შემდგომ სულ სხვა რაული ვიხილეთ. თითქოს გამოცვალეს იგი და სხვა რაული გამოუშვეს როგორც მოედანზე, ისე ცხოვრების ასპარეზზეც. რაულმა დაიწყო თამაში, მეტიც მან დაიბრუნა ის დიდებული ფორმა რომელშიც იგი უახლოეს წარსულში იმყოფებოდა და დაიწყო თავბრუდამხვევი გოლების გატანა. იგი ყველა გატანილ გოლს მეუღლეს უძღვნიდა, მისი ცნობილი საქორწინო ბეჭედი მუდამ ყურადღების ეპიცენტრში იყო.

რაული ყოველი გოლის გატანის შემდეგ კოცნიდა ბეჭედს. გულშემატკივარსაც შემოუტრიალდა გული რაულზე და სწორედ ამ დროიდან მოყოლებული მან დაიმსახურა დიდი პატივისცემა. გუნდის ხელმძღვანელობამ უმალ მოუმატა ხელფასი რაულს და კონტრაქტი გაუხანგრძლივა 2006 წლამდე. რაული იბრუნებდა ძველ დიდებას მაშინ როცა კლუბში გადმოდიოდნენ ფიგუ, ზიდანი, რონალდო, ბექჰემი. მან დიდი სამუშაო გასწია, მხოლოდ ერთი ნაკლი დაეტყო გოლების გატანას უკლო. ესპანეთის ნაკრებში კი რაულს გოლი გოლზე გაჰქონდა. ამის მიზეზად ფეხბურთელის პასიურობას აბრალებდნენ. თუმცა ვერავინ ხედავდა, რომ რაული თავდამსხმელად არ თამაშობდა.

a26a0c85899e

დაიწყო რაულის კრიტიკა, ამას მოჰყვა მისი ნაკრებს მიღმა დატოვება. ლუის არაგონესის დანიშვნის შემდეგ რაულს პრაქტიკულად აღარ იძახებედნენ ნაკრებში. ამ ყველაფერმა ფეხბურთელს უფრო შეჰმატა მოტივაცია და უფრო მოუმატა თამაშს. თუმცა გოლების სიმწირით მოიკოჭლებდა.

2007 წლის ზაფხულში რეალს დაენიშნა ახალი მწვრთნელი და სწორედ მაშინ გამოჩნდა, რომ რაულის გოლების არ გატანა მისი ბრალი სულაც არ იყო, არამედ იმის ბრალი გხლდათ, რომ მას არ ათამაშებდნენ თავდამსხმელის პოზიციაზე. შუსტერმა ზუსტად შეურჩია ის ადგილი სადაც მას ყველაზე კარგად გამოსდის თამაში. მან რაული ასწია წინ. ამით ყველანაირ კრიტიკას ბოლო მოეღო, რადგან რაული მიმდინარე სეზონში დიდებულად გამოიყურებოდა. ის სწორედ იმ რაულს ჰგავდა, რომელიც ადრე ბრწყინავდა და ახარებდა გულშემატკივარს.

აქამდე თუ რაულს აკრიტიკებდა პრესა, ახლა ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მოჰყვა მის ეპიცენტრში. ყველა ფიქრობს, რომ რაულს დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია ნაკრებისთვის, მაგრამ არაგონესი არადა არ იძახებდა მას ნაკრებში.

ეს წესით მტკივნეული უნდა ყოფილიყო მადრიდელთა თილისმისთვის, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ სულაც არ ადარდებს არაგონესის გადაწყვეტილებები და აგრძელებს მუშაობას რათა ყველას დაანახოს , რომ იგი ისევ ნომერ პირველია.

რაული არის ფეხბურთელი, რომელსაც 15 წლის განმავლობაში ერთხელაც არ მიუღია წითელი ბარათი!!! ის მოედნიდა არასდროს გაუძევებიათ…

ესპანეთი ყველადროსი საუკეთესო ბომბარდირი 102 თამაში 44 გოლი ….

პრიმერაში 483 თამაში 205 გოლი ….

ტიტულები:

6 ესპანეთის ჩემპიონატი [1995, 1997, 2001, 2003,2007,2008] 3 ჩემპიონთა ლიგა [1998, 2000, 2002] 1 ევროპის სუპერთასი [2002] 2 ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირი [1999, 2001] 1996/1997 წლის საუკეთესო ფეხბურთელი 21 გოლით 41 თამაშში
3 ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი [2000, 2001, 2002] 2000 და 2007 წლის საუკეთესო ესპანელი სპორტსმენი
2 ევროპის ბრინჯაოს ბუცი
ყველაზე მეტი მატჩი ჩემპიონთა ლიგაში
ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგაში

პ.ს. მე ძალიან გამიკვირდა და დამწყდა გული, როცა ვისენტე დელ ბოსკემ არ გამოიძახა რაული ნაკრებში. ჩემი ერთ–ერთი უსაყვარლესი მწვრთნელია და დღემდე მივსტირი იმ დროს, როცა რეალში მუშაობდა… მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება… :((

ბოლოს კიდე მივხედოთ ცოტა განწყობას…. მაგარი ხალხი ვართ რა…. აჰათ და იღადავეთ….

მსგავსი ამბები

Back to top button