კულტურა

საქართველო VS ხორვატია (შეჯამება)

s0iga
რამოდენიმე საათია დასრულდა ევროპის 2012 წლის შესარჩევის,F ჯგუფის მატჩი,სადაც თემურ ქეცბაიას შეგირდები,მასპინძლობას უწევდა ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს.

di6ud
აღსანიშნავი და მეტად დასაფასებელია,რომ მატჩი ორივე ნაკრების ფეხბურთელებმა თეთრი მაისურებით დაიწყეს,რომელზეც გამოსახული იყო იაპონიის დროშა,ამით ნაკრებებმა სოლიდარობა გამოუცხადეს იაპონელ ხალხს.

მატჩი ქართველმა ფეხბურთელებმა დაიწყეს და ყველასდა მოულოდნელად მთავარ შემადგენლობაში არ ჩანდა გოგიტა გოგუა,მოედნის ცენტრი კი ჯაბა კანკავასა და მურთაზ დაუშვილის ებარა,მათთან ახლოსვე ირჯებოდა ლევან კობიაშვილი და უკან დაწეული ზურაბ ხიზანიშვილი,სწორედ ამიტომ არ დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში გოგუამ თამაში,რაც ძალზედ გამართლებული იყო,რადგან ხორვატიის ეროვნულ ნაკრებთან ტემპის “აკრეფვა” ცოტა სახიფათო იყო…მატჩის პირველი ნახევარი ორმხრივ შეტევებში წარიმართა,მაგრამ უნდა ვაღიაროთ,რომ სტუმრების უპირატესობით,თუმცა რეალური საგოლე მომენტი არცერთ გუნდს არ ჰქონია…

tb67f
მეორე ტაიმის დასაწყისიდან თამაშში ჩაერთო დავით სირაძე,რომელმაც ვლადიმერ დვალიშვილი ჩაანაცვლა,თამაშის დროის მატებასთან ერთად ტემპიც იმატებდა,თუმცა გოლი კვლავ არ ჩანდა,თემურ ქეცბაიამ მატჩის 62 წუთზე თამაშში ჩართო ოთარ მარცვალაძე – ალექსანდრე იაშვილის ნაცვლად,მალევე თამაშში ჩაერთო კიდევ ერთი ქართველი და გულშემატკივართა “ნანატრი” ფეხბურთელი გოგიტა გოგუა,რომელმაც ადგილი მურთაზ დაუშვილს გაუცვალა…

გოგუას თამაშში ჩართვიდან მალევე ძალიან კარგი საგოლე მომენტი ჰქონდა,თუმცა მისი შორიდან დარტყმული ბურთი ხორვატიელთა კარის დარაჯმა უკუაგდო,აღსანიშნავია ზურამ ხიზანიშვილის საგოლე მომენტიც,რომელიც სტანდარტული მდგომარეობის გათამაშებას მოჰყვა,თუმცა დარტყმულმა ბურტმა ვერც აქ მიაღწია მიზანს

c6pfo
ამასობაში კი სულ მცირე დრო რჩებოდა მატჩის დასრულებამდე,რომლის ბოლო 20 წუთი ჩვენი ეროვნული ნაკრების სრული უპირატესობით მიმდინარეობდა,მაგრამ კვლავ არ ჩანდა გოლი…ნათქვამია “კეისარს კეისრისა”–ო და ჩვენმა ბიჭებმაც მოახერხეს დიდი შრომისა და ბრძოლისუნარიანობის,ჟინის გამოვლენის შემდეგ გოლის გატანა,რომელიც ამ მატჩში ერდერთი გამოდგა,ერთადერთი მაგრამ გოლი,რომელიც ისტორის ბრწყინვალე ფურცლებზე აღიღწერება,გოლის ავტორი კი ლევან კობიაშვილი გახდათ,რომელმაც ოთარ მარცვალაძის ჩინებული პასის შემდგომ,ბურთი მეტოქეტა კარის ბადეში გახვია და გამოაცოცხლა სტადიონზე მყოფი,ტელევიზორთან მსხდომი გულშემატკივრები თუ სრულიად ქართული ფეხბურთის ქომაგნი… ეს ყოველივე კი მატჩის 90–ე წუთზე მოხდა

ამის შემდგომ ხორვაებს კიდევ ჰქონდათ 3 წუთი,რათა ქულა გადაერჩინათ,თუმცა მათ პაულო ტაგლავეენტოს კომპენსირებული დრო ანგარიშის გასათანაბრებლად არ ეყოთ…არ ეყოთ ცოტა ცუდად ჟღერს,მაშინ როცა მსოფლიო რეიტინგში 9 ადგილზე მყოფ ნაკრებს სრული 90 წუთის განმავლბაში ტოლი არ დაუდო რეიტინგში 71 ადგილზე მყოფმა ჩვენმა ეროვნულმა ნაკრება…გოლის შემდგომ ხაზი გადაესვა სტერეოტიპებს,რომელიც ხორვატიის ეროვნულ ნაკრებზე თუ მის ფეხბურთელებზე:კრანჩარზე,მოდრიჩზე,ჩორლუკასა თუ სხვაზე არსებობდა…იმედი მაქვს,რომ ერთხელ და სამუდამოდ შეიგნებს ბევრი ჩვენს საზოგადოებაში მყოფი,რომ მთავარია,მონდომება,ბრძოლა და თავდადება…დანარჩენი კი ყოველივე მეორეხარისხოვანია დაწყებული ფეხბურთელთა სახელებით და დამთავრებული მათი კლუბებით…შევიგნოთ,რომ არავისზე არაფრით ნაკლები არა ვართ და მთავარია ბრძოლა,ჟინი,ტავდადება და ჩვენ გვექნება გამარჯვება

stcgo

ხორვატია: რუნიე, სტრინიჩი ,ლოვრენი,ჩორლუკა , მოდრიჩი,რაკიტიჩი (61წთ.პერისიჩი), სრნა, კაილინიჩი , კრანჩარი (70წთ. იოლავიჩი) , პეტრიჩი (80წთ. პრანიჯიჩი)
მთავარი მწვრთნელი : სლავენ ბილიჩი

საქართველო:
რევიშვილი , კალაძე , ხუბუტია , ამისულაშვილი , ხიზანიშვილი , სალუქვაძე , კანკავა, დაუშვილი (73წთ. გოგუა) , კობიაშვილი, იაშვილი (62წთ. მარცვალაძე) , დვალიშვილი(46წთ. სირაძე)
მთავარი მწვრთნეელი: თემურ ქეცბაია

გოლი: ლევან კობიაშვილი (90წთ.1–0)
გაფრთხილება: დიუმოვიჩი, კრანჩარი , მარცვალაძე
კარისკენ დარტყმები: 5(1) – 8(6)
კუთხურები:2 – 9
წესების დარღვევა: 10 – 18
ამავე ჯგუფში მასპინძელმა ისრაელმა 2–1 სძლია ლატვიას,რიც შედეგადაც სატურნირო მდგომარეობა შემდეგნაირად გამოიყურება
goyiv

კომენტატორი მაგარი იყო (განწირული ხმით გოოლ !! :D )

წყარო: esport.ge

მსგავსი ამბები

Back to top button