არქივი

Reactable – ელექტროაკუსტიკური მუსიკალური ინსტრუმენტი

ccabc7d0b671

Reactable – ელექტროაკუსტიკური მუსიკალური ინსტრუმენტი, შექმნილი ბარსელონას აუდიოვიზუალური ტექნოლოგიების ინსტიტუტის ევროპელ გამომგონებელთა ჯგუფის მიერ.
მუსიკალური ინსტრუმენტი ითხოვს მოძრაობის ზუსტ კოორდინაციას, მაგრამ შემქმნელები აცხადებენ, რომ მისი გამოყენება ბავშვსაც კი შეუძლია.

04356a45e58b

მასში გამოყენებული Multi-touch ტექნოლოგია, რომელიც სენსორულ დისპლეის საშუალებას აძლევს აღიქვას რამოდენიმე დაჭერა ერთად, ჯერ კიდევ 80–იან წლებში იქმნებოდა ტორონტოს უნივერსიტეტსა და ბელ ლაბსში (Bell Labs), მაგრამ მხოლოდ ერთჯერად ცდებში გამოსაყენებელი მოდელების სახით.
Reactable, უახლოესი ნათესავი ჯეფ ხანის (Jeff Han) ინტერფეისებისა, – ქვემოდან განათებული ზედაპირი, რომელიც საზღვრავს მასზე განთავსებული ობიექტების ადგილმდებარეობას და რეაგირებს მათ გადაადგილებაზე. ინსტრუმენტის გამოგონების იდეა ეკუთვნით ბარსელონას Universitat Pompeu Fabra–ს წევრებს, ახლა კი მის განვითარებაზე სხვა ჯგუფების მუშაობენ. Reactable–ს მუშაობის პრინციპი ჰგავს Apple iPhone–ისას, მხოლოდ შეხებაზე რეაგირების მქონე ზედაპირი გაცილებით დიდია, ამიტომაც მასზე დაკვრა შეუძლია ორ ადამიანს, სამს და ჯგუფსაც კი.
03157598f1bb
Reactable აქტიურ განვითარებაშია და არ გამოდის სერიულად. ფართო პუბლიკას ის პირველად წარუდგინეს ამერიკულ ფესტივალ Coachella–ზე, სადაც ბიორკი(Björk) თავისი ტურის კონცერტს მართავდა თავისი ბოლო ალბომის მხარდასაჭერად.
9c9b35c45e6d
ერთ–ერთი პირველი სერიული Multi-touch ინსტრუმენტი გახდა JazzMutant Lemur – დაჭერის მიმართ მგრძნობიარე ეკრანე, რომელზეც მუსიკოსებს და ვიდეომხატვრებს შეუძლიათ თავისი გემოვნებით მართონ საკუთარი მოხმარების ინტერფეისი.

151b80ae6c5e

რევოლუცია არ მომხდარა, რადგან ინსტრუმენტი 2000 ევროზე მეტი ღირს,მაგრამ ტექნიკური აზრების მოძრაობის მიმართულება გამოვლინდა – მოგვიანებით JazzMutant–მა გამოუშვა Dexter–ი, ზედგამოჭრილი მუსიკოსებისათვის, მაგრამ როგორც ჩანს ეს მათი ბოლო პროდუქტი არაა.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button