არქივი

12 წლის კრისტიან ფერნანდესს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა …

Christian+Fernandez2a0ab4327005

წინა სტატიამ 11 წლის ჯორდან ბრაუნზე, რომელიც მთელ ცხოვრებას ციხეში გაატარებს დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ბევრი სხვა და სხვა აზრი გავიგე, სამწუხაროდ ის საქმე დიდი ხნის წინ განიხილა სასმართლომ და ბევრი ინფორმაცია ვერ მოვიპოე, მაგრამ ჯორდანის საქმის ძიებისას ძალიან დავინტერესდი ამერიკაში არასრულწლოვანთა დანაშაულით და კიდევ ერთ შემზარავ დანაშაულს გადავაწყდი, რომელიც კრისტიან ფერნანდესს შეეხება, მან თავისი 2 წლის ძმა წიგნების კარადას რამდენჯერმე შეახეთქა და ასე მოკლა.

გაგცნობთ საქმის მასალებს:

დანაშაული რომელზეც ვისაუბრებთ ჩადენილია 2011 წლის მარტში. კრისტიანმა დედამ მარტო დატოვა სახლში 2 წლის ძმის მისახედად. ფერნანდესმა რატომღაც გადაწყვიტა ძმის მოკვლა, სასტიკად ცემა და რამოდენიმეჯერ მიარტყმევინა თავი წიგნების კარადას. (ძიების მონაცემებით და ექსპერტიზის დასკვნებით ირკვევა, ბავშვი 2 დღის შემდეგ გარდაიცვალა თავის ქალის ტრამვის, ტვინში სისხლჩაქცევების და შინაგანი სისხლდენის გამო, ასევე მას აღენიშნებოდა სხვა ტრამვებიც სხეულის სხვა ნაწილებზე) სამართალდამცავი ორგანოების აქტიური მუშაობით გაირკვა, რომ ეს პირველი ფაქტი არ ყოფილა კრისტიანის მიერ ძმის ცემის, მას რამოდენიმე თვით ადრე ფეხიც ქონდა მოტეხილი და რატომღაც დედამ ამის შესახებ არსად განაცხადა, მან სოციალური მუსაკებიც მოატყუა და მათ განუცხადა, რომ ბავშვმა ფეხი ფეხბურთის მოედანზე თამაშისას მიტეხაო. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ამ შემთხვევაშიც დედამ როგორც კი სისხლიანი ბავშვი დაინახა სასწრაფო დხმარების გამოძახების მაგივრად მას სისხლი მობანა სახიდან და ყინულით სცადა მისი მოსულიერება. როგორც აღმოჩნდა ამ პროცედურამ 6 საათი გასტანა და რომ არა დედის ასეთი გულგრილობა 2 წლის დევიდი ძმის უსასტიკეს ქმედებას ცოცხალი გადაურჩებოდა.

ჩემთვის ახლაც აუხსნელია, თუ რატომ შეიძლება 12 წლის ბავშვს თავში აზრად მოუვიდეს საკუთარი ძმის მკვლელობა, თანაც ასეთი საშინელი სისასტიკით, თუმცა ამის მიზეზები ალბათ მის მძიმე წარსულსი და ფსიქიკურ ტრამვებში უნდა ვეძებოთ, იგი დედამისს 12 წლის ასაკში შეეძინა, ორივე მათგანი სპეციალურ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ სანამ დედამისს – ბიანელა სუზანას 14 წელი არ შეუსრულდა, ამის შემდეგ კი ქუჩა-ქუჩა დახეტიალობდნენ, სანამ  ბებიამ არ შეიფარა, რომელიც იმ დროისათვის 34 წლის იყო და ნარკოტიკებისაგან გასათავისუფლებლად მკურნალობის კურსს გადიოდა. სასამართლო დოკუმენტებით ასევე დგინდება, რომ მას დედა ხშირად ცემდა და შეურწყოფას აყენებდა ადრეული ასაკიდანვე, ასევე მისმა მამინაცვალმა ოჯახის თვალწინ დაიხვრიტა თავი, ციხეს რომ გადარჩენოდა ბავშვებზე ძალადობის ბრალდებით.

ფერნანდესი პროკურატურის მოთხოვნით ორმა სასამართლო ექსპერტმა შეამოწმა გამოეძიების მსვლელობისას და მათი დასკვნით იგი ემოციურად განუვითარებელია, თუმცა ეს არცაა გასაკვირი მისი ცხოვრების გამო, მიუედავად ამ გარემოებისა იგი მაინც ფსიქიკურად ჯანმრთელად ჩათვალეს. ფლორიდის შტატის მთავარმა პროკურორმა კი სასამართლოს რეკომენდაცია მისცა მაქსიმალური სასჯელით დაესაჯათ კრისტიანი, მან განაცხადა : “ჩვენ უნდა დავიცვა საზოგადოება ამ ახალგაზრდისაგან !!! საზოგადოებას აქვს უფლება იყოს დაცული მისგან !!!” მთავარი პროკურორის-ანგელა კორეის რეკომენდაცია კრისტიანს როგორც არასრულწლოვანს ისე განსჯიდნენ და მაქსიმალური სასჯელიც 21 წელი იქნებოდა. კრისტიანის დასაცავად არაერთი საერთაშორისო, თუ ადგილობრივი ორგანიზაცია აქტიურად ამოქმედდა, შექმნეს ონლაინ პეტიციების გევრდი, რომელსაც 200 000 ათასზე მეტი ადამიანი შეურთდა, მათი მოთხოვნა ერთადერთი იყო, კრისტიანი განსაჯილიყო, როგორც არასრულწლოვანი, თუმცა პირველი ინსტანციის სასამრთლომ 2011 წლის 22 ივნისს მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

არ ვიცი რატომ, მაგრამ ისე დაემთხვა, რომ დღეს 14 იანვარს პოსტის დაწერის დღეს კრისტიანის დაბადების დღეა, იგი 1999 წლის 14 იანვასრს დაიბადა. შეიძლება სუბიექტური ვიყო, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ასეთი მძიმე დანაშაულისათვის როგორიცაა საკუთარი 2 წლის ზმის მკვლელობა 21 წელის საჯელი ძალიან ცოტაა, თუმცა არც სამუდამო პატიმრობაა მისაღები, ჩემი სუბიექტური მოსაზრებით უნდა გამოინახოს ისეთი შუალედი, რომ იგი არც დაუსჯელი დარჩეს და არც ისე დაისჯოს, რომ მისმა ცხოვრებამ სამუდამოდ დაკარგოს აზრი. ვანხოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს 2012 წლის 27 თებერვალს მეორე ინსტანციის სასმართლო.

* სტატიას თან ერთვის ვიდეომასალა კრისტიან ფერნანდესის სასამართლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ (ნივთმტკიცებები,დაკითხვა და სხვადასხვა თანამდებობის პირების კომენტარები)

** გთხოვთ თქვენი აზრი აღნიშნულ საქმესთან დაკავსირებით დააფიქსიროთ კომენტარებში

წყარო: ბლოგი (არა)იურისტებისათვის

Back to top button