გართობაკულტურა

არნოლდ ალოის შვარცენეგერის მუზეუმი

7470ca998543

ცნობილმა მსახიობმა და კალიფორნიის ექს-გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა ცოტა ხნის წინ დაბადების დღე აღნიშნა. სწორედ ამ თარიღის პატივსაცემად შვარცენეგერის მშობლიურ ავსტრიაში მდებარე სოფელ ტალ-ში მისი სახელობის მუზეუმი გაიხსნა.
მისი დამფუძნებელი გახდა თვით მსახიობი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი – არნოლდ შვარცენეგერი. მუზეუმი განთავსებულია სახლში, სადაც არნიმ გაატარა პირველი 18 წელი. აქ არნოლდის თაყვანისმცემელებს შეუძლიათ დაათვალიერონ მსახიობის პირადი ნივთები და ნახონ რეალური რეკვიზიტები ფილმებიდან. მუზეუმის შექმნისას მისი სურვილი ბავშვობის მოგონებების შეძლებისდაგვარად გაცოცხლება იყო.

659f9b7697f6
მუზეუმის დირექტორი ვარსკვლავის თანაკლასელი და მეგობარი პიტერ ურდლია. მისი თქმით, ის შეეცადა მუზეუმში არნოლდის საყვარელი ნივთები შეეგროვებინა. დაწესებულების დაარსებაში მონაწილეობა თვით მსახიობმაც მიიღო და ურჩევდამუზეუმის დირექტორს, რომ „შელამაზება“ საწირო არ იყო, ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო, როგორც 1947 წლებში. არნოლდი ხომ ცხოვრობდა ამ სახლში 1947 წლიდან – 1966 წლამდე, შემდეგ კი არნოლდი გადავიდა მიუნხენში. მიუნხენის მერე კი გადავიდა ლონდონში, სადაც აიღო მეორე ადგილი „მისტერ უნივერსის“ კონკურსში.
adca6aabd8d1
მუზეუმში დამთვალიერებლებს შვარცენეგერის სკულპტურების, პირადი ნივთების, ფილმ “ტერმინატორში” გამოყენებული მოტოციკლისა და ვარსკვლავის საწოლის ხილვა შეუძლიათ.
მუზეუმის დირექტორი შენობის წინ შვარცენეგერის უზარმაზარი სამგანზომილებიანი სკულპტურის დამონტაჟებას აპირებს, რომელიც ექს-გუბერნატორმა ამერიკელ მოქანდაკეებს უკვე შეუკვეთა. მუზეუმის გახსნა დაიწყო ბრინჯაოს ქანდაკების პრეზენტაციით, რომელიც ასახავს შვარცენეგერის კულტურისტულ ერთ-ერთ პოზას. ჯურნალისტებთან ინტერვიუს დროს , განაცხადა თვითონ არნოლდ შვარცენეგერმა: „ჩემთვის ეს არ არის მხოლოდ მუზეუმი, ეს არის – სიმბოლო ნებისყოფის და ნება-სურვილის, რომ ყველას აქვს ცხოვრებნაში თუგინდ 1 შანსის“.

47a4adc1f880
აარნოლდ შვარცენეგერმა დიდი ხანია, ღირსეული ადგილი დაიკავა ჰოლივუდის იმ მსახიობებს შორის, რომლებმაც კინემატოგრაფიის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონიეს. პოლიტიკური კარიერის დასრულებისა და ცოლთან სამარცხვინო განქორწინების შემდეგ არნოლდმა გადაწყვიტა, კინოს დაბრუნებოდა.
შვარცენეგერის ქონება 800 მილიონ დოლარს აღემატება. მას ექსტრავაგანტური ცხოვრების სტილი აქვს, 4ათას დოლარიანი სიგარები და 6 ბორბლიანი „„ჰამერები¨. მას სულ ცხრა „ჰამერი¨ აქვს, რომელთა საერთოღირებულება 1 მილიონ დოლარს აღწევს.

2b354aeab412
თავისი პირველი „ჰამერი” არნოლდ შვარცენეგერმა 1992 წელს შეიძინა 45 ათას დოლარად. ავტომობილის ძარის წონა 2,9 ტონა იყო, ხოლო სიგრძე – 2,1 მეტრი. ავტომობილი ამერიკული რეალობისთვისაც კი ზედმეტად ბევრ საწვავს მოიხმარდა და გამონაბოლქვით გარემოს დაბინძურებით ზიანს აყენებდა ლოს-ანჯელესს. მას შემდეგ, რაც არნოლდმა თავისი კანდიდატურა გუბერნატორის არჩევნებზე წარადგინა 2003 წელს, პირობა დადო, რომ, გამარჯვების შემთხვევაში, ავტომობილის ძრავას წყალბადზე გადაიყვანდა. არნოლდმა პირობა შეასრულა და ძრავას გადაკეთებაში 21 ათასი დოლარი გადაიხადა.
50f47969a6d3
ეხლა მცირედი ინფორმაცია ამ სუპერ-ვარსკვლავზე… ჩაიკითხეთ და აღმოაჩენთ რომ ავსტრიული სახლი, სადაც შვარცენეგერები ცხოვრობდნენ, ერთ დროს სამეფო საგვარეულოს წარმომადგენელს ეკუთვნოდა:
66fe7843200f

* 1997 წელს არნოლდ შვარცენეგერმა კერძო თვითმფრინავი – „გოლფსტრიმი” შეიძინა 38 მილიონ დოლარად. 2000 წელს კი იგივე თვითმფრინავი ნაკლებ ფასად გაყიდა.
* სრულმეტრაჟიან მულტფილმში – „სიმფსონები კინოში” – არნოლდ შვარცენეგერი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა.
* არნოლდ შვარცენეგერის გვარი რთულად გამოითქმება და ხშირად არასწორად მოიხსენიებენ. გერმანული ენიდან მისი გვარი „შავ მხნელს” ნიშნავს, თუმცა, კარიერის დასაწყისში მან ფსევდონიმი არნოლდ სტრონგი აიღო, რათა თავიდან აეცილებინა დაცინვები. ამის მიუხედავად, პრესაში მას ხშირად „შვარცენშნიცელად” და „შვარცენ ნიგერად” მოიხსენიებდნენ.

77fe96b60ce7
* არნოლდ შვარცენეგერმა ავსტრიის თავდაცვის სამინისტროსგან 1,4 მილიონ დოლარად გამოისყიდა ტანკი – „მ-47”, რომელთანაც ჯარში ყოფნის პერიოდში ჰქონდა შეხება. არნოლდმა ის ამერიკის ტერიტორიაზე გადმოიტანა და კოლუმბუსის მუზეუმში დადგა.
* 1992 წელს ჰოლივუდში შეიქმნა ეგრეთ წოდებული „შვარცენეგერიზაცია”, რაც გულისხმობდა რეალური მსახიობების ვირტუალურით შეცვლას, თუმცა რეალურად ამ სისტემის გამოყენება ათი წლის შემდგომ გახდა შესაძლებელი.
* ვენდი ლეის ვერსიით, რომლის კალამს ეკუთვნის არაოფიციალური ბიოგრაფია არნოლდ შვარცენეგერის ცხოვრების შესახებ, ირკვევა, რომ 1966-1967 წლებში მიუნჰენში ცხოვრების პერიოდში, არნოლდს ამერიკელ ჯარისკაცებზე დაცინვა უყვარდა: ის მათ გერმანულ სიტყვებს ასწავლიდა და შემდგომ იცინოდა მათ გამოთქმაზე.

6277cf27e584
* 2004 წელს, ჰავაის კუნძულებზე დასვენების დროს, არნოლდ შვარცენეგერმა წყალში დახრჩობას გადაარჩინა უცნობი ახალგაზრდა, ამოიყვანა ის ნაპირზე და ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა.
* 14 წლის ასაკში არნოლდ შვარცენეგერი ისე იღლებოდა ვარჯიშებისგან, რომ მას ხელის აწევა და თმის გადავარცხნაც კი უჭირდა.
* ავსტრიული სახლი, სადაც შვარცენეგერები ცხოვრობდნენ, ერთ დროს სამეფო საგვარეულოს წარმომადგენელს ეკუთვნოდა და, როდესაც არისტოკრატს სახლის დატოვება მოუხდა, მან ერთი პირობის შესრულება მოითხოვა: ამ სახლში მხოლოდ პოლიციის შეფის ან მეტყევეს ოჯახს უნდა ეცხოვრა. როგორც ცნობილია, არნოლდის მამა, გუსტავ შვარცენეგერი, პოლიციის შეფი იყო.

72879840f7e7
d57611901f4b
dc21b33fef50
44d4b7040ca2
აი, ამ პოსტში დავდე არნოლდის საყვარელი მანქანა: Hammer
96d91201cd87
6605f891e935
d14c2dc5101e

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button