არქივი

ლიტერატურული სალონი X

958e8b21835e
მომდევნო პოსტი ქართული მარგალიტებით 

  • სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს …
    გალაკტიონი
  • გაზაფხული უმერცხლოდაც მოვა, მერცხალი არ მოვა უგაზაფხულოდ
    ოტია იოსელიანი

3209cd46d263

  • იქნებ ვძლიოთ მონურ პატივმოყვარეობას… იქნებ გადავეჩვიოთ მონობაში მონობით კოპწიაობასა და ყოყლოჩინობას…
    დავიბრუნოთ გახიზნული, გაჩუქებული, გაყიდული შვილები და, მათთან ერთად, შინ ვხეხოთ ფეხსადგილი…
    საკუთარი ნაგავი გავიტანოთ საკუთარ სანაგვეზე… და გულში მაინც ვაღიაროთ, გახვრეტილი კაპიკიანის
    ფასიც რომ არა აქვს არცერთ ჩვენგანს უსამშობლოდ. ისევ ჩვენ თუ ავიტანთ ერთმანეთს.
    ისევ ჩვენ თუ მოგვეწვება გული ერთმანეთზე. ისევ ჩვენ თუ შეგვაწუხებს ერთმანეთის სიგლახე. შინ, შინ, შინისკენ!
  • გვეყო, რაც ვითვალთმაქცეთ და ვიმატრაბაზეთ. მე რომ ძალა მქონდეს, მე რომ ღონე მერჩოდეს,
    მათრახით დაგიფრენდით ყველას, მათრახით გაგირეკავდით წინ, ანუ, უკან, შეგინებული, გულმოკლული,
    მიტოვებული სამშობლოსკენ, ვერაფრით რომ ვერ მოიგო ჩვენი გული, ვერ გვაგრძნობინა სითბო, ვერ დაგვანახა სიკეთე…
    ჩვენც შევიძულეთ და შვილებსაც იქამდე შევაძულეთ, ვიდრე თვალი აეხილებოდათ, ჭკუაში ჩავარდებოდნენ
    და თეთრისა და შავის გარჩევას შეძლებდნენ… არჩევანის უფლება წავართვით. დრნგ. უარესი. დრნგ.
    მათ მაგივრად და მათი სახელით ჩვენ ავირჩიეთ ჩვენთვის უკეთესი. დრნგ. მაგრამ სამშობლო არ მოტყუვდება.
    იმის გაჩენილები ვართ ყველანი, მოხარშულს გვიცნობს… სადაური ქუდიც არ უნდა დავიხუროთ,
    იმისთვის მაინც უმადური, გზასამცდარი შვილები ვიქნებით… მაინც მისი საპატრონებელი. ოთარ ჭილაძე
  • სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი.აკაკი წერეთელი
  • და მერე, ჩემთვის მოულოდნელად, სულში გამეფურჩქნა უცნაური, სიყვარულის მცენარე – აბა, თუ მიხვდებით, რომელი?
    – ყაყაჩო!
    – არა, ჩქარა ჭკნება!
    – ენძელა!
    – ნაზია ძალზე…
    – გეორგინი!
    – გაფოფრილია…
    – ვარდი?
    – შაბლონურია…
    – აბა რა?!
    – და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, – განაგრძო ალექსანდრომ, – სიყვარულის კაქტუსი – ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი, ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლაც, მჩხვლეტს და რომ იცოდეთ როგორ მიყვარხართ… “

  • ყველა დიდი მწერალი ყოფილა ემიგრაციაში, მაგრამ ყველას როდი ღირსებია უკან დაბრუნება. კი ბატონო, დანტე დაბრუნდა, მაგრამ რუსთაველი?! არჩილ მეფე?! ვახტანგ მეექვსე?! თეიმურაზ მეორე?! სულხან-საბა?! გურამიშვილი?! ბესიკი?! ბაგრატიონთა მთელი სამეფო დინასტია?! ფერეიდნელები?! მოსკოვური კოლონია?! კოლონიები?! ოციან და ორმოციან წლებში გაქცეულები?! ბოლშევიკების გაშვებულები?! რამდენიმე მკვდარი თუ დააბრუნეს, ისიც მათთან შეუთანხმებლად, ეგ იყო და ეგ. ხომ მეთანხმებით? არა, კი არ მიხარია, სიმართლეს მოგახსენებთ. ქართველები ჩვენი ნებით უკან აღარ ვბრუნდებით. მაზოხისტები ვართ. გვსიამოვნებს ნოსტალგიით წამება. ანდა, ემიგრანტულ ბინას მოვრთავთ ქართულად — თუშური ფარდაგით, მეგრული ჩონგურით, შროშას ჯამ-ჭურჭლით — და ავტეხავთ ერთ ვაიუშველებელს, აი, რა დაგვაკარგვინეს, აი, როგორ გვიყვარს აქ, რაც არასოდეს გვყვარებია იქო.
  • როცა ნამიან ველზე გავივლი
    ნამი ბალღივით მართობს,მახარებს…
    ქარო მოიტა ატმის ყვავილი,
    ქარო,ფოთლებიც შემომაყარე…
    როგორც გიჟი,ო როგორც გიჟი,
    თმააწეწილი მოლი ხარხარებს…
    ხეთ სამკაული მოიხსნეს შიშით
    და ხელუკუღმა შეშომაყარეს…
    და მეც გავგიჟდი… ო მე კი არა,
    გული ხარხარებს, გული ხარხარებს…
    და შენ,ქუჩაში რომ გაიარო,
    ფოთლები წაღმა შემომაყარე. ანა კალანდაძე

 

815e3cddaed6

 

  • ზნე – ხასიათის წრთვნა ზრდაა შინაგანის კაცისა, თუ ეგრე ითქმის. რადგანაც შინაგანობა კაცისა მისი სულიერი ვინაობაა, მისი სულიერი ბუნებაა, მაშასადამე, წრთვნა ზნე – ხასიათის ზრდაა, გარკვევაა მისი სულიერის ვინაობისა, სულიერის ბუნებისა, ანუ, უკეთ ვსთქვათ, მისის კაცობისა, ადამიანობისა ილია ჭავჭავაძე
  • ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას – სარდლობა. კონსტანტინე გამსახურდია
  • დარწმუნებული ვარ ადამიანს ოდესღაც მართლა რომ ჰქონდა უკვდავების წამალი, მაგრამ თვითონვე გაანადგურა იგი, რადგან ვერ ჩაწვდა უკვდავების აზრს. უფრო სწორედ, იმის წარმოდგენამ შეზარა, მარადიული მოწმე რომ იქნებოდა საკუთარი თუ სხვისი მონობისა. მაგრამ მაინც ვერ შეელია უკვდავებას და ღმერთი მოიგონა. კი არ მოიგონა, უკვდავებაზე სინანულმა გაუჩინა ღმერთი, უკანონო შვილივით, რადგან ღმერთი სხვა არაფერია, თუ არა, – სინდისის ქენჯნა, მოწმისათვის განკუთვნილი სასჯელი, რომელიც ხელს უშლის ადამიანს, მოიშოროს მონობისკენ მიდრეკილება. ხოლო სანამ ადამიანი მონაა, სულერთია, ჭლექი მოკლავს იმას თუ ღორმუცელობა.ოთარ ჭილაძე
  • “მაგრამ ისე სტკიოდა გული,ეკლის გვირგვინი რომ დაადგეს,არც გაუგია..”
  • რომ ხალხმა მარტი პირჯვრისწერა ისწავლა ქრისტესგან,
    სხვა ყველაფერი, რაც ძნელია, მას შეატოვა.ბესიკი
  • “ადამიანი ისე ცოტა ხანს ცოცხლობს ყოყმანისთვის დრო არც კი უნდა რჩებოდეს.”ქარჩხაძე.
  • “თიყვა, ძმაო, კისერი მომაჭერი, თუ გინდა, და ხეს ადამიანივით და კიდევ უკეთესად გაეგება ყველაფერი.
    ადამიანზე ლამაზად და უკეთესად სიკვდილიც შეუძლია, და სიცოცხლე ხომ იცის და იცის უკეთესი.”დათა თუთაშხია
  • …სცენაზე იდგა შველივით ქალი.. ალვის ხესავით მაღალი იყო.. 91c988eb7688
    მისი თვალების დანახვა, ცასაც კი შურით უვსებდა უსაზღვროდ დიდ გულს. შემოდგომისფერი თმები გადმოღვროდა თოვლისფერ მხრებზე. გრძნობათა საკრავი – ვიოლინო მიეხუტებინა მკერდზე და იდგა ასე, გახევებული. საკუთარ არსებაში ჩაღრმავებულს, არ ესმოდა ბრბოს აღტაცება.
  • რის გაზაფხული, რა გაზაფხული, ისევ ზამთრის პირი იდგა… სადღაც სხეულში კი უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე იფურჩქნებოდა, ოჰო, – კაქტუსი!
  • დიდი სიბრძნეა კაცისა, ცნობა თავისი თავისა ილია ჭავჭავაძე
  • ღმერთი რომ არ არსებულიყო, მისი გამოგონება გახდებოდა საჭირო. მართლაც, ადამიანმა ღმერთი მოიგონა და ის კი არ არის გასაკვირი ან საოცარი, რომ ღმერთი მართლა არსებობს, არამედ ის, რომ ასეთი აზრი, ღმერთის აუცლებელი არსებობის აზრი, ისეთ ველურ და ბოროტ ცხოველს შეიძლებოდა გასჩენოდა, როგორც ადამიანია, იმდენად გულისამაჩუყებელი და იმდენად ბრძნულია ეს აზრი და იმხელა ღირსებას სძენს ის ადამიანს.
  • “როგორც ზოგიერთს კაცთაგანს, ცხოველსაც ასე სჩვევია, როცა შენ ქედმოდრეკილად ექცევი, მას აგრე
    ჰგონია : ეშინიაო ჩემი, თორემ რად მომეპყრობოდაო პატივისცემით .”
    კონსტანტინე გამსახურდია
  • – შეყვარებული მართლა არა ხარ?
    – არა, მაგრამ, გინდაც ვიყვე, სიყვარული რა დარდია.
    – როგორ არა, სიყვარული ყველაზე დიდი დარდია.
    – შენ შეყვარებული ხარ?
    -ვიყავი.
    -მერე?
    -გზაზე ყაჩაღები დახვდნენ და გააუბედურეს. იმან ჯერ არაფერი თქვა, ერთი დღე იჯდა და უხმოდ მიყურებდა. ვკითხე, რა დაგემართა _ მეთქი. არაფერი არ მითხრა. მერე მოვიდა და მუხლებზე მაკოცა. მე იქვე ჩავიხვიე. ხელიდან გამისხლტა და წავიდა. წავიდა და ეგ იყო… წავიდა… ადევებულ არაგვში ჩაეხრჩო თავი. იმის მერე დარდებს ვაგროვებ. რაც რამ ქვეყანაზე დარდია, უნდა შევაგროვო და ღმერთთან წავიდე.
  • ნუ მოკლავთ ადამიანს თუნდაც ის დამნაშავე იყოს, დამნაშავედ არავინ იბადება… დამნაშავეს ქმნის საზოგადოება. მაშ, შეჩერდით, დაუკვირდით საქციელს: ახალი დანაშაული არ ჩაიდინოთ.
  • უთხარი, ზოგჯერ უცნაურად სცივა-თქო გულთან,
    უთხარი, წვიმს-თქო,
    ისიც უთხარი, არაფერი არ სჭირდება-თქო,
    თქვენ ვერ მოურჩენთ იმ წყლულებს-თქო, ვერ უწამლებთ-თქო,
    ცეცხლმაც იგრძნო-თქო ჩემი სიჩუმე,
    წყნარად ტკაცუნებს, მიბიძგებს-თქო უფლის შუქისკენ,
    მე კი ძრწოლვით ავყურებ-თქო საკუთარ ხელებს,
    ჩემი სიკვდილი მაცოცხლებს-თქო,
    ჩემი ტანჯვა მახარებს-თქო, – ესეც უთხარი.
  • იქ, სადღაც შორს, ბეთლემში, ცხრამეტი საუკუნის წინათ, ცამოჭედილ ღამეს, მღვიმეში დაიბადა იესო, ძე ქალწულის მარიამისა, მაშვრალთა იმედი და ნუგეში, ტანჯვის შემამსუბუქებელი, სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი..
    აქ კი.. დღეს..


და სხვა ბევრი…

მსგავსი ამბები

Back to top button