გართობაუცნაური

Kiwi – უცნაური ფრინველი

33778b4d7543

“კივი” ბინადრობს ახალ ზელანდიაში, მისი ნახვა შესაძლებელია ერთ-ერთ ადგილობრივ პარკში, რომელიც იმყოფება იზოლირებულად მოწყობილ მინი ტყეში. იგი იმ უცნაურობით გამოირჩევა, რომ მას არ შეუძლია ფრენა, ვინაიდან არ აქვს ფრთები

გარდა ამისა მისი სხეული ბუმბულის მაგივრად დაფარულია ბეწვით და არ აქვს კუდი. მიჩნეულია რომ ეს სახეობა არსებობს 8 მილიონი წელია. მას მთელი დღე ძინავს და ღამით ღვიძავს.

ადგილი ახალ ზელანდიაში სადაც ის ცხოვრობს არის სრულიად უსაფრთხო, იქ არ ბინადრობენ მტაცებლები და ეს ფაქტორი მიიჩნევა ამ არსების გადარჩენის წყაროდ, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაშენდებოდა, ვინაიდან არ გააჩნია არანაირი თავდაცვითი საშუალება.

არსებობს მათი ორის სახეობა, რომლებიც ერთმანეთისაგან მხოლოდ ზომით განსხვავდებიან…
92bc59ef5e40

მომცრო იზრდება დაახლოებით 25 სანტიმეტრის სიმაღლის და იწონის 1.3 კილოგრამს.

მეორე უფრო მოზრდილი სახეობა კი იზრდება 45 სანტიმეტრის სიმაღლემდე და იწონის დაახლოებიოთ 3.3 კილოგრამს.
ffd6b2785a04

მისი საკვების რაციონი ძირითადად შედგება ჭიაყელებისაგან, რომელთაც იგი გრძელი ნისკარტის საშუალებით თხრის მიწიდან.

შეიძლება ითქვას რომ ეს სახეობა არის უნიკალური. ერთი კიდევ რაც საინტერესოა, არის ის, რომ მისი კვერცხი არის უზარმაზარი, რომ შევადაროთ სხეულისა და კვერცხის ზომები პროპორციულად, ეს ფრინველი რეკორდსმენი გამოდის.

მას ეს უცნაური სახელი დაერქვა თავისივე “ჭყივილიდან” გამომდინარე… “kee-wee kee-wee”

მსგავსი ამბები

Back to top button