არქივი

არაჩვეულებრივი ნივთები(მითიური) – ფილოსოფიური ქვა

7f11ead02621

წამროიდგინეთ თავის ღირსებაში ძალიან დარწმუნებული ბრძენები, დიდი, გრძელი წვერით , რომლებიც გამალებით რაღაცას ეძებენ , თვითონაც ვერ ხვდებიან რას, იმას რაც მათ მოუტანთ სიმდიდრეს და ალბათ ბედნიერებას.წარმოიდგინეთ?სასაცილო სურათი გამოვიდა. არა , ეს არ არის რომელიმე ანეკდოტის
ინსცენირება ,ეს უფრო სურათად გადაქცეული აზრებია თემაზე – “როგორ ეძებდნენ ალქიმიკოსები ფილოსოფიურ ქვას“.

ასე თუ ისე, როდესაც ჩვენმა წინაპრებმა დიდი ძალა და დრო დახარჯეს, ახალი მეცნიერებაც კი შექმნეს , საძირკველი შეუქმნეს ქიმიას (ისეთს , როგორსაც სკოლაში ვსწავლობთ(სწავლობდით) – და ეს ყველაფერი
ერთი პატარა ქვის გამო. ალბათ ის იმსახურებს დიდებას და პატივისცემას….

ჰო , მაშ , რა არის ეს ქვა? რატომ ეძებდნენ ასე გულდასმით?

ახლა იფიქრეთ იმაზე , რომ მსოფლიოში არსებობს ნივთიერება , რომელიც დაჯილდოებულია უნიკალური თვისებით – ყველანაირ მეტალს აქცევს ოქროდ.უფრო სწორედ ნივთიერება იყო ორგვარი:ერთი “სპეციალიზირდებოდა” ოქროზე , მეორე კი ვერცხლზე.ასე ვთქვათ ალქიმიის ცენტრი და პერიფერია შესაბამისად.ალქიმია ეს იყო მეცნიერება , რომლის მოღვაწეები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ,დღიდან დღემდე იმის ცდაში იყვნენ , რომ ფილოსოფიური ქვის ფორმულა შეექმნათ.

95017b094963

ასევე უნდა აღვნიშნოთ , რომ ჭორები ფილოსოფიური ქვის არსებობაზე გაუშვა ვინმე ჰერმეს ტრისმეგისტმა – ძველი ეგვიპტის მცხოვრები.მას დღემდე მიიჩნევენ ფილოსოფიური ქვის აღმომჩენად და საერთოდ ალქიმიის შემქმნელად.ეტყობა ამ ნახევრად მითიურმა ადამიანმა შექმნა ქვის სწორი “რეცეპტი” , სხვა შემთხვევაში ჰერმესზე არავინ არაფერს გაიხსენებდა.ტრისმეგისტმა თავის წიგნში ფილოსოფიური ქვის შესაქმნელი ინგრედიენტებიც კი შეიტანა – შეიძლება ზოგისთვის გაუგებარი იყოს. გაუგებარი კი დარჩა : თუ რეცეპტი , ასე ვთქვათ გამოქვეყნებული იყო , მაშინ ყველა ჩვენი წინაპარი რატომ არ გახდა ფილოსოფიური ქვის ბედნიერი მფლობელი?რატომ გააგრძელა ალქიმიამ განვითარება?რატომ მოსდიოდა კიდევ ათას “მეცნიერების მოღვაწეს” მარცხი ახალი რეცეპტის შექმნაში?ალბათ არავის სჯერა , რომ ჰერმესის ნაშრომები , ალექსანდრიის შუქურასთან ერთად დაიწვა,გადაუკითხავად და გადაუწერლად , მაგრამ ფაქტი ფაქტაად რჩება ტრისმეგისტის ნაშრომებმა არანაირი სარგებლობა არ მოიტანა.

თუ ცოტა ჩავწვდებით ალქიმიის ფორმულებს , დავინახავთ , რომ “გამომგონებლების” უმეტესობა პალმის რტოს ვერცხლისწყალს ანიჭებდა.ყველა ფორმულაში ერია ვერცხლისწყალი , ზოგი აცხელებდა , ზოგიც გოგირდთან აზავებდა და ა.შ…. იბადებოდა თეორიები . . ტრაქტატები . . . მოკლედ რომ ვთქვათ მეცნიერება სრული სვლით ვითარდებოდა.ფილოსოფიური ქვის მაგივრად მეცნიერებს სხვა ნივთიერებები გამოუვიდათ(კიდევ კარგი ისინი “აღწერას” ატარებდნენ),რომლებიც თანამედროვე ქიმიის საფუძველიც გახდა. რეაქტივები , ნარევები ყველაფერ
ამას ალქიმიკოსები გულუხვი ხელებით აქეთ იქით ისროდნენ  ძებნისას , ისინი ვერ ამჩნევდნენ ნამდვილ აღმოჩენებს.

სხვათა შორის მკითხველს შეიძლება კითხვა გაუჩნდეს(არა მგონია):ვერცხლისწყალი,გოგირდი . . . და ქვა რაღა შუაშია? გონებაში შეიძლება გაივლოთ და გაიხსენოთ ქიმიის საწყისები , ზემოთ ჩამოთლილ ნივთიერებებზე გაგახსენდებათ რაღაც სითხე რომელიც ზანტად მოძრაობს. აქეთ კი – “ქვა”. საქმე იმაშია , რომ ჯაბირ იბნ ხაიანი
(რათქმაუნდა ალქიმიკოსი) , როდესაც აკეთებდა თავის ვერცხლისწყალ-გოგირდოვან ფორმულას , მან მრავალჯერ ახსენა , რომ შექმნილი ნივთიერება იქნება მყარი და არა თხევადი. ევროპელებმა რათქმაუნდა თავისთვის გადააკეთეს ჯაბირის სიტყვები და საძებნ ნივთიერებას “ფილოსოფიური ქვა” დაარქვეს. აი ასე მოვიდა იგი ჩვენამდე , ასეთი სასურველი და ასეთი მიუწვდომელი.

საერთოდ “მომზადების” რეცეპტი ბევრია , მაგრამ ყველა გვაგონებს ბავშურ თამაშს “ჭურჭლობანა” , “სამზარეულობანა”_ს , როდესაც თეფშზე ლამაზად დადებულია ტალახი და ბალახი შეიძლება კარგად გამოიყურებოდეს , მაგრამ გასინჯვით არ გასინჯავთ.ასევეა ფილოსოფიური ქვაც , გაკეთება შეიძლება , მაგრამ ის ვერაფერს გადააქცევს ოქროდ . ლითონი დარჩება ლითონად , ტყვია – ტყვიად. Как ни крути.

ყველა პოსტი

იხილეთ ასევე
Close
Back to top button