განსაცვიფრებელი ბავშვთა ოთახები
ვაგრძელებ კრეატიული ბავშვთა ოთახების თემას. ოთახის დიზაინის შექმნაში ფასდაუდებელ სამსახურს გაგიწევთ მისთვის თემატიკის შერჩევა. ჯერ ერთი, თემატიკა იდეებს გიკარნახებთ, დიზაინის რა ნივთები და როგორი ფერისა თუ ფორმის ავეჯი განათავსოთ ოთახში; მეორეც, ოთახი იქნება თემატურად შეკრული, ერთიანი; და მესამე, ბავშისთვის ასეთი ოთახი უფრო სახალისო და საინტერესოა, ამასთან ავითარებს ფანტაზიას და, შესაბამისად, გონებასაც.
კრეატიული საძინებელი ოთახები შექმნილია მოსიყვარულე მშობლების მიერ თავიანთი შვილებისათვის.
გთავაზობთ ბავშვთა ოთახების ფოტო კოლექციის საინტერესო და ორიგინალურ ინტერიერს…
შესაძლებელია, ზოგიერთი მათგანი განახორციელებს იდეას რეალიზაციისათვისაც კი;
საბავშვო ოთახის მოწყობისას ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, რათა არც ბავშვის ჯანმრთელობას მიადგეს ზიანი და კვადრატული მეტრებიც ფუჭად არ დაიკარგოს; რაც მათავარია ბავშვისთვის სასიამოვნო იყოს საკუთარ ოთახში დროის გატარება. ამასთან იგი უნდა დაიგეგმოს ბავშის სწრაფი ზრდის ფაქტის გათვალისწინებით ისეთნაირად, რათა მისი შეცვლა ადვილი იყოს დროთა განმავლობაში.
ბავშვთა ოთახისათვის არ არის დასაშვები მეორადი ინსოლაციის გამოყენება – ამ ოთახს უნდა ჰქონდეს გარეთ გამავალი ფანჯრები. ამასთანავე სასურველია, თუ ეს ფანჯრები ჩრდილოეთით არ იქნება მიქცეული. ჯერ ერთი, საწერი მაგიდა მაქსიმალურად დიდხანს უნდა ნათდებოდეს ბუნებრივი განათებით, რაც აუცილებელია ბავშვის თვალებისათვის; მეორეც, მზის სხივები კლავს მავნე ბაქტერიებს, რაც ასევე ერთობ მნიშნელოვანია საბავშვო ოთახში ჯანსაღი კლიმატის შესაქმნელად.
თუ თქვენი შვილისათვის აუცილებელია კომპიუტერით სარგებლობა, დაუდგით მას ე.წ. დესქთოფ კომპიუტერი და არა ნოუთბუქი. უკიდურეს შემთხვევაში, ნოუთბუქს შეუერთეთ ცალკე კლავიატურა, რათა მასზე კრიფოს ბავშვმა და შეძლოს მონიტორისგან დისტანციით ჯდომა.
სასკოლო ასაკის ნებისმიერ ბავშვს ესაჭიროება სულ მცირე ოთხი ზონა:საძინებელი (საწოლი), სამეცადინო (მაგიდა სკამით), სათავსო(გარდერობი, კომოდი, კარადა) და გასართობი (ადგილი თამაშისათვის).
ბავშვთა ოთახისათვის მთავარია საკამრისი სინათლე . პირველ რიგში, აუცილებელია ძირითადი განათება, რომელიც მთელ ოთახს გაანათებს. ასევე აუცილებლად კარგად უნდა ნათდებოდეს სამუშაო მაგიდა, უნდა გამოვიყენოთ გამოიყენოთ მაგიდის სანათები ან ბრები.
ოჯახის ყველაზე მნიშვნელოვანი წევრების, ანუ ბავშვთა ოთახისათვის ფერების შერჩევისას აუცილებლად უნდა ვთქვათ უარი შემდეგ ფერებზე, ან შევზღუდოთ მათი რაოდენობა სხვა ფერებთან კომბინაციის ხარჯზე. ეს ფერებია: 1) წითელი (რომელიც აღმგზნებად მოქმედებს ნერვიულ სისტემაზე), 2) ნაცრისფერი–შავი (მოწყენილობისა და დეპრესიისაკენ უბიძგებს) და 3) ცისფერი (ამშვიდებს, მაგრამ დიდი დოზებით ისიც დეპრესიის მაპროვოცირებელია). უნდა მოვერიდოთ დომინანტ, ძალიან მკვეთრი ფერების გამოყენებას.
ასევე მთავარია ბავშვთა ოთახის , კედლის საფარის დეკორაცია. ყველაზე ფართოდაა გავრცელებული შპალერი. მაგრამ უნდა შევარჩიოთ შპალერი, რომ იყოს რეცხვადი და “მსუნთქავი”.
ასევე ბავშვთა ოთახში არ კარგავს ეფექტურობას ფოტოშპალერი. განსაკუთრებით კარგად გამოიყენება თნეიჯერების ოთახში,
ბავშვისათვის ფაქტიურად აუცილებელია ხალიჩა , თუკი ოთახში ბავშვმა უნდა ითამაშოს . უნდა შევიძინოთ ხალიცა, რომლის წმენდა და მოვლა ყოველდღიურად ადვილი იქნება, რადგან საბავშვო ოთახში მისი სისუფთავის მუდმივი დაცვა აუცილებელი იქნება.
არ დავიზაროთ, ბოლოს და ბოილოს საქმე ეხება ჩვენს შვილებს და მათ ჯანმრთელობას !!!