გართობაუცნაური

ინტერნეტმა შეცვალა მათი ცხოვრება… (ნაწილი 2)

5b1311bad7ec
დღევანდელ რეალობაში ინტერნეტი ძლიერაა შემოჭრილი ჩვენს სამყაროში და მის გარეშე ფაქტიურად ვერ ვძლებთ. მიგვაჯაჭვა კომპიუტერს და მარწუხებს გვიჭერს, ე.წ. “ლომკებში” გვაგდებს. ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა მან, ზოგის კარგისკენ და ზოგისიც ცუდისკენ. სწორედ ამ ადამიანების შესახებ მინდა გიამბოთ, მათ ისტორიაზე, რომელიც ძალზედ უცნაურია და გაოცებას იწვევს ის ფაქტი, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა შეიძლება ითამაშოს ინტერნეტმა ჩვენს მომავალზე… მეორე ნაწილი

ნაწილი 1

0aa0558858cc
ფლირტი

ამ ისტორიაში ყველაფერი მარტივად მოხდა. 37 წლის სტეფანი დევისი (Stephanie Davies) ძალზედ ეჭვიანობდა ქმარზე საიმონ ოლდჰემზე (Simon Oldham), რომელთანაც ერთად 17 წელი გაატარა. გადაწყვიტა ჩუმად სხვისი სახელით, 20 წლის გოგონათი დარეგისტრირებულიყო ფეისბუქზე, მეგობრებში დაიმათა მეუღლე და დაუწყო ლაპარაკი ისე, თითქოს ერთი უბრალო მეძავი ყოფილიყო, ამისატვის ის სპეციალურ ჟარგონებსაც კი იყენებდა, რომელიც ინტერნეტში მოიძია. სულ მალე კაცმა გული გადაუშალა და მოუყვა თავის ტანჯულ ცხოვრებაზე, რომ მას მობეზრდა ცოლი და ბავშვებიც ჭიჭყინი და რომ საყვარელიც ჰყავს, რომელტანაც მალე გადასვლას აპირებს…

სტეფანიმ ვეღარ მოითმინა და თავი გაამხილა, რაზეც საიმონმა ეგრევე უპასუხა: “შენ ყველაფერი გცოდნია უკვე”, მოხვია ბარგს ხელი და წავიდა სახლიდან..

ca3908a57de6
სეხნიები და მოგვარეები

კელი ჰილდებრანტმა (Kelly Hildebrandt) ტეხასიდან ფეისბუქზე იპოვა მოსახელე და მოგვარე, ოღონდაც საპირისპირო სქესის კელი ჰილდებრანტი (Kelly Hildebrandt) ფლორიდიდან. დაიწყეს მიმოწერა, შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს, შეუყვარდათ და დაქორწინდნენ.

ახლა ტეხასში ორი კელი ჰილდებრანტი ცხოვრობს…

f941856c4bba
ხუმრობა

39 წლის სტიუარტ სლანმა (Stuart Slann) კანკუნში (მექსიკა) დასვენებისას გაიცნო ორი ახალგაზრდა, რომლებიც საფეხბურთო კლუბ “ლივერპულის” გულშემატკივრები იყვნენ., თავად კი “მაჩესტერ იუნაიტედს” გულშემატკივრობდა. ამიტომაც მათ შორის ბუნებრივია გაჩაღდა დავა, თუ რომელი რომელს ჯობდა. სტიუარტისთვის ეს შეკამათება დასრულდა სავალალოდ, პატარა სცემეს და აუზში მოისროლეს.

ესეც არ აკმარეს და სახლში დაბრუნების შემდეგ “ლივერპულელმა” ფანებმა კდევ უფრო გაამწარეს. ფეისბუქზე დარეგისტრირდნენ ახალგაზრდა გოგონას ემას სახელით, რომელიც თითქოსდა “მანჩესტერის” დიდი გულშემატკივარი იყო და ცხოვრობდა შოტლანდიაში. სტიუარტი ანკესზე წამოეგო, ინტენსიური მიმოწერა გააბა გოგონასთან, მალე კი ემამ შოტლანდიაში ჩამოსვლა შესთავაზა, მარტო ვცხოვრობ და მესტუმრეო. გზა კი ნამდვილად არ იყო პატარა. სტიუარტი შეფილდში ცხოვრობდა (დიდი ბრიტანეთი), ემა კი ერთ-ერთ შოტლანდიურ სოფელ აბერნეტში, მანძილი დაახლოებით 700 კილომეტრი.

სტიუარტი გზას გაუყვა, დანიშნულების ადგილზე მისვლისას კი მობილურმა დარეკა და ემას მაგივრად ძველი ნაცნობების ხმა გაისმა, შეახსენეს მექსიკის ამბები და უთხრეს, რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო.

ხუმარებმა არც ეს აკმარეს და მთელი მიმოწერა ემასთან ინტერნეტში გამოფინეს, რომელიც სტიურტის ცოლმა წაიკითხა და ამის გამო გაშორდა მეუღლეს.

105be53b1cda
კარადაში დამალული

13 წლის ემის მშობლები სტუმრად გაემგზავრნენ და გოგონა დარჩა მარტო სახლში. ეგრევე ხელსაყრელი დრო იხელთა და შეეხმიანა ფეისბუქით 19 წლის მაიკლს, რომელსაც დიდი ხანია ეკონტაქტებოდა და თხოვა მისულიყო მასთან სახლში. ემის უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ დაქალებს თავს აღარ დააცინინებდა და იმ დღეს დაკარგავდა ქალიშვილობას. მაიკლიც რათქმა უნდა სიხარულით დასთანხმდა. მშობლები იმ დროს დაბრუნდნენ, როდესაც ფაქტიურად ყველაფერი მომხდარი იყო. შეშინებული მაიკლი კარადაში დაიმალა, სადაც 3 დღე დაჰყო, რადგანაც ვერ ახერხებდა სახლიდან გასვლას. ბოლოს მაინც აღმოაჩინეს.

გოგონას დედამ პოლიციაში დარეკა და ბიჭს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ელოდება.

34817a689ee2
გაქურდვა

პოლიციაში დარეკა მამაკაცმა და ერთი უჩვეულო ამბავი მოუყვა, რომ შესაძლოა ახლა გოგონას თავს დაესხნენ სახლში (მისამართიც დაუსახელა) და ის ფეხის თითებით სწერს მას შეტყობინებას და შველას ითხოვს.

ეს ყველაფერი მართლაც ხდებოდა ატლანტაში (აშშ) და გოგონას,ემი უინდომს (Amy Windom) მართლაც შეუვარდა სახლში ქურდი, რომელმაც ის სკამზე მიაბა და ძვირფას ნივთებს დაუწყო ძებნა ოთახებში. ამ დროს კი გოგონა არ დაიბნა, მიხოხდა თავის ნოუთბუქამდე და ფეხის თითებით მოახერხა ის, რომ შევიდა ფეისბუქზე და პირველივეს მისწერა თავის გასაჭირი, გაუგზავნა მისამართი და სთხოვა პოლიციაში დაერეკა. მან ასევე აღწერა ქურდი და იმის დაწერაც მოახერხა, რომ ის შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით.

ამ ინფორმაციის წყალობით პოლიციამ ეგრევე უპრობლემოდ დააკავა ქურდი

***********************************************************************************
***********************************************************************************


1665284496.2219.1104690230

ჩემი ყველა პოსტი

მსგავსი ამბები

Back to top button