დაბადებიდან სამ წლამდე…
მოგესალმებით, პოსტში იხილავთ ახალშობილის განვითარების ეტაპებს დაბადებიდან 32 თვის (დაახ. 3 წლის) ასაკამდე.ინფორმაცია არის ამოღებული ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ინტერვენციის პროგრამიდან, რომელიც შემთხვევით ჩამივარდა ხელში.
P.S. ეს პოსტი მგონი უფრო მომავალი დედიკოებისთვის იქნება საინტერესო :)
1 თვის ასაკში ბავშვთა უმეტესობას შეუძლია…
- ოდნავ აწიონ თავები როდესაც ეყრდნობიან საკუთარ მუცლებს.
- უყურონ ობიექტებს მცირე დროის განმავლობაში
- მოიშორონ( ჩამოიძრონ ) საბანი სახიდან.
3 თვის ასაკში ბავშვთა უმეტესობას შეუძლია…
- აწიოს თავი და გულ-მკერდი მუცელზე წოლისას
- გამოსცენ (ღუღუნის)ხმები
- თვალი გააყოლონ მოძრავ ადამიანს
- საპასუხოდ გაუღიმოს ვინმეს.
6 თვის ასაკში ბავშვთა უმეტესობას შეუძლია…
- დაჯდეს სხვის მინიმალური დახმარებით
- გადაგორდეს ზურგიდან მუცლამდე
- რეაგირება მოახდინოს მისი სახელის დაძახებაზე შემოხედვით
12 თვის ასაკში ბავშვთა უმეტესობას შეუძლია
- აწიონ საკუთარი თავი რათა დადგნენ და გადადგან ნაბიჯები ხელმოკიდებულმა
- გააყოლონ თვალი იმ მიმართულებით რომლისკენაც თქვენ მიუთითებთ
- ითამაშონ ” peek-a-boo” ,(ჭიტა) გააკეთონ ტაშის კვრის იმიტაცია, გაჩვენონ რაიმე.
- თქვან 2 ან 3 სიტყვა
- ადგნენ როცა მოსთხოვენ
16 თვის ასაკში ბავშვების უმეტესობას შეუძლია…
- იარონ ნელ-ნელა
- კიბეზე ჩასვლა მოზრდილის დახმარებით
- გამოიყენონ სიტყვეი და ჟესტები(მაგალითად: წაგიყვანონ ხელით) რათა მიიღონ ის რაც სჭირდებათ
- შეასრულონ პატარა იმიტირებული ”სპექტაკლი” მაგალითად ტელეფონზე საუბარი ან ცხოველის გამოკვება
24 თვის ასაკში ბავშვთა უმეტესობას შეუძლია…
- ისროლონ დიდი ბურთი
- აუღწეროსს დაზიანება ან ავადმყოფობა უფროსს
- გამოხატოს დაინტერესება სხვა ბავშვებში სათამაშოს შეთავაზებით ან მათი ხელის აღებით.
32 თვის ასაკში ბავშვთა უმეტესობას შეუძლია…
- განასახიეროს რომელიმე ცხოველი
- ილაპარაკოს წარსულსა და მომავალზე
- ადვილად უპასუხოს კითხვებს „რა”, „სად”, „ვინ“
- დახატოს ჰორიზონტალური ხაზი ჩვენების შემდეგ
მოკლედ სულ ესაა, იმედია საინტერესი იყო და მოგეწონათ. :)
თარგმანი არის ჩემი, ამიტომ წინასწარ გიხდით ბოდიშს გრამატიკული შეცდომებისა და დამახინჯებული ქართულისთვის. :)