არქივი

7 მილიარდი, ეს ჩვენ ვართ

671595b3fe40

გილოცავთ!!! 2011 წლის ბოლოს დაიბადა მეშვიდემემილიარდე ადამიანი, მოვუყვეთ ამ პატარას ერთი ორი სიტყვით ვინ არის ის, ალბათ ყველას აინტერესებს ვინ არის საიდან მოვიდა და საით მიდის. გამარჯობა პატარავ, კეთილი იყოს შენი მობრძანება ამ ქვეყანაზე, შენ ხარ ადამიანი, შენ ეკუთვნი სახეობას რომელიც ბატონობს მთელ პლანეტაზე, ყველაფერი აქ გვემორჩილება ჩვენ, ყველაფერი რასაც შენ გარშემო ხედავ არის შექმნილი შენთვის, მაგრამ ყოველთვის ასე არ ყოფილა, 70000 წლის წინ ჩვენ ვიყავით სულ რაღაც 2000, ვცხოვრობდით გამოქვაბულებში, ვჭამდით იმას რასაც მოვინადირებდით ან შევაგროვებდით, ხშირად ჩვენთვითონ ვხდებოდით სხვა ცხოველების საკვები, ვცხოვრობდით საშუალოდ 40 წლამდე, შიმშილი, ავადმყოფობები და გაუთავებელი ომები მუსრს გვავლებდა მთელი ისტორიის მანძილზე, მაგრამ სადღაც 2 – 3 საუკუნის წინ დიდი ნახტომი გავაკეთეთ ტექნოლოგიური პროგრესისი მხრივ, ამის გამო აღარავინ აღარ ნადირობდა ჩვენზე და ჩვენ ვნადირობდით ყველაზე, რადგან შიმშილი და უამრავი ავადმყოფობა დაიძლია ჩვენ გავმრავლდით 1804 წელს 1 მილიარდი გავხდით, 1927 წელს 2 მილიარდი, 1960 წელს 3, 1974-ში უკვე 4 მილიარდი, 1987 წელს 5, სულ რაღაც 12 წელიწადში 1999 წელს, მეექვსემემილიარდე ახალშობილის დაბადება ვიზეიმეთ, ის უკვე 12 წლის არის და აი შენც მოხვედი.

ვუსურვოთ ამ ახალშობილს წამრამტებები ცხოვრებაში, მას ის ძალიან დასჭირდება, რადგან მისი მომამავალი ისეთი უღრუბლო არ იქნება. ჩემი აზრით დღევანდელი კაცობრიობის მთავარი პრობლემები ჩვენს რაოდენობასთან არის დაკავშირებული და მომავალში ეს პრობლემები მხოლოდ გაღრმავდება.

მოდით ვიმსეჯელოთ ლოგიკურად, რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება მით მეტი რესურსი იქნება საჭირო, ყველა ადამიანს ესაჭიროება საჭმელი, საცხოვრებელი ადგილი, ტანისამოსი, ჯანმრთელობის შენარჩუნება, ტრანსპორტირების საშუალება, მართალია ბოლო არ მიეკუთვნება გადაუდებელი საჭიროებების რიგს მაგრამ დღეს ყველა ადამიანს სურს რომ იყოლიოს ტრანსპორტი და ა.შ საიდან უნდა მოვიტანოთ ეს ყველაფერი? რათქმაუნდა ბუნებიდან. ჩვენ გამუდმებით, ყოველდღიურად და ყოველწუთიერად ვიღებთ ამ რესურსებს დედა ბუნებისგან და ვიყენებთ მას, ბუნებას აქვს ერთი შესანიშნავი თვისება, თვითგანახლება, ოღონც ჩვენ ადამინებმა, ჩვენი ტექნიკური პროგრესით იმდენს მივაღწიეთ რომ იმდენი რესურსის მოპოვება და მოხმარება ვისწავლეთ რომ ბუნება ვეღარ ასწრებს თვითგანახლებას და თავისი თავის ბალანსში დაბრუნებას. მაგრამ პრობლემა ის არ გეგონოთ რომ ჩვენ ვჩეხავთ ხეებს, ვხოცავთ ნადირს ან ატმოსფეროში ვზრდით ნახშირორჟანგის რაოდენობას, პრობლემა ის არის თუ რამდენი ადამიანი აკეთებს ამას. ჩნდება სულ უფრო მეტი და მეტი რესურსების მოხმარებელი, აი რესურსების საერთო რაოდენობა პლანეტაზე კი სამწუხაროდ ყოველთვის უცვლელია.

eb5627676231
სიკვდილი ზის ლომზე, ლომის კუდი განასახიერებს ჯოჯოხეთს ხოლო იქ შიმშილის დემონია, ევროპა შუა საუკუნეები.

ვიღაცა შემედავება რომ “გასულ საუკუნეებში საზოგადოების პროცენტულად უფრო მეტი რაოდენობა იყო აგრარულ სისტემაში ჩართული იმისთვის რომ მთელი საზოგადოება გამოკვებილი ყოფილიყო თუმცა მაშტაბური შიმშილი მაინც დროდადრო ხდებოდაო, დღეს საზოგადოების უფრო ნაკლები პორცენტი არის ამ საქმით დაკავებული, მაგრამ გაცილებით უფრო მრავალრიცხოვან საზოგადოებებს აწვდიან საკმარისზე მეტ საკვებსო” ვერ შევედავები ეს ნამდვილად სიმართლეა, 1315-1317 წლებში მთელ ევროპაში, დაწყებული შოტლანდიიდან და რუსეთით დამთავრებული მძინვარებდა “დიდი შიმშილი” რომლის გამოც მილიონობით ადამიანი დაიღუპა, თითქმის ყველა ქალაქმა იმ დროს დაკარგა მოსახლეობის 10-25% არადა მაგ დროს 95% გლეხები იყვნენ,  ჩვენ გადაგვარჩინა ტრაქტორმა, როგორც კი ჩვენ შევძელით მექანიკური დანადგარების ჩართვა აგრარულ სექტორში მაშინვე გამოვათავისუფლეთ უამრავი ადამიანი ინდუსტრიული სექტორისათვის და ამასთან შევძელით გაცილებით მეტი საკვების მოპოვება, ამ მომენტის მერე კაცობრიობის განვითარებულ ნაწილს აღარ გამოუცდია შიმშილის საშინელებები (ომიანობის პერიოდის გარდა), მაგრამ სამწუხაროდ ეს მხოლოდ მოკლევადიანი წარმატებაა, რადგან უფრო მეტი საჭმელი ნიშნავს მიწის უფრო მალე გამოფიტვას. ალბათ გაგიგონიათ რომ დრო და დრო ყანებში წყდება თესვა და მომკვა, ეს კეთდება იმისათვის რომ ნიადაგი არ გამოიფიტოს და უნაყოფო არ გახდეს. ტრაქტორის მოგონებამდე და კაცობრიობის სწრაფი ტემპით ზრდამდე მიწის დასვენება არანაირ პრობლემას არ წამროადგენდა, მაგრამ ახლა როდესაც ამდენი პირია და ჩვენი ტექნიკური პროგრესის წყალობით წელიწადში რამდენიმეჯერ შეგვიძლია მოსავლის აღება, მიწის ეროზია სერიოზული პრობლემა გახდა. მინდა მივუბრუნდე “დიდ შიმშილს”, XI საუკუნის დასაწყისში ევროპაში პოპულაციის ზრდა დიდი ტემპით დაიწყო, ხალხმა დაამუშავა იქამდე ხელუხლებელი მიწები და საკვების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, მოსახლეობის ზრდა მიმდინარეობდა XIII საუკუნის პირველ ნახევრამდე, შემდეგ კი დასტაბილურდა, 1315 წლის დამდეგს ევროპაში ცხოვრობდა დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი, ამ რიცხვს ევროპა მეორედ მხოლოდ XIX საუკუნეში მიაღწევს, ამ პერიოდში აღარ დარჩა ასათვისებელი მიწები, ტექნოლოგიები პრიმიტიული იყო რათქმაუნდა, ამ ყველაფერს დაერთო ჯერ ჩრდილო ატლანტიკური დათბობა 950-1250 წლებში და შემდეგ აციება 1310-1330 წლებში, არაფერი არ გეცნობათ?  თქვენ ალბათ ფიქრობთ რომ ახალ “დიდ შიმშილამდე”  რამდენიმე  ათეული წელი  მაინც გვაქვს  რომ მდგომარეობა  შევცვალოთ, მაშინ შეგახსენებთ რომ 2007-2008 წლებში ჩვენ უკვე ვიწვნიეთ მოკლევადიანი  ფასების ძლიერი  ზრდა საკვებზე, ბრინჯზე ფასი 217% გაიზარდა, ხორბალზე 136%, სიმინდზე 125% და სოიოზე 107%,  ფასების  ასეთმა  უეცარმა ზრდამ გამოიწვია სახალხო მღელვარება ჰაიტში, აზიის და აფრიკის მრავალ ღარიბ ქვეყანაში. კრიზის გამომწვევ მიზეზად მიჩნეულ იქნა ჩინეთში და ინდოეთში გაზრდილი მოთხოვნა საკვებზე, როგორც იცით ეს ქვეყნები ჩქარი ტემპით ვითარდებიან და სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს უჩნდება ფული რომ იყიდოს საკვები, თუმცა ეს ეკონომიკური ზრდაც კი ვერ უზრუნველყოფს ამ ერების ნორმალურ გამოკვებვას, ხოლო სხვა ერებს უძვირებს საკვებს, მეორე მიზეზად დასახელდა საკვების საწვავდ გამოყენების მცდელობა, ავტომობილებზე ცოტა ქვევით დავწერ უფრო დაწვრილებით აქ მხოლოდ ვიტყვი რომ ნავთობის რაოდენობა იკლებს, გადაადგილების მსურვლეთა რაოდენობა მხოლოდ იმატებს და ადამიანებს “გონივრული” აზრი მოუვიდათ თავში გამოიყენონ საკვები საწვავად ვგულისხმობ ბიოსაწვავს. კრიზისი საქართველოსაც შეეხო და პურზე ფასმა 50 თეთრიდა 70-ზე ისკუპა, თქვენ იტყვით რომ 20 თეთრით ზრდა დიდი არაფერია მე გეტყვით რომ ყველაზე ფუნდამენტურ საკვებზე ფასმა 71% გაიზარდა. 2007-2008 წლის კრიზისი მხოლოდ დასაწყისია იმის რაც წინ გველის.
რადგან შევეხეთ შიმშილის პრობლემას შეუძლებელი გვერდი ავუაროთ აფრიკას, ამ კონტინენტზე ადამიანთა რაოდენობა რიგით მეორეა ევრაზიის შემდეგ, მიახლოებით 1 მილიარდი ადამინი. დიდი პოპულაციის, თანამედროვე ტექნიკის ძალიან შეზღუდულად ქონის, ბევრი გამოუყენებელი მიწის და რესურსების ხელში ჩასაგდებად წარმოებული გაუთავებელი ომების გამო აქ ხშირია საშინელი შიმშილების აფეთქბა, ყველაზე მძიმე მდგომარეობა ე.წ სუბ საჰარულ სექტორშია, აქ ყოველწლიურად 6 მილიონი ბავშვი იღუპება შიმშილის გამო, 2025 წლისათვის კონტინენტი შეძლებს გამოკვებოს მთლიანი მოსახლების მხოლოდ 25%. მილიარდიან ინდოეთში ბავშვების ნახევარი იტანჯება კვების ნაკლებობით.

fed3339b7da0

c51beda14a47

c4db81a80bdf
უთხარით ამ ბავშვებს რომ მათი დაბადება დიდი ბედნიერებაა და რომ უნდა გავმრავლდეთ მალთუსის ჯინაზე.

საჭმლის პრობლემა არ ეხება მხოლოდ პურს ან სიმინდს, ესეთივე ცუდი მდგომარეობა გვაქვს მეცხოველეობაშიც, იმის მიუხედავათ რომ პირუტყვის და ფრთოსნების დაკვლა კონვეერული სისტემით ხდება, მაინც არ არის საკმარისი ყველას გამოსაკვებად, პატარა წიწილებს უამრავი ჰორმონით ვჭყიპავთ, რომ რაც შეიძლება მალე გაიზარდნონ, გამრავლდნენ და საკვებად სახმარნი გახდნენ, და ამ ჰორმონებით გაჭყეპილ ფრანკენშტეინებს მერე ჩვენ ვჭამთ, რაც ვერ იქნება ჩვენი ჯანმრთელობისათვის კარგი. ვიღაცა იტყვის “კი მაგრამ ზღვის პროდუქტები, ოკეანეები ხომ ასეთი დიდები არიან და სავსე თევზითო?” აი თქვენ მშრალი ფაქტები, ბოლო 100 წელიწადში ჩვენ შევჭამეთ საჭმელად ვარგისი მტაცებელი თევზების 3/4, თინუსი, ვირთევზა და ზუთხი გადაშენების პირას არის მისული, თუ ჩვენ სერიოზულად არ შევამცირებთ თევზაობას, 2050 წლისათვის ოკეანეებშიც კი აღარ დარჩება საკვებად ვარგისი თევზი.

კაცობრიობის “მამებმა” თითქოს იპოვეს გადაწყვეტილება გლობალური შიმშილის წინაამღდეგ რომელიც უკვე კარებზე გვიკაკუნებს, გენმოდიფიცირებული საკვები! მაგრამ ამით პირიქით კიდებ უფრო გვაახლოებენ მარცხთან, გენმოდიფიცირებული სახეობები სპობენ ბუნებრივ სახეობებს რადგან ისინი უბრალოდ ვერ უწევენ კონკურენციას გენმოდიფიცირებულებს, ადამიანები აღარ თესავენ ხორბლის თუ სიმინდის ბუნებრივ სახეობებს, რადგან გენმოდიფიცრებულები უფრო გამძლენი არიან და უფრო დიდ მოსავალსაც იძლევიან მაგრამ პრობლემა ის არის რომ ყოველ მოსავალთან ერთად საჯიშე თესლის რაოდენობა იკლებს, ერთხელაც ვეღარ აიღებთ მოსავალს და ამ დროისთვის ბუნებრივი სახეობები შეიძლება გადაშენებულნი აღმოჩნდნენ, გარდა ამისა გენმოდიფიცირებული საკვები დამანგრეველია ჩვენი ჯანმრთელობისათვის. ის ტრაქორიც კი რომელცა 2-3 საუკუნით გადაავადა “მალთუსის კოშმარი” საფრთხის მატარებელია, როგორც ყველამ ვიცით ტრაქტორი მუშაობს ბენზინზე, მისი გამონაბოლქვი ეგრევე ხვდება საკვებშიც და ნიადაგშიც, რითაც ორივე იწამლება. რეალურად ჩვენი პრობლემა არც ტრაქტორია, არც გენმოდიფიცეირებული საკვები და არც არაბუნებრივად მალე გაზრდილი ქათმები, ესენი მხოლოდ სიმპტომებია, ჩვენი რეალური პრობლემა არის ის რომ 7 მილიარდი კუჭი ყოველდღიურად ითხოვს შევსებას და მათი რაოდენონა მომავალ ათწლეულებში მხოლოდ გაიზრდება.

a8a22a9866fd

“გლობალური დათბობა” საკითხი რომელიც ნებისმიერ ჩვენგანს აწუხებს, პლანეტა უფრო თბილი ხდება, პოლარული ყინულის ქუდები დნება, წყლის დონე იმატებს, ამინდი პლანეტაზე სულ უფრო ირევა, საკვების როადენობა იკლებს, ჩვენი სამქე წასულია, ამ თემას მიეძღვნა უამრავი სტატია, დოკუმენტური ფილმი, სატელევიზიო გადაცემა, ზოგიოერთმა პოლიტიკოსმა ეს თემა პოლიტიკური მიზნების მისაღწევადაც კი გამოიყენა. გლობალური დათბობა განხილულია მრავალი კუთხით. მაგრამ რეალურად რა არის გლობალური დათბობა და საიდან მოდის ის? რამდენი ავტომობილი დადის თქვენი აზრით დღეისათვის? 10 მილიონი? 100 მილიონი? 300 მილიონი? Huffigton post-ის აზრით მილიარდზე მეტ ავტომობილს ვიყენებთ დღეისათვის, ჩემი პასუხი ალბათ თვალნათელია თქვენთის, ისევ ჩვენი რაოდენობა გვამარცხებს, რომ ვიყოთ დავუშვათ მილიარდი, მანქანების რაოდენობა უხეში გათვლით 300 მილიონი იქნებოდა, ნაკლები მანქანა ნაკლები გამონაბოლქვი, ნაკლები გამონაბოლქვი გლობალური დათბობის ტემპის შემცირება. არ დავივიწყოთ ქარხნებიც, რადაგნ ისინიც გამოყოფენ ნახშირორჟაგნს, ნაკლები ადამინი ნაკლები საგნის მოხმარება, ნაკლები საგნის მოხმარება ნაკლები ქარხანა, ნაკლები ქარხანა ნაკლები ნახშირ ორჟანგი.

638ed224297e

აიღეთ ნებისმიერი ომი რომელშიც კაოცბრიობა მონაწილეობდა, ყველა იყო რესურსების ხელში ჩასაგდებად ან მის დასაცავად. XX საუკუნის მეორე ნახევარში და ამ საუკუნეში ადამიანები იბრძვიან ნავთობისათვის ერთ ერთი ყვეალზე  მნიშვნელოვანი რესურსი ნებისმიერი ერის ეკონომიკისათვის, ირან-ერაყის ომი, ერაყი-ამერიკის 2 ომი, გადატრიალება ლიბიაში, მოსალოდნელი ირან-ამერიკის ომი, ყველა მათგანი ნავთობის ხელში ჩასაგდებად მიდის, რადგან ა.შ.შ-ს 313 მილიონიან მოსახლეობას 3 მილიონი ბარელი ნავთობი ჭირდება დღეში! ჩინეთს კიდევ უფრო მეტი 7 მილიონი ბარელი დღეში!!! ესეც თქვენი ინტერესთა ჭიდილი და სამომვალო ომის სცენარი.  დღეს “შავი ოქროსთვის” ვიბრძვით, ხვალ  ალბათ საჭმლის უკანასკენლი ნამცეცისთვის და სუფთა წყლისთვის დავერევით ერთმანეთს.

c5f34e32e349

3b6b04378fd9

რადგა მივადექით წყალს, ერთიორი სიტყვა მის შესახებაც, უკვე დღეს 12 მილიონი სუდანელი, 5 მილიონი ვენესუელელი, 2 მილიონი ეთიოპიელი და ტუნისელი  ვერ ახერხებს სუფთა წყლის მოხმარებას, მომავალ  წლებში ეს პრობლემა მხოლოდ გაღრმავდება, ისეთ განვითარებული ქვეყანაშიც კი როგორიც არის ავსტრალია, მრავალ  ქალაქში უკვე მოქმედებს წყლის გამოყენებაზე შეზღუდვები. ყველაზე რთულად სუფთა წყლის პორბლემა დგას ჩინეთში და ინდოეთში, მსოფლიო ბანკის გათვლებით 2020 წელს ჩინეთში 30 მილიონი ეკომიგრანტი იქნება ამ პრობლემის გამო, ჩინეთის ქალაქების ნახევარი, 660 ქალაქი იტანჯების წყლის სიმცირით, წყლის დაბინძურების გამო 700 მილიონი ადამიანი სვამს მოწამლულ წყალს. გლობალური დათბობის შემდეგ  როდესაც  ჰიმალაის  მყინვარი  გადნება და  ისეთი  დიდი მდინარეები როგორიც არის ინდი, განგი, ბრაჰმაპუტრა, იანძი, ხუანხე და მეკონგი დაშრება, აზიაში  დაიწყება  სრულ მაშტაბიანი აპოკალიფსი (ამ სიტყვას მე არ მოვერიდები), კარგი ბედი არც  ქართველებს  გველის  როცა  კავკასიის მყინვარები გადნება და ჩვენი მდინარეები დაშრება.

რამდენი ადამიანის განოკვებვა შეუძლია პლანეტას? კითხვა რომელიც ალბათ ყველას გაგიჩნდათ ამ პოსტის წაკითხვისას. ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ეტყობა არავის არ შეუძლია, სახელდება ისეთი რიცხვები როგორიც არის 4 მილიარდი და 16 მილიარდი, უნდა ვივარაუდოთ რომ 4 მილიარდი ნიშნავს იმას რომ კაცობრიობას და ეკოსისტემას საფრთხე არ ემუქრება ეს ნიშნული ჩვენ შორეულ 1974 წელს გადავლახეთ, ისე კაცმა რომ თქვას გლობალური პრობლემებიც მიახლოებით ამ პერიოდიდან იჩენს თავს, 16 მილიარდი ალბათ ნიშნავს რომ, ამდენ ადამიანს შეუძლია იარსებოს მეტნაკლებად ნომრალურ პირობებში. გაეროს გათვლებით, თუ შობადობა ისეთი დარჩება როგორიც დღეს არის ამ რიცხვს 22 საუკუნის დასაწყისში მივაღწევთ, თუ შევამცირებთ შობადობას, 2040 წლისთვის შევძლებთ 9 მილიარდზე დაბალანსებას და კატასტროფა თავიდან იქნება აცილებული  რაღაცა დროით მაინც. მაგრამ არ იფიქროთ რომ 9 მილიარდი ადამიანი ნიშნავს ყველა პრობლემის მოხსნას, 7 მილიარდი უკვე საშინლად ვაჩანაგებთ პლანეტას, წარმოიდგინეთ 9 რას იზავს! რომც შევძლოთ განახლებადი ენერგიის სრულფასოვანი ათვისება და ნამარხი საწვავის გამოყენებისგან სრული განთავისუფლება, მაინც დარჩება საკვების პრობლემა.

86250f231c49

რა მოხდება როდესაც მივუახლოვდებით ნიშნულს 16 მილიარდი? აქ მოვყვები წყნარ ოკეანეში არსებულ პატარა კუნძულის აღდგომის კუნძულის ისტორიას.

929c3a3b181e

ამ კუნძულზე 100-ზე ნაკლები ადამიანი დასახლა დაახლოებით XIII საუკუნეში, მათი ჩასვლისას კუნძული დაფარული იყო პალმებით და მრავალნაირი ცხოველები ცხოვრობდნენ, ცხოვრება სამოთხეს გავდა. საზოგადოებამ ამ კუნძულზე დიდი წარმატებებს მიაწია, ყველა პოლინეზიელთაგან განსხავევბით მხოლოდ მათ შეძლეს ყველასათვის ცნობილი ძეგელბის “მოაის” შექმნა, მხოლოთ მათ შეძლეს დამწერლობის შექმნა სამხრეთ წყნარ ოკეანეში რომელსაც რონგორონგო ეწოდება

b6afaac36ce8

მაგრამ მათი “წამატება” მათივე ხაფანგი აღმოჩნდა, ზრდად პოპულაციას სულ უფრო მზარდი  მადა ქონდა, მოაის შექმნაც კი ეკოსისტემას აჩანაგებდა, რადგან მოითხოვდა ტყის გაჩეხვას. 1600 წლისათვის მოსახლეობამ მიაღწია 15000-ს, ტყე გაიჩეხა, რესურსები ძალიან შემცირდა და აღდგომის კუნძულზე დაიწყო “ბნელი ერა”, ცივილიზაცია მივიწყებულ იქნა, დაიწყო დაუმთავრებელი ომები კლანებს შორის თვითგადარჩენისათვის, კანიბალიზმი ჩვეულებრივი ამბავი გახდა, კუნძულზე იმდენი ხეც კი არ იყო დარჩენილი რომ ადამიანებს ნავები აეგოთ და სხვა კუნძულზე ეცადათ ბედი. როდესაც ადამინათ რაოდენობამ კუნძულზე იკლო ომებიც შეწყდა, მაგრამ რაპანუიმ ვეღარასოდეს აღიდგინა თავისი პირვანდელი სახე. როდესაც პირველი ევროპელები მოხვდენენ აღდგომის კუნძულზე მოსახლეობა შეადგენდა 2000 კაცს. ის რაც ამის შემდეგ შეემთხვათ ამ კუნძულის მკვიდრებს ამ თემას აღარ ეკუთვნის.
1315-1317 წლის “დიდი შიმშილის” დროს ჩვეულებრივმა ადამიანებმა სრულებით დაკარგეს რწმენა კათოლიკურ ეკლესიაში და საერო ხელისუფლებაში რადგან ხედავდნენ რომ ვერც ერთი და ვერც მეორე ვერანაირ ზომებს ვერ იღებდა ამ საშინელების წინაამღდეგ, მკვლელობა, ყაჩაღობა, გაუპატიურება, კანიბალიზმი, ბავშვების მოკვლა და სხვა საშინელი ქმედებები ჩვეულებრივ საქმედ იქცა, მთელი ევროპა ანარქიამ მოიცვა. შიმშილით დასუსტებულ კონტინენტზე იფეთქეს პნევმონიამ, ბრონქიტმა და ტუბერკულიოზმა, შემდეგ მოყვა კარგათ ცნობილი შავი ჭირის პანდემია რომელიც 1338-1375 წლებში ბობოქრობდა და გაანადგურა ევროპის მოსახლეობის 60%. “დიდ შიმშილს” სხვა გრძელ ვადიანი პრობლემებიც მოყვა. ბევრმა ჩათვალა რომ კათოლიკური ეკლესიამ ისინი ვერ იხსნა, რადგან თვითონ იყვენენ ცოდვაში ჩაფლობილნი და ამ პროტესტზე შეიქმნა მრავალა სხვადასხვა ერეტიკული მიმდინარეობები რომელთა გასანეიტრალებლად კათოლიკური ეკლესია აწარმოებდა დაუნდობელ ომებს, საერთოდ ევროპა უფრო საშიში, ნაკლებ კანონმორჩილი და ნაკლებად სტუმარ მოყვარე ადგილი გახდა “დიდი შიმშილის” შემდეგ.
ისტორიის ფურცლები რომ არ გადავშალოთ და შორეულ კუნძულებს რომ არ ვესტუმროთ შეგვიძლია თანამედროვე აფრიკის მაგალითიც გამოვიყენოთ, ამ 1 მილიარდიან კონტინენტზე ადამიანის სიცოცხლეს გროშიც არა აქვს ფასი, შიმშილი, ეპიდემიები, გაუგონარი ძალადობა ამ კონტინენტის განუყოფელი ატრიბუტები გახდა.

6480ded79bd1

7bc32cb2b3c8

f008cd39f180

a0c08bc24952

სწორედ ზემოთ მოყვანილი სცენარებით განვითარდება სიტუაცია თუ დღესვე არ დავიწყებთ ზომების მიღებას, როდესაც მთავრობები ვეღარ შეძლებენ ელემენტარული პირობების შექმნას მრავალრიცხოვანი საზოგადოებებისათვის, დაიწყება მაღაზიების რბევა, ქურდობა, შემდეგ ეს ყველაფერი უკონტროლო გახდება, პოლიცია ვეღარ შეძლებს გამძინვარებული ბრბოს შეკავებას, დაიწყება ანარქია, ბრძოლა წავა ყველაფრისათვის, დაწყებული პურით და ავტომობილით დასრულებული, კაცობრიობას მოიცვავს “ბნელი ხანა”. ზოგიერთი სიმპტომი უკვე სახეზეა, დიდი მღველვარებები უკვე ევროკავშირს და ა.შ.შ-საც მიწვდა

დაუმთავრებელი მღელვარება საბერძნეთში (ეკონომიკური მიზეზების გამო)

მღელვარება ა.შ.შ-ში (ისევ ეკონომიკური მიზეზები)

მღელვარება დიდ ბრიტანეთში (ისევ ეკონომიკური მიზეზები)

მღელვარება ავსტრალიაში (მიზეზს აღარ დავწერ)

როგორც ხედავთ უკმაყოფიელბის ცეცხლი უკვე გაჩაღდა, განვითარებულ ქვეყნებშიც კი.

რა არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან? ჩინელებმა უკვე დიდიხანია მიიღეს “ერთი შვილის” პოლიტიკა. დადებითი მხარე თავისთავად ნათელია, მაგრამ უარყოფითიც ბევრი აქვს, უპირველესი პრობლემა არის “4-2-1-ის პრობლემა” ასევე ცნობილი როგორც “ამოყირავებული პირამიდის პრობლემა” ანუ უფრო ნაკლებ ახალგაზრდას მოუწევს უფრო მეტი მოხუცის შენახვა როდესაც ისინი დაბერდებიან პენსიების გაცემა მაგალითად, რაც აუცილებლად გამოიწვევს ეკონომიკის შენელებას, ეს კი მრავალრიცხოვანი ერისათვის დამღუპველია. თუმცა ბოლოსდაბოლოს გრძელვადიან პერსპექტივაში როდესაც პოპულაცია საკმარისად დაიკლებს შესაძელებელი გახდება ამ პოლიტიკის მოხსნა, ოღონც როდის დადგება ეს მომენტი ჩინეთში რთული სათქმელია. როგორც ვიცით აზიურ ქვეყნებში მამაკაცი მემკვიდრე უფრო ფასობს ვიდრე ქალი, ამიტომ ჩინეთში და ინდოეთში შხირი გახდა მდედრობითი სქესის ნაყოფის მოშორება, ეს კიდევ უფრ დიდ პრობლემებს ქმნის რადგან როდესაც გაიზრდება ახალი თაობა მამაკაცების დიდი ნაწილი ვეღარ შეძლებს პარტნიორის მოძებნას და ალბათ დაიწყება ამ “სექსუალურად აღტკინებული ახალგაზრდების” მიგრაცია სხვა ქვეყნებში (ეგღა გვაკლდა).
გამოსავალს მე ვხედავ სწორად დაგეგმილ ოჯახში, ეს თვით მშობლებისთვისაც კარგი იქნება, შთამომავლობაც ნორმალურ პირობებში აღიზრდება, ჩვენი სახეობის გადარჩენასაც წაადგება და პლანეტაც გადარჩება.

54373197a405

წამზომი ჩართულია

თუ ამ თემამ დაგაინეტერესათ გირჩევთ უყუროთ და წაიკითხოთ

“The Age of Stupid”, “Food inc”, ჯარედ დაიმონდის “Collapse: How Societies Choose to Fail or Succeed”.

წყარო: დოკ. ფილმი “The Age of Stupid”, “Food inc”, წიგნი “Collapse: How Societies Choose to Fail or Succeed”, სტატია BBC News “Population seven billion: UN sets out challenges”, Huffigton post “Number Of Cars Worldwide Surpasses 1 Billion; Can The World Handle This Many Wheels?” გაეროს 2004 წლის გათვლები, National Geographic, და რაღათქმაუნდა Wikipedia.

 

მსგავსი ამბები

Back to top button