არქივი

საინტერესო ფაქტები მექსიკის შესახებ

dc66498d6162
საინტერესო ფაქტები მექსიკის შესახებ.

მექსიკის ოფიციალური სახელწოდება არის Estados Únidos Mexicanos – მექსიკის შეერთებული შტატები.

მექსიკური კერძის ტამალეს ჰქვია zacahuil, მისი სიგრძე არის სამი მეტრი და იწონის 150 ფუნტს.

მექსიკამ დედამიწას აჩუქა შოკოლადი, სიმინდი და პილპილი.

მექსიკა არის საკმაოდ იშვიათი უკუდო კურდღლის სამშობლო, რომელიც ცხოვრობს მექსიკური ვულკანების სიახლოვეს.

ჩრდილოეთ ამერიკის უდიდეს გარეულ კატას – იაგუარს შეიძლება შევხვდეთ მექსიკის სამხრეთ ჯუნგლებში.

პირველი საბეჭდი დაზგა ჩრდილოეთ ამერიკაში იქნა გამოყენებული 1539 წელს მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში.

მსოფლიოში სიგრძის მიხედვით მექსიკასა და ამერიკის საზღვარი არის ყველაზე გრძელი. პირველ ადგილს იკავებს საზღვარი ამერიკასა და კანადას შორის.

წითელი პუანსეტიის სამშობლო არის მექსიკა და მისი სახელი მომდინარეობს ამერიკიდან მექსიკაში გამოგზავნილი პირველი ელჩისგან – ჯოელ რობერტს პუანსეტისგან.

მექსიკაში ბავშვებს საჩუქრებს არ ჩუქნიან შობაზე. მათ საჩუქრებს ჩუქნიან 6 იანვარს, დღეს, როდესაც მექსიკელები აღნიშნავენ ნათლისღებას.

მექსიკა მდებარეობს “ცეცხლის რკალში”, ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ვულკანურ და სეისმურ ზონაში.

მეხიკო აშენებულია დიდი აცტეკური ქალაქის ნანგრევებზე. ქალაქს ერქვა ტენოჩტილანი. რადგან მეხიკო აშენებულია ტბაზე, ის ყოველწლიურად 6-8 დიუმით იძირება წყალში.

მექსიკის დროშა შედგება სამი ვერტიკალური ხაზისგან. მწვანე ხაზი აღნიშნავს იმედს, თეთრი აღნიშნავს სისუფთავეს, ხოლო წითელი აღნიშნავს მექსიკელი ერის სისხლს. არწივის გამოსახულება პირში გველით მომდინარებს აცტეკური ლეგენდიდან.

ჩიხუახუა – ყველაზე პატარა ძაღლი მსოფლიოში, მას ეს სახელი ეწოდა მექსიკური ქალაქის – ჩიუაუას საპატივცემულოდ.

მექსიკის ფართობი შეადგენს 756 066 კვადრატულ მილს, რაც სამჯერ მეტია ტექსასის ფართობზე.

მხოლოდ 10 ქვეყანაშია მექსიკის მოსახლეობაზე მეტი მოსახლეობა. მექსიკაში ცხოვრობს 109 955 400 ადამიანი.

მეხიკო არის ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე ძველი ქალაქი. ამის გარდა მეხიკო არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი.

მექსიკა ფართობის სიდიდის მიხედვით მე-14 ადგილზეა.

თანამედროვე მექსიკელები არიან უძველესი ცივილიზაციების – ოლმეკების, საპოტეკების, ტოლტეკების, მაიელების, აცტეკების, ინკების, აფრიკელების, ფრანგების და ესპანელების ნაზავები.

პირველი დიდებული ცივილიზაცია მექსიკაში იყო ოლმეკის ცივილიზაცია(ძვ.წ. 1400-300 წლები), ამ ცივილიზაციის წარმომადგენლებმა ააშენეს მექსიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე ბევრი ქალაქები. ისინი თაყვანს სცემდნენ ნახევრად ადამიანს და ნახევრად იაგუარს უსახელო ღმერთს.

საპოტელებმა(ძვ.წ. 600 წლიდან ჩვ.წ. 800 წლამდე) ააშენეს უზარმაზარი ქალაქები მექსიკის სამხრეთ ნაწილში და შექმნეს წერის პირველი სისტემა ამერიკაში.

მე-14 საუკუნეში მექსიკაში დასახლდა ჩიჩიმეკების ჯგუფი, რომლებიც იწოდებოდნენ აცტეკებად. ერთხელ მათ დაინახეს კაქტუსზე მჯდომი არწივი გველით პირში, ეს არის გამოსახული მექსიკის დროშაზე.

გველები მუდმივად გვხვდება მექსიკურ მითოლოგიაში: დაწყებული გველი-ღმერთისგან კუკულკასგან, რომლის პირამიდის ნახვაც შეგიძლიათ უძველეს ქალაქ ჩიჩენ-იცაში, დამთავრებული ფრთოსანი გველი-ღმერთით კეტცალკოატლით.

ხუთი მღვდელის მსხვერლშეწირვისას აცტეკური ცერემონიის დროს ზოგჯერ მსხვერპლი ეჭირათ ხელებში და ფეხებში. გულს ეწოდებოდა “კაქტუსის ძვირფასი არწივისებური ნაყოფი”. გული იჭრებოდა პირდაპირ ცოცხალი ადამიანისგან და იწვოდა ტაძარში.

აცტეკები ღმერთებს ყოველწლიურად წირავდნენ 10 000-დან 50 000-მდე მსხვერპლს. მონტესუმა II მართვის დროს მსხვერპლის რიცხვმა ერთ დღეში მიაღწია 12 000 ადამიანი.

აცტეკები თამაშობდნენ რიტალურ თამაშს ბურთით, თამაში ცნობილია სახელით ტლაჩტლით, ხოლო წაგებული მსხვერპლშეწირვის ობიექტი ხდებოდა.

როდესაც კონკისტადორი ერნან კორტესი ჩამოვდა აცტეკურ მიწებზე 1519 წელს, აცტეკებმა ის მიიღეს კეტცალკოლატიათ და შესთავაზეს ღმერთების სასმელი: ცხელი შოკოლადი.

აცტეკების შთამომავლები საუბრობენ აცტეკური ენის ფორმაზე, სახელით ნაუათლი. ბევრი ამ ენის სიტყვათაგან გადავიდა ევროპულ ენაზე, მაგალითად: ტომატი(ტომატლ) შოკოლადი(ჩოკოლატლი) და ავოკადო(აუაკატლი).

თანამედროვე მექსიკური მოსახლეობის 60% მეტისები არიან, 30% ინდიელები, 9% ევროპეიდები და 1% სხვადასხვა ეროვნების ადამიანები.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button