უჩვეულო და სახალისო ბავშვთა ეტლების აღლუმი გაიმართა ტიუმენში (Tyumen). მშობლები თავგამოდებით ცდილობდნენ რომ ბავშვებს თავი ეგრძნოთ ზღაპარში და მათი ცხოვრება ზღაპრულ სამყაროში გატარებულ მომენტებს დამსგავსებოდა…
ბავშვები ხშირად ბაძავენ ზღაპრებისა და კომიქსების გმირებს, ანიმაციური ფილმების პერსონაჟებს. ცდილობენ, მათსავით ჩაიცვან და მოიქცნენ. ამის შემხედვარე მშობლები ზოგჯერ ვერ ხვდებიან, რა სჯობს: გამოაფხიზლონ პატარა და ამ ზღაპრული სამყაროდან გამოიყვანონ თუ თამაშში თვითონაც აჰყვნენ. მგონი, მეორე ჯობია ბავშვისთვის;
ფსიქოლოგთა აზრით, მიბაძვა სავსებით ბუნებრივი პროცესია, ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელიც კი. პატარა სწორედ მიბაძვით სწავლობს ქცევის წესებს, ითვისებს სხვადასხვა მანერას, საუბრის სტილს…თუმცა, მისაბაძი მაგალითი უმეტესად რომელიმე ზღაპრის, საყვარელი წიგნის ან ანიმაციური ფილმის გმირი ხდება.