არქივი

გამოცანა

11549cd7af62

1)სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად ბევრი ამერიკელი თვლის, რომ ამ ქიმიურ ელემენტს სახელი ეწოდა დისნეის პოპულარული პერსონაჟის საპატივსაცემოდ. რა ელემენტია ეს?

2)საჰარაში ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე გამოკრულია პლაკატი წარწერით: “ჩაასხით ბენზინი მხოლოდ ჩვენთან, რადგან ყველა სხვა ახლომდებარე ბენზინგასამართი სადგური …” დაასრულეთ ფრაზა.

3)კრისტოფერ სტაშეფის ერთ-ერთ ფანტასტიკურ ნაწარმოებში ჩვენი თანამედროვე მოხვდება სხვა სამყაროში, სადაც იგი ჯადოქრად გადაიქცევა. იმისთვის, რათა მეგობრებს გასაჭირში ყოფნისას მისი გამოძახება შეძლებოდათ, მან დაამზადა სპეციალური თილისმა, რომლის აქტივირება “მაგიური სიტყვებით” — ციფრების კომბინაციით შეიძლებოდა. დაასახელეთ ეს მაგიური სიტყვები.

4)მეორე მსოფლიო ომის დროს ერთმა ესპანურმა რადიოსადგურმა გამოაცხადა რუზველტისა და ჩერჩილის მაროკოში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ. გერმანელებმა არასწორად გაიგეს ეს შეტყობინება, რის შედეგადაც ნაცისტურმა ხელმძღვანელობამ მიიღო ინფორმაცია, რომ თითქოს ბრიტანეთის პრემიერი მიემგზავრება … რომელი არააფრიკული ქალაქის სახელი ფიგურირებდა ამ შეტყობინებაში?

5)თბილისში, ერთ საკანცელარიო მაღაზიაში იყიდებოდა დიდი საშლელი (დაახლოებით 20×5 სმ) ორიგინალური წარწერით: “BIG eraser for BIG …” დაასრულეთ წარწერა.

ps: ჩემი პირველი პოსტია ასე,რომ მკაცრად ნუ განმსჯით :)

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button