არქივი

ზილოტობა და ტერორი

d4ecedb7ae70

ჩვენი წელთაღრიცხვით მე-6 წელს რომის იმპერატორმა ტერიტორიული გაფართოებისაა და კონტროლის გაძლიერების მიზნით იუდეას პროვინციაში, იქ, სადაც ახლა ისრაელის დასავლეთ ანპირია, ებრაელებისთვის ტარიფის დაწესება გადაწყვიტა. იმ დროისთვის უკვე 70 წელი იყო, რაც ებრაელები ჭირვეული და ბოროტი რომაელების მმართველობის ქვეშ ცხოვრობდნენ. ამ ფაქტმა კი თემში ტკივილი და განხეთქილება გამოიწვია. უმრავლესობამ ყურად იღო მღვდელმთავარი იოაზარის რჩევა და მშვიდობის შენარჩუნების მიზნით გადასახადს დათანხმდა, მაგრამ მათი მცირე ნაწილი გალილეს ერთ-ერთი მკვიდრის იუდას ხელმზღვანელობით აჯანყდა. იუდას სძულდა იოაზარი, რადგან ის რომაული მმართველობის თანამონაწილედ მიაჩნდა, აამიტომ დაიფიცა, რომ ახალ სექტას ცამოაყალიბებდა. ეს დიდი მოვლენა იყო-ერთი უმცირესობა ყველაზე დიდი იმპერიულ სახელწმიფოს დაუპირისპირდა. მაგრამ იუდას სექტა ლამის ტერორის პოლიტიკას მისდევდა, მათ შორის ებრაელების მიმართაც, მხარს უჭერდა რომაელების აშკარა მკვლელობებს და იმ ებრაელებისაც, რომლებიც რომაელებთან თანამშრომლობდნენ. ეინ-გედის ებრაეული ანკლავის დარბევისას მათ 700ზე მეტი ადამიანი სისოცხლეს გამოასალმეს – ძირითადად ქალები და ბავშვები, რადგან კაცებმა გაქცევა მოასწრეს. ეეს იყო „მეოტრხე ფილოსოფიური სექტის“ არაფილოსოფიური სიმხეცით გამორჩეული წევრების ნამოქმედარი-თავდაპირველი ზილოტები. სახელწოდება ზილოტი ასომთავრულად იწყებოდა. ისტორიას არ შემოუნახავს ცნობები იმის შესახებ, თუ რა ეწია იუდად, მაგრამ ზილოტების უმრავლესობა დაიღუპა ებრაელთა და რომაელთა პირველ ომში, რომელიც ჩვ.წ.აღ-ით 66 წელს დაიწყო და 4 წლის შემდეგ იერუსალიმის ტაძრის განადგურებითა და ებრაელების მარცხით დასრულდა.

03e26db83c8b

გადარჩენილმა მცირე ჯგუფმა მკვდარი ზღვის მახლობლად მასადას ციხე-სიმაგრისკენ დაიხია, რომელიც 3 წლის მანძილზე რომაელთა ალყაში იყო. ბოლოს, როცა რომაელებმა ციხე-სიმაგრე აიღეს, ნახეს, რომ მის 960 ბინადარს ერთმანეთის მასობრივი ხოცვა-ჟლეტვა მოეწყოთ (ებრაული კანონი თვითმკვლელობას კრძალავს) როგორც ჩანს, ებრაელებმა ტყვედ ცავარდნას და რომაელთა ხელით სიკვდილს ასეთი ბედი არჩიეს. ზილოტების მემკვიდრეობა იდეოლოგიური კი არა, მეთოდოლოგიური იყო: მათ მკვლელობა აშკარა და ტიპურ პრაქტიკად დანერგეს. გალილელ ზილოტთა უკანასკნელი იუდას გარდაცვალებიდან 2 ათასწლეულის შემდეგ ათასობით დაბალი რანგის ზილოტმა ცოცხლად შემოინახა ეს მემკვიდრეობა იმ გაგებით, რომ მისი სახელით აგრძელებდნენ ტერორს. სიტყვა ზილოტი ბერძნული ძირიდან მომდინმარეობს და ნიშნავს ჭეშმარიტების გამო ეჭვიანობას -მათ დასაკუთრებას. ზილოტების საერთო მახასიათებელი ის იყო, რომ აბსოლუტურად დარწმუნებულნი იყვნენ თავიანთ სიმართლეში. ზილოტობა ხომ შეცდომის ალბათობის სრულ უარყოფას მოითხოვს.

9c861a25ecf1

blogerlady

age: 14
Back to top button