გართობა

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული …

16 w3 dp 8

გაზეთმა Bild გამოაქვეყნა სია ”მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული” …

ყველაზე ძვირად ღირებული ქალი
არის ჯენიფერ ლოპესი. მისი სხეული, საერთო ჯამში დაზღვეულია 1 მლრდ. ევროდ.

ყველაზე ძვირი ფილმი
”ტიტანიკი”, რომლის შექმნაზეც დახარჯულია 200 მლნ დოლარი.

ყველაზე ძვირად ღირებული სარეკლამო კომპანია
2002 წელს, კომპანია პეპსიმ მოიწვია ბრიტნი სპირსი თავისი პროდუქციის რეკლამირებისათვის.
90 წამიანი სარეკლამო რგოლი მწარმოებელს 7,53 მლნ დოლარი დაუჯდა.

ყველაზე ძვირად ღირებული მოგზაურობა
ამერიკელმა ბიზნესმენმა დენის ტიტომ და მილიონერმა მარკ შატლვორტმა, 20 მლნ დოლარი გადაიხადეს (თითომ) კოსმოსში გასმგზავრებლად.

ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქი
არსად არ ღირს ცხოვრება ისე ძვირი, როგორც ტოკიოში.

ყველაზაე ძვირად ღირებული სერიული ავტომობილი
Maybach 62, სავარძლები გადადის ”მწოლიარე რეჟიმში”, DVD, Dolby Surriund Sound და მრავალი სხვა, ღირს სულ რაღაც 360 ათასი ევრო.

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელი
დაამზადა ცნობილმა იუველირმა სტიუარტ ვაიცმანმა. ფეხსაცმელი მორთული იყო 642 ლალით და 1,6 მლნ დოლარი ღირს.

ყველაზე ძვირად ღირებული სადილი
Greenlight Capital-ის მმართველმა, დევიდ აინჰორნმა, აუქციონზე 250 100 დოლარად შეიძინა უფლება ესადილა თავის კუმირთან, მილიარდერ უორენ ბაფეთთან.

ყველაზე ძვირად ღირებული ტილო
2002 წელს რუბენსის ტილო ”The Massacre of the Innocents” გაიყიდა 73,5 მლნ ევროდ.

ყველაზე ძვირად ღირებული სიგარეტი.
Treasurer. ერთი კოლოფი ღირს დაახლოვებით 24 ევრო. იყიდება მხოლოდ სპეციალიზირებულ მაღაზიებში.

ყველაზე ძვირად ღირებული კარტოფილის ჯიში
არის La Bonnotte საფრანგეთიდან. იყიდება დაახლოვებით 500 ევრო /კგ.

ყველაზე ძვირად ღირებული ყავა
Lopi Luwak, სუმატრიდან. იყიდება 75 დოლარად / მეოთხედი ფუტი

ყველაზე ძვირად ღირებული კოსტიუმი
ეკუთვნის ამერიკელ ასტრონავტებს. 9 მლნ. ევრო

ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმრო
არის Burj Al Arab დუბაიში. მოკრძალებული ნომრის ფასი 770 ევრო / ღამეში. სამეფო აპარტამენტები – 7 700 ევრო.

ყველაზე ძვირად ღირებული სტადიონი
Stade de France საფრანგეთში. მისი მშენენბლობა დაჯდა 460 მლნ. ევრო.

ყველაზე ძვირად ღირებული აქცია
არის საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway აქციები. ერთი აქციის ფასი – 64 ათასი ევრო.

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი
ზინედინ ზიდანი. 2001 წელს 68,7 მლნ ევროდ ”იუვენტუსიდან” ”რეალში” გადავიდა.

ყველაზე ძვირი სავაჭრო მარკა
Сoca-Cola. 68.96 მლრდ დოლარი.

ყველაზე ძვირად ღირებული თოჯინა ბარბი
თოჯინას შემოსილია ბრილიანტებით მორთულ კაბაში. 100 ათასი ევრო.

ყველაზე ძვირად ღირებული წიგნი
არის ლეონარდო და ვინჩის ”ლასტერი კოდექსი”. ბილ გეითსმა გადაიხადა მასში 24 მლნ. დოლარი.

წყარო: BLOG.INF.GE

მსგავსი ამბები

Back to top button