არქივი

გლადიატორი, ცხოვრების ერთი დღე

76072b179df4

1. გლადიატორებს ყოველთვის ალიონზე აღვიძებდნენ სავარჯიშოდ. მათზე რამდენიმე მსახური ზრუნავდა. ჩვეულებრივ, მსახურები ყმაწვილები და მამაკაცები იყვნენ. მსახურს დილაუთენია უნდა გაეღვიძებინა გლადიატორი, რომ სავარჯიშოდ მომზადებულიყო.

3160a8e9987b

2.ვარჯიში ყოველ დღე რამდენიმე საათს გრძელდებოდა. თვით ყველაზე გამოცდილი გლადიატორიც კი დღეს ხის ბოძზე იარაღის დარტყმაში ვარჯიშით იწყებდა. ეს საშუალებას აძლევდა მებრძოლს, მომზადებულიყო სხვა უფრო მნიშვნელოვანი ვარჯიშისთვის, რომელიც დღის განმავლობაში ექნებოდა. გლადიატორებს ვარჯიშის დროს უბრალო საჭურველი და ბლაგვი იარაღი ჰქონდათ. 2 მეტრის სიმაღლის ხის ბოძი მთავარი ვარჯიშებისთვის გამოიყენებოდა.

9b658d0501cc

გლადიატორის საკვები:

  • 60 გრ შვრიის ფაფის ფანტელები
  • 400 მლ წყალი, მწკივი მარილი
  • 50 გრ ლორი, 5 ცალი ლეღვის ჩირი
  • 2ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1ს/კ ხმელი როზმარინი
  • მომზადების წესი:
  • 1. დაჭერით ლორი და ჩირი. შეწვი ზეითუნის ზეთში როზმარინთან ერთად.
  • 2. ქვაბში ჩაყარე შვრიის ფანტელები, დაამატე წყალი და მარილი. მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ კიდევ 5 წუთს.
  • 3როცა შვრია შესქელდება, ჩაყარე ლორი და ლეღვის ჩირი.

3. გლადიატორების აჭმევდნენ უბრალო, მაგრამ ნოყიერ საკვებს:ფაფას, სტაფილოსა და ძეხვს, რათა მათ ფორმაც შეენარჩუნებინათ და ჯანმრთელებიც ყოფილიყვნენ. რომაელებს სჯეროდათ, რომ შვრია ყუათიანი საკვები იყო და ხელს უწყობდა კუნთების განვითარებას. გლადიატორთა სკოლის მეპატრონე მაღალი ხარისხის პროდუქტში ფულს არ ხარჯავდა, სანაცვლოდ გლადიატორებს უბრალო, მაგრამ ჯანსაღი საკვებით ასაზრდოებდა.

ef5666c6b5a6

გლადიატორებს მუდმივად უკეთებდნენ მასაჟს

გლადიატორთა ჯანმრთელობაზე ზრუნავდნენ მასაჟისტები, ექიმები და სხვა სპეციალისტები. რომაელებმა იცოდნენ, რომ მასაჟი საუკეთესო საშუალება იყო დაჭიმული კუნთებისა და მოდუნებული სახსრებისათვის.მასაჟი სასარგებლო იყო ძველი ტრამვებისთვისაც. გლადიატორთა სკოლას, სულ ცოტა, ერთი კაცი მაინც ჰყავდა,რომელიც პროფესიონალი მასაჟისტი იყო და გლადიატორებს ფორმის შენარჩუნებაში ეხმარებოდა.

f457bdfa44fd

ასაკოვანი, გამხდარი გლადიატორები ახალბედებს წვრთნიდნენ.

გლადიატორები, რომლებიც სიკვდილს გადაურჩნენ და თავისუფლება მოიპოვეს, ხშირად სამსახურს გლადიატორთა სკოლაში იწყებდნენ. ისინი გამოცდილი მეომრები იყვნენ და ბრძოლის უამრავ ხერხს იცნობდნენ. ახალბედებს ისე წვრთნიდნენ, რომ კარგი მებრძოლები გამოსულიყვნენ. ეს მაყურებელსაც ასიამოვნებდა და გლადიატორსაც გადარჩენის მეტი შანსი მიეცემოდა.

ამით შევეცადე თქვენთვის შემექმნა წარმოდგენა, თუ რა პირობები ქონდათ გლადიატორებს.ახლა კი გაგაცნობთ მეორე მხარეს, ანუ მაყურებლებს.
თამაშებისთვის მზადების პროცესს და ასე შემდეგ…

b6734a993acd

პირველად იმას წყვეტდნენ, რამდენი ფული უნდა დაეხარჯათ. პირს ვინც მუნუსს, ანუ გლადიატორთა სანახაობას დგამდა, ედიტორი ეწოდებოდა. მუნუსი ძვირად ღირებული წარმოდგენა იყო, თუმცა ედიტორების უმეტესობას სურდა შთამბეჭდავი სანახაობა გაემართა. ისინი იმდენს ხარჯავდნენ, რამდენის გადადებასაც მოახერხებდნენ. მუსიკოსები და მოცეკვავეები პოპულარული იყო გლადიატორთა სანახაობებზე. წარმოდგენა ხშირად ითვალისწინებდა მსახიობთა აღლუმს გლადიატორთა გამოსვლამდე

6a0ca0a22094

ედიტორი წარმოდგენისთვის სხვადასხვა მონაწილეს არჩევდა. ედიტორი ორგანიზატორად ლანისტას ქირაობდა. ისინი ერთად წყვეტდნენ, რამდენი გლადიატორი გამართავდა ბრძოლას, რამდენი მუსიკოსი, ან კიდევ რამდენი კაცი მიიღებდა მონაწილეობას. ლანისტას უნდა უზრუნველყო სანახაობის წარმატება.

642c363abcd7

მოკლული გლადიატორი უფრო მეტი ღირდა ვიდრე დაჭრილი. ედიტორს კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა ლანისტასთან. განისაზღვრებოდა ყველაფერი, რაც კი სჭირდებოდა მუნუსს და ასევე შესაბამისი ხარჯები. თუკი გლადიატორს მოკლავდნენ, ლანისტას იმდენ თანხას აძლევდნენ, რომ მისი შემცვლელი ეყიდა და გაეწვრთნა. ბევრი ედიტორი შეიწყალებდა ხოლმე დაჭრილს, რათა საბოლოოდ ზედმეტი არ გადაეხადა.

45a74b4033fe

ყველაფერი დაქირავებული იყო – ის ტანსაცმელიც კი, რომელიც სანახაობის ორგანიზატორებს ეცვათ.

ედიტორი თავისთვის და ოჯახისთვის ძვირად ღირებულ სამოსს და სამკაულს ქირაობდა. ის დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ წარმოდგენის დღეს ყველანი დედებულად გამოიყურებოდნენ. ედიტორის მიზანი მოქალაქეთა კეთილგანწყობის მოპოვება იყო, რათა არჩევნებში მისთვის მიეცათ ხმა.

ac29082dae3d

წარმოდგენის ვარსკვლავი თავად ედიტორი გახლდათ.

ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, რომ ედიტორი რაც შეიძლება მნიშვნელოვან პერსონად წარმოჩენილიყო. გარდა იმისა,რომ ძვირფასი სამოსი ეცვა, ამფითეატრშიც ყველაზე გამორჩეულ ადგილას იჯდა და გლადიატორები და სხვა მონაწილეები თავს უკრავდნენ. სანახაობისთვის ფულს ის იხდიდა და უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ ყველას ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა.

ედიტორის ოჯახი ლამაზ სამოსს ქირაობდა, რომ მაყურებლის წინაშე თავი მოეწონებინა.

დაფნის გვირგვინი, რომის ხელისუფლების მხრიდან კეთილგანწყობაზე მიუთითებდა.თოგა სამოსის აუცილებელი ატრიბუტი იყო, რომელიც მიანიშნებდა, რა მდგომარეობა ეკავა საზოგადოებაში ამა თუ იმ პირს. ოქროს სამკაული ოჯახის შეძლებას წარმოაჩენდა.ხასხასა ფერის ჩინური აბრეშუმი სიმდიდრისა და დახვეწილობის მაჩვენებელი იყო. მეწამული ყველაზე ძვირად ღირებული საღებავი იყო ძველ რომში.

დღეისათვის სულ ეს იყო, იმედი მაქვს თქვენთვისაც საინტერესო იქნება.

წყარო: წიგნი “ისტორიანი”

მსგავსი ამბები

Back to top button