გართობაუცნაური

გადაშენებული სახეობების ხელახალი დაბრუნება

ბუკარდო (პირენეს თხა) 2000 წელს გადაშენდა. 3 წლის შემდეგ მკვლევარებმა უკანასკნელი ბუკარდოს - სელიას კლონირებას სცადეს. კლონი დაბადებიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა

მოგესალმებით, მინდა მოგიყვეთ რამოდენიმე გადაშენებული და იშვიათი სახეობების შესახებ , რომლების ნახვა ჩემთვის უცნაური , საინტერესო და ამასთანავე მოულოდნელი იყო. იმედია თქვენც დაინტერესდებით.

ბუკარდო (სურათზე),იგივე პირენეს თხა დიდი ზომის, მოქნილი ქმნილება იყო. მისი წონა 100 კილოგრამს აღწევდა და გრძელი, ოდნავ მოხრილი რქები ქონდა.რამოდნიმე ათასწლეულების მანძილზე , იგი საფრანგეთში (პირენეს მთებში) ცხოვრობდა, კლდეებზე დაძვრებოდა და მკაცრ ზამთარს უმკლავდებოდა.მაგრამ მასზე ხშირმა ნადირობამ , გამოიწვია ის, რომ თითქმის გაანახევრა მათი რაოდენობა.

1989 წელს , მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მიხედვითაც დამტკიცდა, რომ  ამ მომენტისათვის მხოლოდ 12 ინდივიდი იყო შემორჩენილი, ათი წლის შემდეგ , 1999 წელს მხოლოდ ერთადერთი ინდივიდი დარჩა , რომელსაც მეტსახელად “სელია” უწოდეს.იმავე წელს , ეროვნული პარკის წევრებმა, გადაწყვიტეს, რომ  ცხოველი ხაფანგში გაებათ. ასეც მოიქცნენ, ცხოველს კისერზე რადიოგადამცემი საყელო დაუმაგრეს და ისევ ბუნებაში გაუშვეს. სამწუხაროდ , 9 თვის შემდეგ სელია დაიღუპა. ბუკარდო ოფიციალურად გადაშენებულად ჩაითვალა,  მაგრამ ცხოველის ლაბორატორიაში მიტანის შემდეგ , მისი უჯრედები კვლავ განაგრძნობდნენ სიცოცხლეს. მეცნიერებმა დიდი წვალებით შეძლეს და მისი კლონი გააკეთეს ,მაგრამ უშედეგოდ, კლონი ორიოდე წუთში დაიღუპა.

შემდგომში გაკვეთამ დაასკვნა, რომ პატარა კლონს ფილტვზე ღვიძლის ქსოვილის მსგავსი სიმკვრივის მქონე გიგანტური დამატებითი ე.წ  “წანაზარდი” იყო გამოზრდილი.

წყარო: ჟურნალი National Geographic საქართველო

lasha

მე ვარ ლაშა, ვარ აქტიური პიროვნება :) მე ჩემს ბლოგში შემოგთავაზებთ ყველაზე უცნაურ ფოტოებს სტატიებსა და მასალებს.
Back to top button