კულტურა

ცუკერბერგი Facebook-ს არ აუქმებს !!!

s

” Facebook-ი გაუკონტროლებელი გახდა. სტრესმა, რომელსაც კომპანიის მართვა მანიჭებს, ჩემი ცხოვრება საერთოდ დაანგრია, მე ამას ბოლო უნდა მოვუღო, – განაცხადა Facebook-ის დამფუძნებელმა და მფლობელმა მარკ ცუკერბერგმა, პალო ალტოში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცუკენბერგის განცხადებით, 2012 წლის 15 მარტიდან მოყოლებული, მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ სოციალურ ქსელში შესვლას. მომხმარებლებს ჯერჯერობით Facebook-ში შესვლის საშუალება ეძლევათ.

s

“2012 წლის 15 მარტს მთელი საიტი გაითიშება, – განაცხადა ავრატ ხუმარტიმ, კომპანიის ვიცეპრეზიდენტმა ტექნიკურ საკითხებში, – ამიტომ თუ თქვენ გინდათ თქვენი სურათების მომავალში ნახვა, გირჩევნიათ Facebook-დან აიღოთ ისინი. Facebook-ის გათიშვის შემდეგ, მათ უკან დაბრუნებას ვეღარ შეძლებთ.

ცუკერბერგის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღება ძნელი იყო, მაგრამ იგი არ ფიქრობს, რომ ხალხი ამის გამო ცუდად იქნება.

s

“პირადად მე ვთვლი, რომ Facebook-ის გაუქმების შემდეგ ხალხი გარეთ გამოვა და ვირტუალური მეგობრების მაგივრად ნამდვილ მეგობრებს გაიჩენს, ეს კი ყოველთვის კარგია”, – განაცხადა სოციალური ქსელის დამფუძნებელმა სატელეფონო საუბრისას.

ბევრი აკრიტიკებს ცუკენბერგს მისი გადაწყვეტილების გამო. მოცემულ მომენტში Facebook დასახელებულია ყველაზე მომგებიან ბიზნესად, რომელიც 7,9 მილიარდი დოლარითაა შეფასებული, ცუკერბერგი კი არ აპირებს თავისი გადაწყვეტილების შეცვლას. “მე არ მადარდებს ფული, – განაცხადა მან. – მე უბრალოდ მინდა ვიცხოვრო, ისე როგორც ვცხოვრობდი”. ”

ეს ინფორმაცია ძალიან სწრაფად გავრცელდა. პირადად მე ერთ–ერთ ბლოგზე წავაწყდი და არ მეჯერა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე პირველი წყარო მეპოვა, სულ მალე აღმოვაჩინე სხვა ქართული საიტებიც რომელნიც მხოლოდ ერთი და იმავეს იუწყებოდნენ.

ს
ეს ინფორმაცია აგრეთვე უცხოურ საიტებზეც შევამოწმე და შედეგად ეს მივიღე.

12 დეკემბერს დღის პირველ ნახევარში ეს ინფორმაცია მრავალი უცხოური საინფორმაციო საიტის ვებ–გვერდზე დაიდო. ერთ–ერთი პირველი მათ შორის www.weeklyworldnews.com –ი იყო. სენსაციური ამბის გაგებით გონება დაკარგული საიტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვინ პირველი გაავრცელებდა ამ ამბავს ხოლო მის გადამოწმებას არც კი ფიქრობდნენ რადგან მთავარი წყარო ერთი შეხედვით ძალიან სანდო ჩანს .როგორც აღმოჩნდა ამ საიტს www.weeklyworldnews.com –ს ადრეც გაუვრცელებია მრავალი ამისდაგვარი მცდარი სენსაციური ამბები, მრავალი ცნობილი სახის სიკვდილის თუ საყოველთაოდ ცნობილი კომპანიების დახურვა–გაკოტრების შესახებ, თუმცა ყველაზე მეტად თავის მიზანს მათ ალბათ ამ ჯერად მიაღწიეს, რადგან მრავალმა ადამიანმა ეს მართლა გულუბრყვილოდ დაიჯერა და “შავებში” სიარული გადაწყვიტა. ( :D ) აგრეთვე ისიც უნდა აღინიშნოს რომ როგორც მოგვიანებით გავიგე ასეთ ინფორმაცია ადრეც მრავალჯერ გაუვრცელებიათ სხვადასხვა წყაროებს.

s

საბოლოოდ რომ დაგარწმუნოთ ამ ამბის სიყალბეში გეტყვით იმასაც რომ მომავალ წელს პირიქით Facebook-ი უფრო გაფართოებას და ახალ მწვერვალზე ასვლას ფიქრობს. მომავალი წლიდან Facebook-ი მსოფლიო ბირჟებზე თავისი აქციების გამოშვებას აპირებს და IPO–ს დასკვნებით კომპანია Facebook Inc.-ი $100 მლრდ დოლარის დონეზე კაპიტალიზირებას პროგნოზირებს.

ახლა კი ისიამოვნეთ მსოფლიო მასმედიის და ინფორმაციის სწრაფი გაცვლა–გამოცვლის უკუ შედეგით (ნაჩვენებია მოტყუებული საიტები :D ) :

ს
ს
პ.ს. Facebook–ი უკვდავია ვითარცა უხორცო :D

მსგავსი ამბები

Back to top button