კულტურაუცნაური

შეხედეთ ამ ქალბატონს და დაიმახსოვრეთ მისი სახე

a4be78bd8e1e

98 წლის ასაკში გარდაიცვალა ქალბატონი, რომელსაც ირენა ერქვა (Irena Sendler)

მეორე მსოფლიო ომის დროს ირენა სენდლერმა მიიღო ნებართვა, ვარშავის გეტოში სანტექნიკ–შემდუღებლად ემუშავა. ანაზღაურების გარდა, ამ სამუშაოზე დათანხმების საიდუმლო მოტივიც ჰქონდა.

ირენა გერმანელი გახლდათ და ნაცისტების განზრახვა ებრაელების მიმართ მისთვის ცნობილი იყო.

სამუშაო იარაღებისთვის განკუთვნილი ჩანთით მას გეტოდან ჩვილი ბავშვები გამოჰყავდა, უფრო მოზრდილი ასაკის პატარებისთვის კი სატვირთო მანქანაში ჰქონდა ტომრები. იქვე ჰყავდა ძაღლი, რომელსაც გაავებით აყეფებდა, რათა ბავშვების ხმაური გადაეფარა.

დაცვა, ბუნებრივია, ერიდებოდა ავ ძაღლთან ურთიერთობას და გეტოს შესასვლელ კარებში მანქანა უპრობლემოდ გადაადგილდებოდა.

ამგვარად ირენამ საპყრობილეებიდან გამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა 2500 ბავშვი. თუმცა ნაცისტების რისხვას ის ვერ გადაურჩა. დაიჭირეს. დაამტვრიეს ხელ–ფეხი და უმოწყალოდ სცემეს.

ყველა გადარჩენილი ბავშვის სახელს ის იწერდა და ჩანაწერს მინის ქილაში მალავდა, რომელიც სახლის უკანა ეზოში, მიწაში დაეფლა.

ომის შემდეგ ირენა სენდლერი შეეცადა, მოეძებნა გადარჩენილი მშობლები და შეეერთებინა ოჯახები. ასეთები ცოტა აღმოჩნდა, უმეტესობამ სიცოცხლე გაზის კამერებში დაასრულა. ბავშვები ბავშვთა სახლებში გაანაწილეს, ზოგი კი გააშვილეს.

გასულ წელს ირენა ნობელის პრემიაზე წარადგინეს, მაგრამ ლაურეატად არ აირჩიეს…

თუმცა პრემიები, პრემიებად – სამუდამო პატივისცემის ღირსი მხილოდ ის ხდება, ვინც სხვაზე მეტად დაიმსახურებს ამას!

წყარო:www.eva.ge

მსგავსი ამბები

Back to top button