უცნაური

საიდუმლოებანი, რომლებსაც მეცნიერები ვერ ხსნიან (ნაწილი 2)

9201c2b98d22
დღესაც კი, როდესაც ტექნოლოგიები უმაღლეს დონეზე განვითარდა, დედამიწაზე დღემდე რჩებიან იდუმალებით მოცული და ამოუხსნელი მოვლენები. მეცნიერები აგებენ ჰიპოთეზებს, გამოთქვამენ მოსაზრებებს, მაგრამ ვერაფრით ვერ ხსნიან, თუ რატომ მოხდა ესა თუ ის მოვლენა.

უცნობი გადაულახავი ძალა
39149da12903
დიატლოვის ტურჯგუფი, რომელიც შედგებოდა ურალის პოლიტტექნიკური ინსტიტუტის ცხრა პროფესიონალი მოთხილამურისგან დაიღუპა 1959 2 თებერვალს ურალის მთების ჩრდილოეთ ნაწილში. გადარჩენილები არ იყვნენ, ამიტომაც საბჭოთა ხელისუფლებამ განსაზღვრა, რომ “უცნობმა გადაულახვმა ძალამ” გამოიწვია მოთხილამურეების სიკვდილი. ზოგიერთი სხეული იპოვეს ფეხშიშველა, ზოგიერთ სხეულს ეტყობოდა მძიმე დაზიანებების კვალი, ხოლო ზოგიერთი ფიზიკურად უვნებელი იყო, მაგრამ ჰქონდათ თავისი ტვინის მძიმე დაზიანებები. ერთ-ერთ ქალს ენა საერთოდ არ ქონდა.

ადამიანის საიდუმლო სომერტონიდან
cf5854332f50
1948 წლის 1 დეკემბერს სომერტონ ბიჩზე ავსტრალიაში ნაპოვნი იქნა უცნობი მამაკაცის სხეული. კაცი იწვა სახით მიწისკენ ნახევრად მონაწევი სიგარეტით. მას კარგად ეცვა, მაგრამ იმ დღის ამინდისთვის კოსტიუმი ნამდვილად თბილი იყო. ვერ იქნა აღმოჩენილი ვერც ჩხუბის და ვერც ძალადობის კვალი, კაცის ვინაობა დღემდე დაუდგენელია.

ამოუცნობი მფრინავი ობიექტები სურათებზე, ფრესკებზე და პირამიდებზე…
15a8abffc6a1
დღემდე გამოცანათ რჩება ის, თუ რაც გამოსახავდნენ უძველეს სურათებზე და ფრესკებზე. დღეს ეს გამოიყურება როგორც უცხოპლანეტური ხომალდები ან თვითონ უცხოპლანეტელები. კაცობრიობამ კოსმოსში მოგზაურობა დაიწყო 60 წლის წინ და რას გამოხატავდნენ ასეულობით ან ათასეულობით წლის წინ ფრესკებზე და სურათებზე მეცნიერები დღემდე დღესაც დავობენ.

პირამიდები მთვარეზე
531ba1c78cb7
მართლა არსებობს პირამიდა მთვარეზე? თუკი შეხედავთ “აპოლო-17”-სგან 1972 წელს მიღებულ სურათებს ნამდვილად შეამჩნევთ სამკუთხა ობიექტს, მაგრამ უნდა განვიხილოთ თუ არა ეს ნაგებობა როგორც პირამიდა? ნამდვილად საკამათო საკითხია.

თანამგზავრი “შავი რაინდი”
bec601cd62d3
უცხოპლანეტური თანამგზავრის “შავი რაინდი”-ს თეორია, რომელიც ბრუნავს დედამიწის ორბიტაზე გაჩნა მას შემდეგ რაც ნასამ გამოაქვეყნა 1998 წელს სურათები შათლ “ინდევორი”-ს გაფრენის შემდეგ საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ თანამგზავრი Black Knight არის არამიწიერი წარმოშობის, რომელიც ბრუნავს დედამიწის ორბიტის გარშემო უკვე 30 ათასი წელია.

ბაზალტი, მყინვარები, ნისლი
9201c2b98d22
კუნძული ბუვე არის დაუსახლებელი სუბანტარქტიკული ვულკანური კონძული, რომელიც მდებარეობს ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში. ეს არის მსოფლიოს ყველაზე შორეული კუნძული და აქ მხოლოდ იპოვით ვულკანური ბაზალტის დაუსრულებელ კილომეტრებს, მყინვარებს და ნისლს, მაგრამ ამ “არამიწიერ” პეიზაჟში შეიძლება იპოვოთ საგანი, რომელსაც შეაქვს საერთო დისონანსი საერთო სურათში – მიტოვებული ტივი. გარდა იმ კითხვისა, თუ როგორ მოხვდა ის აქ არის სხვა კითხვაც – სად გაქრნენ ადამიანები, რადგან კუნძულზე ვერ აღმოაჩინეს ადამიანების ნარჩენები.

რუსული კვალი
7c05b1e9a6de
ვინ იყო ის ქალი, ვინც ერთადერთმა გადაიღო ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობის მომენტი, დღემდე უცნობია. ამერიკულმა პრესამ ქალს უწოდა “ლედი ბებია”, რადგან ქალს ეცვა ისეთი თავსაბურავი, როგორსაც ატარებენ მოხუცი რუსი ქალები.

პარტიის ოქრო
d19d1c380126
ჰიტლერის მიერ “მოპარული განძის” ღირებულება უნდა იყოს კოლოსალური. მასში შედის 4-5 მილიარდი დოლარის ღირებულები ოქროს ზოდები, საიუველირო ნაკეთობები და უცხოური ვალუტის რეზერვი, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ცოტახნით ადრე გერმანული რეიხსბანკიდან უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა.

სენთ-პოლის სასაფლაოს გამოცანა
b44fc3396c21
1703 წლის 19 ნოემბერს სენთ-პოლის სასაფლაოზე ბასტილიაში დაასაფლავეს ადამიანი, რომელმაც პრაქტიკულად თავისი სიცოცხლის ოთხი ათწლეული გაატარა სხვადასხვა ფრანგულ ციხეში. საფრანგეთის ისტორიაში ის უდავოდ ყველაზე ცნობილი პატიმარია, მიუხედავად იმისა, რომ არავინ თუ რატომ მოუწია მას 35 წელი ციხეში გატარება მუდმივად ჩაკეტილი ნიღბით.

“მე შეშინებული ვარ”
a2c2d2df3882
რუდოლფ ფენცი არის ჯეკ ფინის ნაამბობის – “მე შეშინებული ვარ”-ის მთავარი პერსონაჟი. ისტორია გვიყვება ადამიანზე, რომელსაც აცვია მეცხრამეტე საუკუნის ტანსაცმელი. ნაამბობის მიხედვით ამ ადამიანს მანქანა დაეჯახა ნიუ-იორკში 1950 წელს და გარდიაცვალა. შემდგომმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ეს ადამიანი უკვალოდ გაქრა 1876 წელს. სინამდვილეა ეს თუ უბრალოდ ფანტაზიის ნაყოფი, ალბათ ადამიანები ვერასოდეს გაიგებენ.

პეტრალონის არქანტროპი
1800f609823e
1959 წელს საბერძნეთის ჩრდილოეთში მწყემსმა მიაგნო პატარა ხვრელს, რომელიც მიდის გამოქვაბულში. გამოქვაბულში აღმოჩენილი იქნა კედელში ჩაშენებული ადამიანის თავის ქალა, რომელსაც ეწოდა პეტრალონის არქანტროპი. მეცნიერებმა დაადგინეს თავის ქალის ასაკი. პეტრალონის არქანტროპი არის 700 000 წლის, ეს არის ევროპეიდული ადამიანის ყველაზე ძველი ნარჩენები. ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო ის, რომ მეცნიერმა პოულიანოსმა, რომელიც არის იუნესკოს ანთროპოლოგიური და ეთნოლოგიური მეცნიერების საერთაშორისო კავშირის წევრი დაადგინა, რომ არქანტოპმა ევოლუცირება მოახდინა ცალკე ევროპაში და ის არ იყო დაკავშირებული აფრიკიდან წამოსულ სხვა სახეობებთან. ბერძნულმა მთავრობამ მეცნიერებს აუკრძალა ამ წარმოუდგენელი აღმოჩენის შემდგომი კვლევები და საქმე დახურა.

რომაული მეცხრე ლეგიონის იდუმალებით მოცული გაუჩინარება
986724586e43
რომაული ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლეგენდა არის მეცხრე ლეგიონის გაუჩინარება. ის ფაქტი, რომ რომის ხუთი ათასი საუკეთესო ჯარისკაცი დაიკარგა ნისლში, რომ ჩრდილოეთში დაწყებული აჯანყება ჩაეხშოთ ჟღერს წარმოუდგნელად, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ვერ იქნა ნაპოვნი ვერცერთი ჯარისკაცის მცირე კვალიც კი.

უქვეყნო ადამიანის საიდუმლო
4cf9ab81fc80
1954 წლის ივლისში კავკასიური გარეგნობის მქონე ადამიანი, რომელიც გამოიყურებოდა საკმაოდ ჩვეულებრივად მივიდა ტოკიოს აეროპორტში. მისი პასპორტის შემოწმების შემდეგ იაპონელები გაოცდნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ტურისტი წარმოშობით იყო ქვეყნიდან Taured – ქვეყნიდან, რომელიც არ არსებობს. მისი პასპორტი გავდა ავთენტურს და როდესაც ადამიანს სთხოვეს მისი ქვეყნის ჩვენება რუკაზე, მან მიუთითა ანდორას სამთავროზე. როდესაც მან ვერ დაინახა Taured-ის სახელწოდების მქონე ქვეყანა რუკაზე უმალვე გაცხარდა და დაიწყო იმის მტკიცება, რომ მისი ქვეყანა უკვე ათას წელზე მეტია რაც არსებობს. იაპონურმა პოლიციამ ის წაიყვანა ადგილობრივ სასტუმროში, მოათავსა ნომერში და მიუჩინა დაცვა. რამდენიმე საათის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ადამიანი გაქრა ჩაკეტილი ოთახიდან, რომელსაც არ ჰქონდა აივანი.

მსგავსი ამბები

Back to top button