გართობაკულტურა

ოქროს მოედანი ბრაზვილში პანაფრიკული თამაშები 2015-სთვის

2f27687656f8
ოქროს სტადიონი ბრაზვილში პანაფრიკული თამაშები 2015-სთვის.
2f27687656f8
ერთ წელწადზე ცოტა მეტი დრო დარჩა პანაფრიკული თამაშების დაწყებამდე კონგოს რესპუბლიკაში. პანაფრიკული თამაშები არის აფრიკის ყველაზე დიდი სპორტული შეჯიბრება. პროექტი ახლა გაჩნდა, რომლის მიხედვითაც აშენდება კონტინეტალური შეჯიბრების მთავარი მოედანი. მის აშენებაზე უფლება მოიპოვა ავსტრალიურმა საარქიტექტურო სტუდია PTW Architects-მა.
843bc35fd6d3
აფრიკაში მიეჩვივნენ დიდი მასშტატების მქონე პროექტების დასრულებას ბოლო მომენტში. სხვანაირად, რომ აგიხსნათ ბრაზვილში ჯერაც კი არ დაწყებულია სპორტული ობიექტების მშენებლობა, მაგრამ საბოლოო პროექტის მაკეტი უკვე გამოჩნდა.
4973c4997a7f
2013 წელს ფრანგულ-ესპანურმა საარქიტექტურო კომპანიამ – Independent Architectural Diplomacy-მ წარმოადგინა ოლიმპიური ქალაქის გენერალური გეგმა, რომელიც უნდა გაკეთდეს კონგოს რესპუბლიკის დედაქალაქში. ცოტახნისწინ ავსტრალიელებმა PTW Architects-დან გამოაქვეყნეს პანაფრიკული თამაშების 2015-ის მთავარი სტადიონის დეტალური პროექტი.
437757d4d283
ამ სპორტულ არენას კრიტიკოსებმა მისი გარე ვიზუალის გამო უკვე უწოდეს “ოქროს მოედანი”. საქმე იმაშია, რომ მოცემული ობიექტის კედლები დამზადებული იქნება მზეზე მანათობელი ფირფიტებისგან, ხოლო ფირფიტები გაკეთებული იქნება თაფლისგან – მასალისგან, რომელიც არის კონგოს რესპუბლიკის ეკონომიკის მთავარი შემადგენელი ნაწილი.
7ae982551af8
ამის გარდა, ოქროსფერი ნიშნავს აფრიკის ღია მზეს და ასევე პანაფრიკული თამაშების ორმოცდაათი წლის იუბილეს.
55e15e53efe8
“ოქროს მოედანი” გათვლილი იქნება 60 ათასი მაყურებლისთვის, დამატებით 10 ათასი მოთავსდება გადახურულ ათლეტურ არენაზე და 2 ათასი – წყლის სპორტის სახეობების ცენტრში. ეს ყველა ობიექტი ახლოს აშენდება ბრაზვილის პატარა ოლიმპიურ ქალაქში.

პროექტის რეალიზაციისთვის სულ დაიხარჯება 500 მილიონი დოლარი. ეს არის უზარმაზარი თანხა აფრიკის გაჭირვებული ქვეყნისთვის, მაგრამ სამაგიეოდ კონგოს რესპუბლიკაში შეიქმნება ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და მასშტაბური სპორტული ბაზა მსოფლიოში.

მსგავსი ამბები

Back to top button