არქივი

კოცნა

697bbc31fda6

ცოტა რამ კოცნის შესახებ

შეიძლება თუ არა სიყვარული კოცნის გარეშე? არამგონია. მაგრამ კოცნა სიყვარულის გარეშე თავისუფლად შეიძლება არსებობდეს. ვისაც უკოცნია, გაიხსენებს, როგორ ჩერდება გული შეყვარებულის ტუჩების შეხებისას, როგორ ხშირდება პულსი და როგორ ჩერდება სუნთქვა. მაგრამ იცით თუ არა, რომ იმის მიხედვით, თუ როგორ გკოცნით ადამიანი, შეიძლება მისი ხასიათი და ტემპერამენტი გაიგოთ.

თუ საიმედო, ერთგული ადამიანი გსურთ თქვენს გვერდით, მაშინ აარჩიეთ ისეთი მამაკაცი, რომელიც გკოცნით აუჩქარებლად და თან კოცნის დროს მისი ტუჩები მშრალი რჩება. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ იგი სულაც არ გკოცნით, მაგრამ ეს იმის მანიშნებელია, რომ შემთხვევითი კავშირები სულაც არ სჭირდება, იგი ხანგრძლივ ურთიეთობებს ეძებს.

მამაკაცი, რომელიც შოკში გაგდებთ თავისი კოცნით და რის შემდეგაც ძალები აღარ გრჩებათ – რომანი მასთან ძალიან ვნებიანი იქნება, მაგრამ ისევე მალე ჩაქრება, როგორც კოცონი. მთელი ძალით იფეთქებს და მალე ჩაიფერფლება.

თუ მამაკაცი კოცნის დროს მაგრად გიხუტებთ, მას შეუძლია ერთგულება. მას სჭირდება მჭიდრო სხეულებრივი კონტაქტი პარტნიორთან, ხოლო ურთიერთობებში იგი აფასებს გულახდილობასა და პატიოსნებას.

მამაკაცი, რომელსაც მექალთანე შეგიძლიათ უწოდოთ, ყოველთვის სხვადასხვანაირია და არც მისი კოცნაა ერფეროვანი. მას შეუძლია იყოს მშვიდი, ან ვნებიანი, შეიძლება მსუბუქად გიკბინოთ, ან მხარზე დაგიტოვოთ თავის ვნების კვალი, კისერზე, მკერდზე. მაგრამ ნურც კი იფიქრებთ მასთან ერთად ხანგრძლივ ურთიერთობებზე. იგი მაშინვე დაგეკარგებათ თვალთახედვიდან, როგორც კი ინტერესს დაკარგავს თქვენს მიმართ.

გარდა იმისა, რომ კოცნა – სიამოვნებაა. აღმოჩნდა, რომ იგი სასარგებლოცაა. იმის მიუხედავად რომ კოცნის დროს ადამიანებს ერთმანეთის ნერწყვი ედებათ, ინფექციებით დაავადება ნაკლებსავარაუდოა, რადგან ნერწყვში შემავალი ნივთიერებები ეწინააღმდეგებიან ბევრ ინფექციას.

კოცნის დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს ნეიროპეპტიდებს, რომლებიც ამარცხებენ მტრულად განწყობილ ბაქტერიებსა და ვირუსებს. ამიტომ, უკვე შესაძლებელია იმის თქმა, რომ კოცნის დროს ძლიერდება იმუნიტეტი და შესაძლებელია ტკივილის გაყუჩებაც კი. ამასთან, ნეიროპეპტიდებს აქვთ ერთი თავისებურებაც: მათ შეუძლიათ ნებისმიერ ნარკოტიკზე უკეთესად დაგახვიოთ თავბრუ. თუ პარტნიორი გეუბნებათ, რომ ჭკუას კარგავს თქვენს კოცნაზე, შეგიძლიათ ენდოთ – ეს ასეც არის.

ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, თუ კოცნა სამ წუთს გაგრძელდება, თქვენ დაწვავთ 12 კალორიას, “გაავარჯიშებთ” 14 კუნთს და გაიხანგრძლივებთ სიცოცხლეს.

სტატისტიკის მიხედვით ადამიანები პირველად 14 წლის ასაკში კოცნიან. პლანეტაზე ყველაზე მეტ დროს კოცნას უთმობენ გერმანელები, ხოლო იაპონელები კი თუ ტელევიზორში კოცნის მომენტი გამოჩნდა, საერთოდ სხვა არხზე რთავენ. მსოფლიო რეკორდი ამ სფეროში განეკუთვნება ამერიკელს, რომელმაც 8 საათის განმავლობაში აკოცა 8 ათას და კიდევ ერთ ქალს.

ასე რომ, აკოცეთ, თუ ნამდვილად გიყვართ.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button