არქივი

არის თუ არა სიცოცხლე კოსმოსში ?

e17f96f67f58

ჩვენთვის დღემდე ცნობილი ერთადერთი ადგილი , სადაც სიცოცხლე არსებობს დედამიწაა . მაგრამ ჩვენს გალაქტიკაში მილიარდობით პლანეტაა , რომელთაც ვერ ვხედავთ ხოლო სამყაროში მილიარდობით გალაქტიკაა. ბევრი ასტრონომის აზრით , შეუძლებელია რომ დედამიწა სამყაროში ერთადერთი პლანეტა იყოს, სადაც სიცოცხლე არსებობს . ისიც კი შესაძლებელია ,რომ სიცოცხლე ჩვენი მზის სისტემის ფარგლებში არსებობდეს. სხვა საკითხია, შევძლებთ თუ არა ოდესმე სიცოცხლის გონიერი ფორმების აღმოჩენას. თუ უცხო ცივილიზაცია არსებობს, ის ალბათ ჩვენგან მეტისმეტად შორსაა.

23781746dcb8

1996 წელსამერიკელმა მეცნიერებმა მსოფლიოს ამაღელვებელი აღმოჩენის შესახებ ამცნეს. მარსიდან ჩამოვარდნილ მეტეორიტში მათ სიცოცხლის უმარტივესი ფორმის ნარჩენების მსგავსი რამ იპოვეს. ეს ჭიაყელასებრი სტრუქტურები თმის ღერზე 100-ჯერ წვრილი იყო. მაგრამ გულმოდგინედ შესწავლის შემდეგ , მრავალმა მეცნიერმა გადაწყვიტა, რომ ეს ”ნამარხები” მხოლოდ კლდის ქანში არსერბული ღარები იყო .

cc3c567ee26f

თუ უცხო ცივილიზაციები არსებობს, ისინი , შესაძლოა, კომუნიკაციისთვის ან ტელე და რადიოსიგნალების გადაცემისათვის რადიოტალღებს იყენებენ . თუ ასეა, მაშინ ჩვენ მათი ”მიყურადება” შეგვიძლია. დედამიწისგარეთა სიცოცხლის ძიების პროექტის მონაწილე ასრონომები მძლავრი რადიოტელესკოპებით ცაში უცხოპლანეტელთა სიგნალებს ეძებენ. თუ ზოგიერთ ცრუგანგაშს არ ჩავთვლით , ასტრონომებმა ჯერ ჯერობით ვერაფერი აღმოაჩინეს. ამავე დროს,ჩვენი საკუთარი რადიო და ტელესიგნალები კოსმოსში ვრცელდება და ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა ”გაგვთქვას” . მაგრამ თუ უცხოპლანეტელები ოდესმე დედამიწიდან გაგზავნილ კოსმოსულ ზონდებს აღმოაჩენენ, ისინი ჩვენს შეტყობინებას წაიკითხავენ. მაგრამ შეძლებენ კი ისინი ამ შეტყობინების გაგებას ? :ucnauri.com:

იმ დროს , როდესაც თქვენ ამ პოსტს კითხულობთ , ოთხი კოსმოსური ზონდი მზის სისტემიდან გარეთ მიემართება.თიტოეულ მათგანს უცხოპლანეტელებისთვის შეტყობინება მიაქვს. ორ ”პიონერს” მიაქვს ლითონის ფილები, რომლებზეც ამოტვიფრულია ქალი და მამაკაცი და მზის სისტემაში დედამიწის მდებარეობა. ორ ”ვოიაჯერს” ჩანაწერებიანი ფირფიტები მიაქვს , რომლებიც კოსმოსური მტვრისგან დაცვის მიზნით, ოქროთია დაფარული .

7c30bd815b69

თითოეულ ფირფიტაზე , რომელიც ”ვოიაჯერს” კოსმოსში მიაქვს , დედამიწის ბგერებია აღბეჭდილი , ბეთჰოვენის მუსიკით და ქართული “ჩაკრულოთი” დაწყებული და 56 ენაზე წარმოთქმული მისალმებით დამთავრებული . აქვეა 1000-ზე მეტი კოდირებული ფოტოსურათი . ამასთანავე, თითოეული ზონდი აღჭურვილია ფირსაკრავით.

9d7a1de31f67

1974 წელს მეცნიერებმა არეჩიბოს რადიოტელესკოპით კოსმოსში რადიოშეტყობინება გაგზავნეს ინ იმედით,რომ მათ უცხოპლანეტელები აღმოაჩენდნენ. შეტყობინებაში მარტივი სურათებით გადმოცემულია ინფორმაცია დედამიწის შესახებ. სიგნალი ნახევარი მილიონი ვარსკვლავისგან შემდგარი გროვისკენ , M13-სკენ იყო მიმართული. სამწუხაროდ, M13 ჩვენგან იმდენად შორსაა, რომ შესაძლოა პასუხს 48 000 წელი დასჭირდება.

dfd619a994e4

არეჩიბოს ყველაზე დიდი ტელესკოპური ტეფში აქვს მსოფლიოში. მისი დიამეტრი 305 მეტრია. ის პუერტო- რიკოში, მთებს შირის არსებულ ბუნებრივ ღრმულში მდებარეობს. თაღისებრი თეფში რადიოტალღებს ირეკლავს და მის თავზე დაკიდებულ დეტექტორ-გადამცემზე გზავნის. ტელესკოპის მიმართულების შესაცვლელად დატექტორი გადაადგილდება სხვადასხვა მიმართულებით.

ჩემი პირველი პოსტია , თუ მოგეწონათ კიდევ დავდებ მსგავს პოსტებს :( ;)

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button