არქივი

..ლამბორგინის” ახალი ყველგანმავალი

fa5ff20c52d3

Lamborghini-ის მთავარმა აღმასრულებელმა შტეფან ვინკელმანმა განაცხადა, რომ მისი კომპანია უგზოობის Urus-ს გამოუშვებს, რომელიც  პეკინის შარშანდელ ავტო შოუზე გვიჩვენეს.

ამ ავტომობილზე იყო სხვადასხვა ვარაუდი, მათ შორის ისიც, რომ მისი წარმოება არ იგეგმება. თუმცა, დადებითმა გამოხმაურებებმა და რაც მთავარია Volkswagen-ის მარკეტოლოგებმა გადაწყვიტეს, რომ Urus-ს სუპერ ავტომობილების მწარმოებელი იტალიური კომპანიისთვის დიდი მოგების მოტანა შეუძლია.
5fed76843173

Volkswagen-ის ჯგუფში შემავალ კომპანიათაგან, მარტო Lamborghini არაა ისეთი, რომელიც უგზოობის ავტომობილს პირველად გამოუშვებს. მასთან ერთად, ასეთსავე ნაბიჯს მალე Bentley-ც გადადგამს, რომელიც თავის ისტორიაში პირველი უგზოობის ავტომობილის წარმოებას 2015 წელს დაიწყებს. მაგრამ Urus-ის წარმოების დაწყების დრო ჯერ დაუდგენელია. ერთხელ ვინკელმანს ნათქვამი აქვს, რომ Urus-ის ბაზარზე გამოსვლის სავარაუდო დრო 2016 წელია. სხვათა შორის, Urus-ის წარმოებასთან დაკავშირებით, Volkswagen-ს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.
fed5e5a73c13

Lamborghini-სთვის Urus უგზოობის მეორე ავტომობილია. იტალიური კომპანია 1986-1993 წლებში LM002-ს აწარმოებდა. სულ 328 ცალი LM002 დამზადდა, რომელიც სანტ’აგატა ბოლონეზელების ისტორიაში პირველი სრულ ამძრავიანი ავტომობილიც გახდა. თუმცა, „ლამბომ“ მანადმე, კერძოდ კი 1977 წელს სამხედრო დანიშნულების მოდელი Cheetah (რომელიც კრაისლერის V8 ძრავით აღჭურვა) დაამზადა და იმედი ჰქონდა, რომ მისით ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს დააინტერესებდა. მაგრამ ამერიკელებმა მისი ტესტირებაც კი არ ისურვეს.
b34ed7e79f17

რაც შეეხება Urus-ს, მისი სიგრძე 4990 მილიმეტრია, სიგანე 1990 მილიმეტრი, სიმაღლე კი 1660 მილიმეტრი. ამგვარად, ის BMW-ს X6-ზე 120 მილიმეტრით გრძელი, 16 მილიმეტრით განიერი და 30 მილიმეტრით დაბალია. „ლამბორგინის“ არაფერი უთქვამს ძრავზე, რომლითაც  Urus აღჭურვა, თუმცა ის კი გაამხილა, რომ მისი სიმძლავრე 600 ცხენის ძალაა.
6e4df5db80c2
90ac6613aef1
1e6c38fc12c1

Back to top button