Top 5 Trance DJ’s…
ტრანსი ელექტრონული მუსიკის სტილი რომელიც განვითარდა XX საუკუნის 90იან წლებში.ელექტრონული მუსიკის სხვა სტილისგან განსხვავდება იმით, რომ მისთვის დამახასიათებელია 130-160 დარტყმა წუთში(bpm),ასევე მელოდიის განმავლობაში მეორდება ფრაზები,რიტმები.
ტრანსი წარმოიშვა ტექნოსა და ჰაუსის შერწყმის შედეგად.ამ სტილმა სახელი “ტრანსი” მიიღო რიტმული მელოდიის გამო რომელიც მსმენელს ტრანსის მსგავს მდგომარეობაში აგდებს.
მოკლე მიმოხილვის შემდეგ კი შემოგთავაზებთ ტრანსის სტილის TOP 5 DJ_ის.
1.Tiesto(ტიესტო)
ჰოლანდიელი DJ,სრული სახელია ტაის ვერვესტი.დაიბადა 1969 წლის 17 იანვარს.მან წარმატებას მიაღწია ფსევდონიმით DJ Tiesto.2003 წელს კი უკვე მოიხსენიება როგორც Tiesto.ის არის ელექტრონული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული DJ,არის მრავალი ცნობილი ფესტივალის გამარჯვებული.
2.Armin Van Buuren(არმინ ვან ბიურენი)
ჰოლანდიელი DJ.დაიბადა 1976 წლის 26 დეკემბერს.უკრავს პროგრესივ ტრანსის სტილში.მსოფლიოს #1 DJ 2007,2008,2009 წლებში.საკუთარი რადიო გადაცემის A State Of Trance წამყვანი,რომელიც მთელს მსოფლიოში გადაიცემა.
3.Andre tanneberger(ATB)
გერმანელი DJ.დაიბადა 1973 წლის 26 თებერვალს.მისი ყველაზე ცნობილი ჰიტია 9 pm(till I come).გამოშვებული აქვს 12 ალბომი.
4.Paul Van Dyk
გერმანელი DJ.დაიბადა 1971 წლის 16 დეკემბერს.ერთ-ერთი წამყვანი DJ მსოფლიოში.
5.Markus Schulz(მარკუს შულცი)
გერმანელი DJ.ცნობილი რადიო გადაცემის Global DJ Broadcast_ის წამყვანი.