არქივი

Iphone-აიფონი

98e603f75fa3

ჰაიტიში საშინელი მიწისძვრის შედეგად ნანგრევებს ქვევით აქამდე ათასობით ადამიანი იმყოფება. მათ დახმარებას მთელი მსოფლიოს მაშველები ცდილობენ. როგორც MSNBC იტყობინება, ადამიანი სახელად დენ ვული (Dan Woolley) ნანგრევებს ქვემოთ დაახლოებით 65 საათს იმყოფებოდა და გადარჩენაში მას iPhone დაეხმარა.

გადამღები ჯგუფის წევრი სასტუმროს ნანგრევებში მოჰყვა, რომელიც პირველი ბიძგის შედეგად დაინგრა. გონზე მოსული ვული პანიკაში ჩავარდა, მაგრამ მერე ძალა მოიკრიბა, თავის iPhone-ში მან საკმაოდ სასარგებლო პროგრამა აღმოაჩინა პირველი დახმარების აღმოჩენის მეთოდების შესახებ. მითითებების შედეგად, ვულიმ თავზე ჭრილობიდან სისხლდენის შეჩერება და ფეხის ღია მოტეხილობაზე არტახის დადება შეძლო.

ამის შემდეგ, მან მაღვიძარა დააყენა, რომელიც მას 20 წუთზე მეტხანს ძილის საშუალებას არძლევდა. 65 საათის შემდეგ კი მაშველებმა იგი იპოვეს და ამოიყვანეს.
წყარო:გაზეთი (თბილისელები)

მსგავსი ამბები

Back to top button