არქივი

10 საინტერესო ფაქტი სიზმრების შესახებ

tss 1375369424 2
მეცნიერებისთვის სიზმრების ფენომენი ბოლომდე ამოხსნილი არ არის, თუმცა არსებობს რამდენიმე საინტერესო ფაქტი, რომელიც სიზმრებს უკავშირდება და რომელთა უმეტესობა ჩემთვის აქამდე უცნობი იყო.

სიზმრების მნიშვნელობის შესახებ მეცნიერებს შორის არაერთგვაროვანი მოსაზრებები არსებობს. ზიგმუნდ ფროიდს სჯეროდა, რომ სიზმრები ჩვენი ქვეცნობიერის ფანჯარაა და გამოხატავს ჩვენს ქვეცნობიერ სურვილებს, ფიქრებსა და მოტივაციებს. ფროიდის აზრით, სიზმრების საშუალებით ადამიანები იკმაყოფილებდნენ იმ სურვილებს, რომლებიც მიუღებელი იყო საზოგადოებისთვის.

1. ბრმებსაც აქვთ სიზმრები

ადამიანები, რომლებიც დაბადებიდან არიან ბრმა, სიზმრებში გამოსახულებებს ვერ ხედავენ, თუმცა ხმის, სუნის, შეხების და ემოციის აღქმა კარგად შეუძლიათ. ადამიანები, რომლებიც დაბადების შემდეგ დაბრმავდნენ, სიზმრებში გამოსახულებებსაც ხედავენ. ლორი, რომელიც 7 წლის ასაკში დაბრმავდა ამბობს: “სიზმრებში ყველაფერს ვხედავ, ფერებსაც. ვხედავ ადამიანების სახეებს რომლებსაც დაბრმავებამდე ვიცნობდი. მათ კი, ვისი სახეც არასდროს მინახავს, ბუნდოვნად ვხედავ, ან იმ სახით, რომლითაც წარმომიდგენია. როცა დავბრმავდი, დედაჩემი 30 წლის იყო და ჩემს სიზმრებში ახლაც ისეთია.”

2. ძილის ამნეზია

თუ გაღვიძებისთანავე არ ჩავიწერთ სიზმრებს, რომლებიც ჯერ კიდევ გვახსოვს, რამდენიმე წუთში ისინი სამუდამოდ ქრება ჩვენი გონებიდან. ამ ფაქტის ასახსნელად ყველაზე ცნობილი თეორია ფროიდს ეკუთვნის. ფროიდის რეპრესიის თეორიის მიხედვით, ყველა ჩვენი სიზმარი ჩვენს სურვილებს უკავშირდება; შესაბამისად ჩვენი ტვინი ბლოკავს იმ სურვილებს, რასთან გამკლავებაც ემოციურად არ შეუძლია. მისი აზრით, ჩვენს ტვინს არ სურს შეინახოს კონკრეტული ზედმეტად ტრავმატული ინფორმაცია, და რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციის დიდი ნაწილი სექსუალური ხასიათისაა.

3. სიზმრებს ყველა ხედავს

გარდა იმ ადამიანებისა, რომლებსაც ექსტრემალური ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ. აქაც შესამჩნევია ტენდენციები სქესის მიხედვით; კერძოდ, მამაკაცებს უფრო მეტად სხვა მამაკაცები ესიზმრებათ, ქალებს კი ორივე სქესის წარმომადგენლები. ამასთან, მამაკაცებისთვის და ქალებისთვის თანაბრად დამახასიათებელია სექსუალური ტიპის ფიზიკური რეაქციები სიზმრებზე, მიუხედავად მათი შინაარსისა. მამაკაცებს ღამის განმავლობაში მრავალჯერადი ერექცია, ხოლო ქალებს მომატებული ვაგინალური სისხლის მიმოქცევა ახასიათებთ.

4. სიზმრები გვიცავს ფსიქოზისგან

ექსპერიმენტის ფარგლებში მონაწილეებს აძლევდნენ 8 საათს დასაძინებლად, თუმცა ხელს უშლიდნენ REM სტადიაში გადასვლაში. შედეგად, ექსპერიმენტში მონაწილეებს აღენიშნებოდათ კონცენტრაციის გაძნელება, გაღიზიანება, ჰალუცინაციები და ფსიქოზის ნიშნები სულ რაღაც სამი დღის შემდეგ. REM ძილის მიღებისას, მონაწილეთა ტვინმა აღიდგინა დაკარგული დრო – გაიზარდა REM სტადიაში გატარებული დროის პროცენტული წილი.

Nightmare__s_Dream_by_devils_courtesan

5. სიზმარში ვხედავთ მხოლოდ იმას, რაც გვინახავს

სიზმრებში ხშირად შეიძლება შევხვდეთ ადამიანს, რომელსაც არ ვიცნობთ რეალურ ცხოვრებაში, თუმცა ეს სახეები არ არის ჩვენი ფანტაზიის ნაყოფი, ეს იმ ადამიანთა სახეებია, რომლებსაც ოდესღაც შევხვედრივართ. შესაძლოა, მკვლელი შენს კოშმარში იყოს ადამიანი, რომელიც ბენზინგასამართ სადგურზე გყავს ნანახი რამდენიმე წლის წინ. ერთი შეხედვით წარმოუდგენელია, მაგრამ თუ დავფიქრდებით რამდენ ადამიანს შევხვედრივართ ცხოვრების მანძილზე, ჩვენი სიზმრის სიუჟეტისთვის მრავალი მოქმედი პირი გვყავს, რომელსაც ჩვენი ტვინი დროდადრო აცოცხლებს.

dream___black_and_white_by_democo-d5f9kzj

6. შავ-თეთრი სიზმრები

ადამიანების დაახლოებით 12% შავ-თეთრ სიზმრებს ხედავს. ასევე სხვადასხვა ადამიანების სიზმრების შესწავლისას საერთო შინაარსის აღმოჩენაც შეიძლება. ხშირად გვესიზმრება თითქოს მოგვდევენ, თითქოს მივრბივართ ძალიან ნელა, ან ადგილზე, ვეცემით, გვაგვიანდება, დავფრინავთ, გამოცდაში ვიჭრებით, ვხედავთ სექსუალური შინაარსის სიზმრებს, ცოცხალი ადამიანების სიკვდილს, ან ვესაუბრებით გარდაცვლილ ადამიანებს. ასევე, კოშმარის გავლენა იმ ადამიანებზე უფრო მაღალია, ვინც ფერად სიზმრებს ხედავს.

7. სიზმრების შინაარსი რეალურ ცხოვრებას არ შეესაბამება

სიზმარი პირდაპირ არ უნდა გვესმოდეს, სიზმარი სიმბოლურია და მისი საშუალებით ქვეცნობიერი ცდილობს რაღაც ემოციის გამოხატვას. სიზმარი თითქმის ყოველთვის ალეგორიულია და მისი გამომწვევი – რომელიმე საკითხი, ან ადამიანია, რომელიც იმ მომენტში გვაღელვებს.

8. ადამიანებს, რომლებიც მოწევას თავს ანებებენ ხშირად აწუხებთ სიზმრები სიგარეტზე

არანორმალური ფსიქოლოგიის ჟურნალის მიხედვით: “293 მწეველის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ 33%-ს 1-4 კვირის განმავლობაში ერთხელ მაინც დაესიზმრა სიგარეტი. უმეტეს შემთხვევაში, ეს მათში ნეგატიურ ემოციებს იწვევს და უმეტესობა ვერ იხსენებს მსგავსი შინაარსის სიზმრებს წარსულში, მოწევისთვის თავის დანებებამდე.

05993-a_1_

9. რეალურისა და არარეალურის გაერთიანება

სიზმრის ინკორპორაცია არის მოვლენა, როცა სიზმარში ხდება რეალურის გაერთიანება. თუ დავფიქრდებით, ალბათ გავიხსენებთ, რომ ძილისას ხშირად დაგვსიზმრებია მუსიკა, რომელიც რეალურად გვესმოდა, ან ძილში არ გვასვენებდა წყურვილის გრძნობა, რომელიც რეალურად გვქონდა. სალვადორ დალის ცნობილი ნამუშევარი “სიზმარი გამოწვეული ბროწეულის ირგვლივ ბუზის ფრენით გაღვიძებამდე ერთი წამით ადრე” სწორედ ამ მოვლენას ასახავს. სალვადორ დალი ხატვის დროს ხშირად იყენებდა უეცარი გამოღვიძების ტექნიკას და საკუთარი მძაფრი შთაბეჭდილებები ტილოზე გადაჰქონდა.

10. როცა გძინავს პარალიზებული ხარ

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ძილის დროს სხეული პარალიზებულია და არ შეუძლია სიზმარში ნანახის განხორციელება. ძილის დროს გამომუშავდება ჰორმონი, რომელიც ზურგის ტვინს სიგნალებს აწვდის, სხეული დუნდება და ბოლოს პარალიზდება.

წყარო : pink.ge

Donna

Me Var !

მსგავსი ამბები

Back to top button