არქივი

5 უცნაური კონტროლერი ვიდეოთამაშებისთვის

ed3d7e8e5363
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საკმარისი არაა მხოლოდ სათამაშო კონსოლის ყიდვა, რომ ვისიამოვნოთ კონსოლის ყველა შესაძლებლობით. პრაქტიკულად ყოველ თამაშს თავისებური მიდგომა ესაჭიროება, მათ შორის მართვის მხრივაც. ამიტომაც ბაზარზე მუდმივად ჩნდება ახალი სათამაშო კონტროლერები – ერთი მეორეზე უცნაურებია.

GameStick – სათამაშო კონტროლერი, რომელიც ამავდროულად არის კონსოლიც.
848d74e22332
GameStick-ის შემქმნელებმა გადაწყვიტეს, რომ შეექმნათ კონტროლერი, რომელიც ამავდროულად იქნებოდა კონსოლიც. GameStick-ის შიგნით მოთავსებულია პროცესორი Amlogic 8726-MX, 1GB ოპერატიული მეხსიერება და 8GB მუდმივი მეხსიერება, ასევე უკაბელო კავშირის მოდულები და დაყენებულია ოპერაციული სისტემა Android Jelly Bean. GameStick ყველა თამაშს ვერ გაუშვებს, მაგრამ ბევრი თამაშიც ჩაირთვება ამ უცნაურ კონსოლზე, რომლის ფასიც შეადგენს 80 ამერიკულ დოლარს.

Super Angry Birds – გაბრაზებული ჩიტების მართვის პულტი
74ae9590ab8f
Angry Birds და მისი შემქმნელები არიან სათამაშო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროდუქტები. ასობით მილიონი ადამიანი თამაშობს გაბრაზებულ ჩიტებს თავიანთ მობილურ მოწყობილობებზე, კონსოლებზე და კომპიუტერებზე. ამიტომაც გასაკვირი არაა, თუ რატომ შეიქმნა რეალური პულტი. კონტროლერი Super Angry Birds შედგება ორი ნაწილისგან. პირველი არის ქვემეხი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მართოთ შურდული. მეორე არის დეტონატორი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ააფეთქოთ ან ჩამოაგდოთ ბომბები.

PowerA MOGA – სათამაშო კონტროლერი სმარტფონისთვის და პლანშეტისთვის
0d238f86ac0f
პრინციპში, სმარტფონზე ან პლანშეტზე თამაშისთვის საჭირო არ არის რაიმე დამატებითი კონტროლერები. სენსორული ეკრანი და ჰიროსკოპი საშუალებას გაძლევთ, რომ შესანიშნავად მართოთ სათამაშო პროცესი. მაგრამ მათთვის, ვისაც სურთ უფრო მეტი კომფორტი, გაჩნდა გარე სათამაშო კონტროლერი მობილური მოწყობილობებისთვის – PowerA MOGA. PowerA MOGA-ს მფლობელებმა უნდა გადმოიწერონ საკუთარი მობილური მოწყობილობისთვის სპეციალური აპლიკაცია MOGA Pivot, რომლის ჩართვის დროსაც საშუალება გეძლევათ გამოიყენოთ მოცემული კონტროლერი. ისიც მართალია, რომ ყველა თამაში ადაპტირებული არაა გარე მოწყობილობასთან სამუშაოდ, ამიტომაც მომხმარებლები Google play-ზე ნახავენ განსხვავებულ ნიშანს, რომელიც მიანიშნებს ჰარდის და სოფტის შესაბამისობას.

კონტროლერ-სავარძელი Simulateur 3D Gyroxus
9deb211f1cf5
Simulateur 3D Gyroxus – ეს ალბათ დღეს-დღეობით ყველაზე დიდი კონტროლერია მთელ მსოფლიოში. ეს არ არის ცალკე გეიმპადი ან ჯოისტიკი, არამედ მთელი სავარძელია, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება და შესაძლებლობები თამაშის დროს. ყოველ ჩვენთაგანს უნდა ან მონდომებია, რომ მთლიანად თვითონ ჩართულიყო სათამაშო პროცესში, დახმარებოდა გმირებს ან ტექნიკას საკუთარი სხეულით, რაც გვაიძულებს ჩვენ, რომ გადავიხაროთ იმ მხარეს, რომელსაც ტელევიზორი გვიჩვენებს. Simulateur 3D Gyroxus იდეალურია სარბოლო სიმულატორებისთვის. მოთამაშეს რომელიც იჯდება ასეთ სავარძელში თავი ეგონება მანქანის ნამდვილი პილოტი და თვითონ შეიგრძნობს ყოველ მოსახვევს ვირტუალურ გზატკეცილზე.

Resident Evil 4 Chainsaw Controller – სათამაშო კონტროლერი საშინელებების მოყვარულთათვის
24d5b337eb37
“ყველაზე უცნაური სათამაშო კონტროლერის” წოდება მოიპოვა მოწყობილობამ Resident Evil 4 Chainsaw Controller, რომელიც განკუთვნილია Resident Evil 4-ის მოყვარულთათვის. სხვათაშორის, Resident Evil 4 Chainsaw Controller-ის გამოყენება სხვა თამაშებშიც შეგიძლიათ, მაგრამ მხოლოდ იმეებში, რომლებშიც მოგიწევთ მტრის მოკვლა ვირტუალური ბენზოხერხით. Resident Evil 4 Chainsaw Controller-ის ხერხი არ ტრიალებას, ანუ ის სრულიად უსაფრხოა ყველანაირად.

მსგავსი ამბები

Back to top button