გართობაუცნაური

Bloodhound SSC: ბოლო ნაბიჯი ახალ რეკორდულ სიჩქარემდე

cf832dcb67e8
Bloodhound SSC: ბოლო ნაბიჯი ახალ რეკორდულ სიჩქარემდე.

cf832dcb67e8
2008 წლიდან მიმდინარეობს მუშაობა ზესიჩქარის მქონე ავტომობილ Bloodhound SSC-ზე, რომელმაც უნდა დაფაროს მანძილი რეკორდული 1000 მილი საათში სიჩქარით. ახლა პროექტი გავიდა ბოლო სტადიაზე, მანქანის მშენებლობა სრულიად დასრულდა და მზადაა გამოცდისთვის.
40a16e12fc95
1997 წლის 15 ოქტომბერს ბლექ-როკის უდაბნოში, ნევადაში დამყარდა სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებს შორის მსოფლიო რეკორდი. იმ დროს ავტომობილ Thrust SSC-ს მართავდა ბრიტანელი პილოტი ენდი გრინი, რომელმაც გაიარა 1228 კილომეტრ საათში სიჩქარით. ეს რეკორდი დაუმხობელია 16 წელია, მაგრამ უახლოეს მომავალში ის შეიძლება დაიმხოს და ამას ისევ გააკეთებს ენდი გრინი.
5bd38eaf956b
რამდენიმე დღის წინ დასრულდა ზეხმოვან ავტომობილზე Bloodhound SSC-ზე მუშაობა, რომელსაც თეორიულად შეუძლია გაიაროს 1609 და მეტი კილომეტრ საათში სიჩქარით. ამისათვის ის იყენებს სამი სახის ძრავას: ჰიბრიდული სარაკეტო, რეაქტიული ძრავა Eurojet EJ200 და 800-სიმძლავრიანი 12 ცილინდრიანი ბენზინის ძრავა.

ავტომობილის კორპუსი დაკონსტრუქტირებულია ხუთი სხვადასხვა სახის ნახშირბადის ბოჭკოსგან, რაც მას ხდის უფრო მჩატეს. კონსტრუქცია არის სულ რაღაც 400 კილოგრამი, ხოლო საწვავთან ერთად კი 6422 კილოგრამი.
7a560511c01f
Bloodhound SSC-ის წინა ნაწილში არის გაკეთებული ფანჯარა, რომელსაც შეუძლია ფრინველებთან შეჯახება 1448 კილომეტრ საათში გარბენისას.

სატესტო გამოცდა ჩატარდება 2014 წელს, ხოლო სარეკორდო გარბენებს როგორც ელოდებიან გააკეთებს 2015-2016 წლებში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უდაბნოებში. პილოტი არის ენდი გრინი, რომელიც აპირებს დაამხოს თავისივე 17 წლის წინანდელი რეკორდი.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button