არქივი

ტალღისებრი თუთიყუში

ff7d7dbf3f3a

გთავაზობთ ტალღისებრი თუთიყუშის მოვლის წესებსა და მათ თავისებურებებს

ამ ბლოგში მე შევეცდები მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია ტალღისებურ თუთიყუშებზე, რათა უკეთესად გაიცნოთ ამ თუთიყუშების სახეობა.
მოდით დავიწყოთ: ტალღისებური თუთიყუშის გავრცელების არეალი მოიცავს ხშირ ტყიან და ბუჩქოვან ადგილებს, სადაც ბევრია თავშესაფარი და ბუდისთვის გამოსადეგი ხის ფუღუროები. თავისი ბუნებით ეს თუთიყუშები ძალიან ხალისიანი და მოთამაშე ფრინველები არიან, განსაკუთრებით დილის საათებში უყვართ ცელქობა და ჟრიამული, რაც ერთობ მომაბეზრებელი ხდება ზოგიერთი პატრონისთვის, ამიტომ სანამ იყიდით ამ თუთიყუშს ჯერ გაარკვიეთ ამ სახეობის ქცევის თავისებურებები.
ტალღისებრის შერჩევა: მაშ ასე,თქვენ გადაწყვიტეთ იყიდოთ ამ სახეობის თუთიყუში და არ იცით თუ რა პარამეტრებით და რა წესების დაცვით უნდა შეარჩიოთ ეს ჩიტი? უპირველეს ყოვლისა უნდა დარწმუნდეთ, რომ ჩიტი ჯანმრთელია, ანუ მას უნდა ჰქონდეს ღია ფერის, სუფთა ბუმბული, ცოცხალი ფერები, იგი არ უნდა იყოს მობუზული და თავი არ უნდა ჰქონდეს ფრთაში ჩამალული. ის არ უნდა კანკალებდეს და კლოაკაც სუფთა უნდა ჰქონდეს (სკინტით მოსვრილი კლოაკა ფრინველის ავადმყოფობაზე მიანიშნებს). ფრინველს არც ფეხებზე და არც ნისკარტზე არ უნდა ჰქონდეს რაიმე მოთეთრო წამონაზარდები, რაც მიანიშნებს სოკოვან დაავადებებზე. უმჯობესია, თუ გალიასთან ერთად შეიძენთ ცარცსა და მინერალურ ქვას (რომელიც წააგავს წვრილად დაფშვნილ ხრეშს, მარცვლის ზომები არ უნდა აღემატებოდეს 1–1,2 მმ.–ს, ის ეხმარება კუჭს მაგარი და ხმელი მარცვლების გადამუშავებაში), რაც ზოომაღაზიაშივე იყიდება აგრეთვე არ დაგავიწყდეთ უყიდოთ სათამაშო, რომლებიც მრავლადაა ზოომაღაზიებში. შეეცადეთ უყიდოთ ისეთი სათამაშო, რომელიც იოლად არ ფუჭდება, არ ძვრება რაიმე დეტალები და ასე შემდეგ, რომ თუთიყუშმა არ გადაყლაპოს. თქვენ თვითონაც შეგიძლიათ მათთვის სათამაშოების დამზადება. სათამაშოები, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს დამზადებული ტოქსიკური ნივთიერებებისაგან. თუ ყიდულობთ მხოლოდ ერთ თუთიყუშს, უყიდეთ მას პატარა სარკეც, რომ არ მოიწყინოს. ხშირად იძახიან ხოლმე, რომ თუ სარკეს დაუკიდებ, თუთიყუში ლაპარაკს ვეღარ ისწავლის, რაც არ შეესაბამება სიმართლეს (თუმცა ლაპარაკი უნდა ისწავლოს მხოლოდ და მხოლოდ მარტოდ ყოფნის დროს)

0e29161a0516

სახლში მიყვანა და სწორი ადგილის შერჩევა გალიისთვის: სახლში მიყვანის შემდეგ შეეცადეთ გალია ისეთ ადგილას დადგათ, სადაც ბევრი ადამიანი არ ტრიალებს და ხმაურიც შესაბამისად ნაკლებია. ეს კეთდება თავიდანვე, რადგან ფრინველს სტრესი არ მივაღებინოთ, რაც ხშირად გამოიხატება ხოლმე თხელ, წყალ-წყალა სკლინტის გამოყოფაში. გალია არ უნდა იდგას რაიმე ელექტრო მოწყობილობაზე, სასურველია თავიდან სახის სიმაღლეზე დადგათ გალია, რათა ჩიტი პირდაპირ გხედავდეთ; ხელები არასოდეს დააფაროთ გალიას ზევიდან, ასეთი ქმედება მისთვის ასოცირდება მტაცებლებთან. გალია არ დადგათ სამზარეულოში, რათა გაზისა და საჭმლის ორთქლმა არ შეაწუხოს ფრინველი. ვინაიდან გალიიდან ცვივა ბუმბული და საკვების ნარჩენები, გალიის განთავსება სამზარეულოში, ჰიგიენის თვალსაზრისითაც მიუღებელია.
fb884e87b771

სწორი კვება და მოვლა: რაც შეეხება კვებას ეს არც თუ ისეთი რთული საქმეა პატრონისთვის თუ იცის რა,როგორ და რა დროს მისცეს საჭმელი ჩიტუნას.არის უამრავი საკვები,რომლებიც გამდიდრებულია ვიტამინებით და შეიცავს ძალიან ბევრი სახის საკენკს(მარცვლეულს).შეიძინეთ ისეთი კოლოფები ან ცელოფნის პაკეტები,რომლებშიც ჰერმეტულობა არ არის დარღვეული(არსებობს საშიშროება რო შიგნით ბინადრობდეს სოკოვანი ან რაიმე სხვა დაავადების მაპროვოცირებელი ორგანიზმები,აგრეთვე რაიმე სახეობის წვრილი მწერები რაც იგივე საშიშროებას წარმოადგენს ჩიტისთვის ან თუ წონით იყიდით ,იყიდეთ ხოლმე ერთი და იგივე ადამიანისგან ან მაღაზიაში სადაც სისუფთავეა).აჭამეთ ზომიერად და არ აშიმშილოდ ჩიტი,ერთი დღის რაციონი შეადგენს თითქმის ერთი ჩაის კოვზ საკენკს(ცოტა მეტი),ეს იმ შემთხვევაში თუ მას აძლევთ აგრეთვე ხილს და ბოსტნეულს.ხილიდან ძალიან უყვართ:ვაშლი (მსხალი არ მისცეთ–შეიცავს მავნე ნივთიერებებს ჩიტისტთვის) ხოლო ბოსტნეულიდან:ძალიან უყვართ სტაფილო,ცოტაოდენი ჭარხალი,მწვანე სალათის ფოთლები(სასურველია ოხრახუში არ მისცეთ) და ეს ყველაფერი ძალიან კარგად გარეცხილი,რათა გამოირიცხოს დაავადებების შეყრა ჩიტზე.ამ სახის თუთიყუშებს არ უყვართ ორპირი ქარი (სკვაზნიაკი) ცივდებიან ძალიან მალე,რაც ისევ და ისევ სკლინტის თხელ კონსტიტენციაში გამოიხატება.პირდაპირი მზის სხივების ქვეშ ყოფნაც ძალიან საზიანოა,შეეცადეთ გალია ისეთ მდგომარეობაში დადგათ,რომ მზე ნახევრად ანათებდეს გალიაში ან ნახევრად რაიმე ნივთი ააფაროთ გალიას(მზის სხივების ზემოქმედებისას გამომუშავდება D ვიტამინი,ეს აუცილებელია).თუკი იმ ოთახში ტემპერატურა არ არის დაბალი შეგიძლიათ კვირაში ერთხელ აბანაოთ ჩიტუნია(კვირაში ერთხელ ჩამოუკიდეთ ხოლმე ეს საბანაო მოწყობილება გალიაზე) ანუ ბევრი საბანაო მოწყობილობები იყიდება ზოომაღაზიებში,სხვადასხვანაირები.
ამ სახეობის თუთიყუშები იოლად მრავლდებიან სახლის პირობებში. მოზრდილ მამალს ნისკარტის თავზე (ანუ ნესტოები, იგივე ცვლილოვანა) აქვს ცისფერი ან ლურჯი, ხოლო დედალს მუქი მოყავისფრო.

წყარო: floranimals.wordpress.com

მსგავსი ამბები

Back to top button