TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

ფლორიდიდან „კაცი-Barbie“

804ae6031892

ფლორიდიდან „კაცი-Barbie“ ყოველწლიურად ხარჯავს $30 000 ამერიკულ დოლარს თოჯინებზე და ნივთებზე, რომლებიც რაიმეთი მაინც არის დაკავშირებული ბარბისთან;


41 წლის სტენლი კოლორაიტი (Stanley Colorite) , რომელიც თავის თავს უწოდებს „მამაკაცი-ბარბი“, კოლექციონერია Barbie-სათამაშოების ბოლო ოცი წლის განმავლობაში ; მან ცნობილი დიზაინერის დახმარებით , გადააკეთა თავისი სახლი კომპანია (Mattel) -ის პოპულარული სათამაშოების ვირტუალურ მუზეუმად;
ბარბი წარმოადგენს კომპანიის MATTELსავაჭრო მარკას. მისი შექმნის იდეა ეკუთვნის ამერიკელ რუტ ჰენდლერს. 1958 წელს რუტ ჰენდლერმა ოფიციალურად დააპატენტა თოჯინა – ბარბი (Barbie). მისი სახელი შერჩეული იქნა მისი ქალიშვილის – ბარბარას პატივსაცემად. ასე შეიქმნა ყველა ბავშვისთვის საყვარელი თოჯინა ბარბი.

0ba78e6eab30
სახლების დასუფთავების ბიზნესის მფლობელმა , სტენლი კოლორაიტმა (Stanley Colorite), 1997 წელს შეიძინა თავისი პირველი თოჯინა-Barbie doll; ამ დროისათვის კი, მას 2000 – ზე მეტი ბარბი-თოჯინა აქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ
უამრავი რაოდენობის აქსესუარებზე და ეკიპირებებზე; სტენლი აცნობიერებს, რომ იგი გახდა ერთგვარად შეპყრობილი ამ სათამაშოზე, თუმცა, მას უბრალოდ ვერაფერი შეაჩერებს და არც უნდა ; თუ ის ხედავს თოჯინას, რომელიც მას არ აქვს, ან რომელიმე ნივთს Barbie-ის ბრენდიდან, უბრალოდ უნდა იყიდოს და შეძინის მერე , როგორც თავად აღნიშნავს: „ თავს უბედნიერეს ადამიანად გრძნობს, თითქოს 10 წლით გაახალგაზრდავდა“; ამგვარად, ყოველთვიურად, მის შთამბეჭდავ კოლექციას დაემატება დაახლოებით 20 ახალი თოჯინა- Barbie და სხვა ნივთებიც , რომელთაც შემთხვევით წააწყდება სუპერმარკეტებში, eBay-ზე და სათამაშო მაღაზიებში…

bf0ae22f7bc5
როგორც თქვენ მიხვდით, ეს საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა – ყოველწლიურად სტენლი ხარჯავს დაახლოებით 30 000 დოლარს. ეს საკმაოდ დიდი თანხაა, მაგრამ „მამაკაცი-Barbie” არ აპირებს უარი თქვას ამ ჰობზე .

მიუხედავად იმისა, რომ მისი ოთხი, ოთახი სავსეა Barbie-თოჯინებით, სტენლი აცხადებს, რომ იგი გეგმავს კოლექციის შეგროვების გაგრძელებას მანამდე, სანამ ფლორიდაში, მის საკუთარ სახლში ყველა 7 -ივე ოთახი არ იქნება შევსებული ბარბის თოჯინებით; გარდა ამისა, ის აპირებს თოჯინების ჩამოკიდებას ჭერზე, ან მათგან კრეატუილი ჭაღების გაკეთებას, იმისათვის რომ განთავისუფლდეს ცოტაოდენი სივრცე-ადგილი…

7aa0c4f96a56
დენის შლიკერი (Dennis Schlicker) კოლორაიტის პარტნიორი, იხსენებს, რომ როდესაც ისინი პირველად შეხვდნენ ერთანეთს 13 წლის წინ, სტენლის ქონდა „მხოლოდ“ 150 ბარბი-თოჯინა. თოჯინებმა თავიანთი ორიგინალური ყუთებით, რა თქმა უნდა შთაბეჭდილება მოახდინა შლიკერზე, რომელიც დღემდე ეხმარება კოლორაიტს კოლექციის შეგროვებაში, და თვითონაც კი დაიწყო თოჯინა „კენ“-ის კოლექციის შეგროვება. მოცემული მომენტისათვის , ის ბედნიერი და ამაყი მფლობელია 1000 კენ-თოჯინის (Ken dolls )- ყველასი, რომლებიც გამოვიდა შეერთებულ შტატებში;
კოლეგები ერთად ესწებიან აქციებს, სტენლის სიამოვნებას გვრის თავისი თოჯინებისათვის სამკაულების დამზადება, ასევე თავისი თოჯინის (Barbie ) თმის დახვევა თავისუფალ დროს…

04344d989d15
ყველაზე ძვირადღირებული თოჯინა სტენლის კოლექციაში არის ბარბი, რომელიც მან შეიძინა $975 დოლარად, ხოლო ყველაზე ძვირადღირებული ნივთია- 1000 დოლარიანი თოჯინების „ოცნება“ სახლი ; კოლორაიტი თვლის, რომ მხოლოდ მისი თოჯინები ღირს დაახლოებით 80 000 დოლარი. თუმცა, ის არ აპირებს მათ გაყიდვას, რადგან მას ძალიან მოსწონს და ამაყობს კიდევაც, რომ აქვს საკუთარი „Barbie“ მუზეუმი;
ნახეთ ვიდეო:

მაგრამ, მაგრამ…
კოლექცია „მამაკაცი-Barbie” ეჭვს გარეშეა, რომ შთამბეჭდავია, მაგრამ ეს არ არის ყველაზე დიდი და ვრცელი კოლექცია მსოფლიოში. ბეტინა დორფმანი (Bettina Dorfmann) დუსელდორფიდან, გერმანია- წარმოადგენს რეკორდსმენს გინესის რეკორდების წიგნის მონაცემებით – მის მფლობელობაშია 15 000 თოჯინა-ბარბი (Barbie dolls.)

blogerlady

age: 14
Back to top button