გართობაუცნაური

იდუმალი ჭექა-ქუხილი

c9a475459fe4

და თქვენ გეშინიათ….

იშვიათია ადამიანი,გულგრილი რომ დარჩეს ჭექა-ქუხილის მიმართ. რეალური საფრთხე, რომელიც თან ახლავს ამ მრისხანე სტიქიას, ყოველთვის აფორიაქებდა წარმოსახვას და ბადებდა შეკრული არაცნობიერების გამოცდილებას. ჩვენი შორეული წინაპარი თავზარდაცემული ელოდა მგრგვინავ ცაში ჭექა-ქუხილს. თუმცა დღესაც, მეცნიერებისა და ტექნიკის ზეობის ეპოქაში, ელვის წარმოქმნისა და გამოვლინების ბუნება არ არის სრულიად გარკვეული.

ძველად მეხდაცემულ ადამიანს მიწაში ფლავდნენ და ასე უნარჩუნებდნენ სიცოცხლეს, დღესაც ასე იქცევიან, რადგან იციან, რომ ამგვარად შესაძლებელია ელექტრომუხტების მოხსნა. მაგრამ ელვამ, შესაძლოა ბევრ ადამიანს გაუჩინოს დაბნეულობის, უმწეობის განცდა, მომხდარისადმი იდუმალების შეგრძნება…

ამგვარი შემთხვევა ცნობილია იაპონიაში, სადაც მასწავლებელმა მოსწავლეები ექსკურსიაზე, მთაში წაიყვანა.

ტყეში ჭექა-ქუხილი ატყდა და გზა რომ არ აბნეოდათ, მასწავლებელმა ერთ თოკზე ჩააბა ბავშვები, როგორც ალპინისტები და რა მოხდა შემდეგ? ალბათ გაინტერესებთ?… ბავშვების ჯაჭვს მეხი დაეცა და მათ შორის ყოველი მესამე დაიღუპა. სველი თოკი ატმოსფერული ელექტრობის შესანიშნავი გამტარია, მაგრამ რატომ დაიღუპა მაინცდამაინც ყოველი მესამე? მეცნიერებას ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს! …

9173dfb93e4c

და რა არის ელვა?

ე.წ ხაზობრივი ელვა სხვა არაფერია , თუ არა გიგანტური ელექტრული ნაპერწკალ-მუხტები, სიგრძით 50 და ზოგჯერ 100კმ. არსებობს სახმელეთო და ღრუბლისშიდა ელვა. მეხის ელექტროობის ძალა შეიძლება განსხვავებული იყოს…

ათობიდან დაწყებული, შესაძლოა მისმა ძალამ რამდენიმე ასეულ კოლოამპერსაც მიაღწიოს. მისი ენერგია საშუალოდ 10-13 ჯოულს შეადგენს, მაგრამ შესაძლოა მეტიც იყოს, ტემპერატურა კი კელვინით 25_დან 30 ათას გრადუსამდე.

5469c8a86852

მეხის წარმოქმნას თანა ხლავს კაშკაშა აფეთქება ძლიერი ულტრაიოისფერი და რენტგენის გამოსხივებით. როდესაც დედამიწას უახლოვდება ელვა ის განიმუხტება და გამოყოფს ე.წ სტიმერს. როცა ჯაჭვი- “ღრუბელი-მიწა” იკვრება, მასზე როგორც 2-3 სმ_იან ღარზე “გაირბენს” უზარმაზარი სიმკვრივისა და მოცულობის სხვადასხვა მხარეს დატოტვილი ელექტრომუხტები. ელვის გარბენის ხანგრძლივობა დიდი სულაც არ არის…ზუსტად ერთ წამამდეა.

a69a67704b74

ცნობილია, რომ სიმაღლისკენ მიმართული საგნები იზიდავენ მეხს, ამიტომ სოფლად იგი ეცემა ტაძართა გუმბათებს და ჯვრებს. ქალაქებში- ცათამბჯენებს და სატელევიზიო ანძებს. ღია სივრცეში- განცალკევებით მდგარ ხეებს, რომელთა ქვეშ ყოვლად დაუშვებელია ჭექა-ქუხილის დროს თავის შეფარება. შემჩნეულია , რომ ღია ადგილებში მეხუ უფრო ხშირად იქ ეცემა, სადაც წყალია დაგროვილი ან სადაც ჭყალგაყვანილობის მილებია გაყვანილი.

8666ff2638df

მეცნიერული კვლევებით დადგინდა, ელვის გამოსხივება იმდენად ძლიერია, რომ მისი დანახვა მთვარიდანაც არის შესაძლებელი. ასევე ცნობილია , რომ ამერიკელი აბორიგენი ჯადოქრები ფლობენ ჭექა-ქუხილის გამოწვევის ხელოვნებას. ეს ასე ხდება:

ავდრის დროს ტომის წევრი მამაკაცები ჯადოქრის ნიშანზე იკრიბებიანმ მკაცრად განსაზღვრულ ადგილას, კრავენ წრეს და იწყებენ საგანგებო (სარიტუალო) ცეკვას შუბებით. რიტუალური როკვა გრძელდება მანამ, სანამ წრის შუაგულში არ დაეცემა მეხი. ზოგჯერ რამდენჯერმე. ამ საჩვენებელ როკვაში, რომელზეც ჯადოქრის შესაძლებლობები მჟღავნდება, დაფარულია ერთი ეშმაკობა… მეხის გამოსახმობად ტომი არჩევს ადგილს , რომელიც მდიდარია მიწისქვეშა წყლებით….

2b676b6e6639

მოქმედების ადგილი- ტორონტო

როგორ ხდება, რომ ერთსა და იმავე ადგილას, ან ერთსა და იმავე ადამიანს მეხი რამდენჯერმე ეცემა? 1950 წელს ჟურნალ “ფეიტში” ამგვარი ამბავი იყო მოთხრობილი : 1899 წელს ტორონტოში , ერთ-ერთი სახლის ეზოში მეხმა კაცი მოკლა. 30 წლის შემდეგ ზუსტად იმავე ადგილას მეხმა ამ კაცის შვილი მოკლა. 1949 წელს კი ამ “იდუმალმა მეხმა” ი მავე ადგილზე სიცოცხლე მოუსწრაფა პირველი კაცის შვილიშვილს, ანუ მეორე კაცის შვილს…

ეს თემა , დღემდე ამოუცნობი ფენომენია როგორც ბევრისთვის , ასევე მეცნიერებისთვისაც.. მე კი ამ “საგვარეულო მეხის” ფონზე შევწყვეთ ამ პოსტს და ბედნიერ მეხის დაცემას გისურვებთ…

0a88c5691488

მსგავსი ამბები

Back to top button