არქივი

რა ინფორმაციას იძლევა ადამიანის ხმა (ნაწილი II)

ba5836a58f1f

არც თუ მიცირე ინფორმაციას იძლევა ადამიანის ხმის ტონი და სიძლიერე. ზოგიერთი გრძნობები, როგორიც არის ენთუზიაზმი, სიხარული, უნდობლობა ჩვეულებრივ მომატებული ხმის ტონალობით გამოითქმება, ისე როგორც შიშის შეგრძნებისას, მაგრამ პირველ შემთხვევაში უფრო ფართო დიაპაზონის ტონალობაა და ხმაც ძლიერია. ისეთი გრძნობები როგორიც არის მწუხარება, დარდი და დაღლილობა, ჩვეულებრივ გადმოიცემა რბილად და ყოველი ფრაზის შემდეგ ინტონაციის შემცირებით.


ადამიანები საუბრობენ სწრაფად, როდესაც ისინი აღშფოთებულნი ან აღელვებულნი რიან პირადი სიძნელეების გამო. როცა ადამიანი ცდილობს დაგვარწმუნოს საკუთარ სიმართლეში ჩვეულებრივზე სწრაფად საუბრობს. ჩვეულებრივზე ნელა საუბარი, მიანიშნებს დარდს ,მწუხარეაბასა და დაღლილობაზე. როდესაც საუბრის დროს ხშირია ცდომილეები, ადგილი აქვს სიტყვების გამეორებას და არასწორად შერჩევას ადამიანები თავისდაუნებურად ამჟღავნებენ საკუთარ გრძნობებს. სიტყვების შერჩევა ადამიანებს უჭირთ იმ შემთხვევაში როდესაც იგი არ არის დარწმუნებული საკუთარ სიტყვებში, ან ცდილობს თანამოსაუბრის გაკვირვებას.უმეტესწილად საუბრისას დაშვებული ხშირი შეცდომები მიანიშნებს, რომ თანამოსაუბრე ღელავს და ცდილობს მოგვატყუოს. შემთხვევითი არ არის, რომ გამოცდის წინ ნერვიულობისას ხშირად ხმაში ხრინწი გამოერევათ სტუდენტებს, ნერვიულობისას შესაძლოა ხმა იმდენად შეიცვალოს რომ საკუთარმა დედამაც კი ვერ გიცნოთ.
cf753ede35f2

რამდენადაც ხმის ტონალობა დამოკიდებული სხეულის სხვადასხვა ორგანოების მუშაობაზე, შესაბამისად ხმაში აისახება ამ ორგანოთა მდგომარეობაც. ადამიანში არსებული ემოციები ცვლიან სუნთქვის სიხშირეს. შიში და სტრესი ახდენს ხორხის პარალიზებას . შემთხვვითი არ არის, რომ ადამიანები შიშის ხარისხს ტონალობის ზრდით აფასებენ “ისე კიოდა მთელმა სოფელმა გაიგონაო” არა მხოლოდ ემოციური მდგომარეობა მოქმედეს სუნთქვის სიხშირეზე, არამედ, სუნთქვით შესაძლებელია ემოციური მდგომარეობის კონტროლიც. მძიმე ემოციური მდგომარეობისას რეკომენდირებულია ღრმად აისუნთქოთ და ამოისუნთქოთ ფართოდ გაღებული პირით. თუმცა სუნთქვის ხარისრი შესაძლოა შეიცვალოს ჰაერის უკმარისობითაც.
eb53f180b8b2

საუბრის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ დავადგინოთ მართალს ამბობს თუ არა თანამოსაუბრე. ყურადღებიანმა მსმენელმა შესაძლოა უბრალო ნიუანსით იგრძნოს არის თუ არა იგი სიცრუის მსხვერპლი, მაგრამ ამ ხელოვნებას ყველა ვერ სწვდება, არად აარავის არ სურს იყოს მოტყუებული.
ამ პრობლემების მოგვარებას ახერხებს მეცნიერებისა და ტქნიკის მიღწეწვები. ტელეფონის ყურმილზე სპეციალური აპარატის დამონტაჟებით შესაძლებელია მოსაუბრის ემოციური მდგომარეობის გაგება. ინდიკატორზე სპეციალური ციფრების ცვლილებით შესაძლოა დადგინდეს რომელ სიტყვაზე ცრუობთ. აღნიშნული აპარატები უკვე გაყიდვაშია ინგლისში.

ღრმად აისუნთქოთ და ამოისუნთქოთ ფართოდ გაღებული პირით. თუმცა სუნთქვის ხარისრი შესაძლოა შეიცვალოს ჰაერის უკმარისობითაც.
საუბრის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ დავადგინოთ მართალს ამბობს თუ არა თანამოსაუბრე. ყურადღებიანმა მსმენელმა შესაძლოა უბრალო ნიუანსით იგრძნოს არის თუ არა იგი სიცრუის მსხვერპლი, მაგრამ ამ ხელოვნებას ყველა ვერ სწვდება, არად აარავის არ სურს იყოს მოტყუებული.
6fc73da47877
ამ პრობლემების მოგვარებას ახერხებს მეცნიერებისა და ტქნიკის მიღწეწვები. ტელეფონის ყურმილზე სპეციალური აპარატის დამონტაჟებით შესაძლებელია მოსაუბრის ემოციური მდგომარეობის გაგება. ინდიკატორზე სპეციალური ციფრების ცვლილებით შესაძლოა დადგინდეს რომელ სიტყვაზე ცრუობთ. აღნიშნული აპარატები უკვე გაყიდვაშია ინგლისში.

წყარო: www.bodylanguageuniversity.com

 

Back to top button