იცოდით რომ…
საინტერესოა
ენოტი საკვებს რეცხავს და ისე მიირთმევს. მას ურჩევნია შიმშილით მოკვდეს, ვიდრე მანამ შეჭამოს რამე, ვიდრე მას წყალში არ გაავლებს და კარგად არ გაასუფთავებს.
ცხოველთა შორის ყველაზე მძინარა, კოალაა. მას დღე ღამეში 22 საათი ძინავს. თუ გავითვალისწინებთ, რომ კოალას სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 15 წელია, გამოდის, რომ სიცოცხლეში დაახლოებით 13 წელს ძილში ატარებს.
სპილო დღეში დაახლოებით 225 კილოგრამ საკვებს მიითმევს. ერთ ჯერზე კი 135 ლიტრი წყლის დალევა შეუძლია.
სამეფო არწივი, მთელი ცხოვრებას ერთ პარტნიორთან ატარებს და არც ბუდეს იცვლის.
ჟირაფის კისერი დაახლოებით 2,5 მეტრი და 11 კილოგრამია.
1 გრამი თაფლის დამზადებისთვის, ფუტკარი 7 500 ყვავილისგან იღებს ნექტარს.
თეთრ დათვს ძალიან კარგი ყნოსვა აქვს. მას შეუძლია 30 კილომეტრზე იგრძნოს ზვიგენის გვამის სუნი. 1 მეტრიანი ყინულის ქვეშ მყოფ სელაპსაც სუნით გრძნობს.
დელფინი 200 მეტრის სიღრმეზე ჩადის და 15 წუთი შეუძლია გაძლოს ზედაპირზე ამოსვლისა და ჩასუნთქვის გარეშე.
სირაქლემას კვერცხი 1,5 კილოგრამია. ეს კი 24 ცალი ქათმის კვერცხის ტოლფასია.
კოლიბრი იმდენად პატარა ჩიტია, რომ ხშირად ობობას ქსელში ეხვევა და თავს ვეღას აღწევს.
ზვიგენი იძულებულია სულ იმოძრაოს. მინიმუმ 3 კმ/საათში მაინც. სხვანაირად მის ორგანიზმს საჭირო ჯანგბადი არ მიეწოდება.
ნიანგის სქესი დამოკიდებულია ინკუბაციის პერიოდში ტემპერატურაზე. თუ კვერცხი 30°C- ზე ნაკლებ ტემპერატურაზე იჩეკება, ნიანგი
დედალია, ხოლო 30°C გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე, მამალი ნიანგები იჩეკებიან. კვერცხის ტემპერატურას განსაზღვრავს დედა. ზოგიერთ კვერცხს უფრო ღრმად მარხავს, ზოგიერთს კი უფრო ზედაპირულად.
წყარო: badri286.wordpress.com