არქივი

28 – ივნისი. დღის მოვლენები

76ee8aee10f6

28 ივნისი – ამ დღეს მოხდა… 

დღის მოვლენები

1098 – პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა – ჯვაროსნებმა კერბოღა დაამარცხეს მოსულში.
1243 – ინოკენტი IV რომის პაპი გახდა.
1389 – ოსმალებმა სერბები დაამრცხეს კოსოვოსთან, რამაც ოსმალებს გზა გაუხსნა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის დასაპყრობად.
1519 : კარლ V საღვთო რომის იმპერატორი გახდა.
1635 : გვადალუპე საფრანგეთის კოლონია გახდა.
1651 : ბერესტეცკოს ბრძოლა დაიწყო პოლონელებსა და უკრაინელებს შორის.
1838 : დედოფალი ვიქტორიას კურთხევა.
1881 : ავსტრია და სერბია საიდუმლო ხელშეკრულებას დებენ.
1895 : სალვადორი, ჰონდურასი და ნიკარაგუა ცენტრალური ამერიკის კავშირს ქმნიან.
1914 : სარაევოში სერბმა ნაციონალისტმა გავრილო პრინციპემ მოკლა ავსტრიის იმპერიის უფლისწული ფრანც ფერდინანდი და მისი ცოლი ზოფია, რაც პირველი მსოფლიო ომის გამომწვევი საბაბი გახდა.
1919 : ვერსალის ხელშეკრულება დაიდო, რითაც დასრულდა პირველი მსოფლიო ომი გერმანიასთან.
1940 : რუმინეთი უთმობს ბესარაბიას (დღევ. მოლდოვა საბჭოთა კავშირს.
1950 : ჩრდილოეთ კორეის ჯარებმა სეული დაიპყრეს.
1960 : კუბამ კონფისკაცია მოახდინა კუნძულზე მდებარე აშშ-ის ნავთობსარეწი საწარმოების.
1967 : ისრაელი აღმოსავლეთ იერუსალიმს იპყრობს.
1969 : სტოუნუოლის ჯანყი დაიწყო ქალაქ ნიუ-იორკში.
1992 : ესტონეთის კონსტიტუცია შევიდა ძალაში.
1996 : უკრაინის კონსტიტუცია შევიდა ძალაში.
1997 : მაიკ ტაისონს მატჩის ხელმეორედ თამასისთვის დისკვალიფიკაცია მიენიჭა ოპონენტის ევანდერ ჰოლიფილდისთვის ყურის მოჭმის გამო.
2004 : კოალიციურმა დროებითმა ხელმძღვანელობამ მმართველობა ერაყის დროებით მთავრობას გადასცა, რითაც დასრულდა ქვეყანაში აშშ-ის მმართველობა.
2004 : ესტონეთი, ლიტვა და სლოვენია ევროპის გაცვლითი კურსის მექანიზმს უერთდებიან.
2005 : კანადაში ლეგალიზებულ იქნა ერთი სქესის წყვილთა ქორწინება.
2006 : მონტენეგრო გაეროს 192-ე წევრი გახდა გაეროს გენერალური ასამბლეის 60/264 რეზოლუციით.
2009 : ჰონდურასის პრეზიდენტი მანუელ სელაია ჩამოაგდო ხუნტამ საკონსტიტუციო რეფერენდუმის ჩატარების გარშემო შექმნილი უთანხმოების ფონზე.

ამ დღეს დაბადებულნი

1577 : რუბენსი, პეტერ პაულ – ფლამანდელი მხატვარი
1712 : რუსო, ჟან-ჟაკ – შვეიცარიელი ფილოსოფოსი (გ.1778)
1921 : რაო, ნარასიმჰა – ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 1991-1996 (გ.2004)
1940 : იუნუსი, მუჰამედ – ბანგლადეშელი ბანკირი და ეკონომისტი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

1836 : ჯეიმზ მედისონი – აშშ-ის მე-4 პრეზიდენტი (დ.1751)
1941 : ანდრია ბენაშვილი – ქართველი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე
1943 : ჰეკი, ფილიპ – გერმანელი იურისტი
1982 : ასათიანი, გურამ – ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი
1982 : ბენაშვილი, დიმიტრი – ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
ამოს წინასწარმეტყველი
სტეფანე მოციქული
დულა კილიკიელი
წმინდა მოწამენი: ვიტე, მოდესტო და კრისკენტია მზრდელი
ორტისი ტაბენისიოტელი
დულა მეგვიპტელი
იერონიმე სტრიდონელი
ნეტარი აგვუსტინე
აღმოყვანება ნაწილთა თეოდორე სიკიელისა, ანასტასიოპოლელ ეპისკოპოსისა
ლაზარე სერბი
წმინდა ეფრემი
იონა საკვირველთმოქმედი
წმინდა მიხეილი
გრიგოლ და კასიანე

წყარო: ka.wikipedia.org

P.S ვისაც ამ დღეს დაბ. დღე გაქვთ გილოცავთ ყველას…

Back to top button