გართობა

საინტერესო ამბები

კოცნა 300 ათასად
სუპერმოდელმა კეიტ მოსმა აუქციონზე კოცნა გაყიდა, რომლის ფასიც 300 ათას დოლარს შეადგენდა. შემოსული თანხა მოდელმა ლონდონში, საბავშვო საავადმყოფოში გადარიცხა. თავიდან ლოტზე აქტიურობა არ იყო, სანამ 35 წლის მოდელმა პირობები არ შეცვალა. კეიტი კოცნისთვის პოლიციელის სექსუალურ ფორმაში უნდა გამოწყობილიყო, ამ ხერხმა გაამართლა.

pornoქალები პორნო ფილმებს უყურებენ

ბრიტანულმა ჟურნალმა The Sun-მა დაახლოებით 1 000 მკითხველს ჩამჭრელი შეკითხვების სერია დააყარა. ამ კითხვებით გაირკვა,რომ ქალების 66% უყურებს პრონოგრაფიას. ხოლო ათიდან ცხრა მამაკაცი, დაახლოებით 88% -პორნოგრაფიულ მასალას. ქალები პორნოგრაფიას მხოლოდ გასართობად უყურებენ. რაც უფრო ასაკოვანია მამაკაცი უფრო მეტადაა ასეთი მასალის ყურებით დაკავებული, ახალგაზრდები პორნოგრაფიით ნაკლებად ინტერესდებიან.

ტიტანიკის მუზეუმი

titanic6საუტჰემპტონში, “ტიტანიკის” ერთადერთი რეისიდან 100 წლის თავზე, ლაინერისთვის მიძღვნილი ინტერაქტიული მუზეუმი გაიხსნება. გემის მეზღვაურების უმრავლესობა სწორედ საუტჰემპტონელი იყო. ”ტიტანიკი” წყალში 1911 წელს ჩაუშვეს და პირველ რეისში კი 1912 წლის 10 აპრილს გავიდა. 5 დღის შემდეგ აისბერგს შეეჯახა და ჩაიძირა. 2223 მგზავრიდან მხოლოდ 706 გადარჩა. მუზეუმის ბიუჯეტი შეფასებულია 28 მლნ. ფუნტ სტერლინგად, რომელიც 2012 წელს გაიხსნება.

Coldplay მოღვაწეობას შეწყვეტს?Coldplay 705392

ბრიტანული ჯგუფის – Coldplay-ს წევრებმა განაცხადეს, რომ მსოფლიო ტურის დასრულების შემდეგ დროებით წყვეტენ საკონცერტო მოღვაწეობას. საკონცერტო ტური – “Viva la Vida Tour” 2009 წლის 19 სექტემბერს ლონდონურ “უემბლიზე” გამოსვლით დასრულდება. Coldplay-ს ლიდერის კრის მარტინის თქმით, საზაფხულო კონცერტებზე თაყვანისმცემლები საჩუქრად უფასო ალბომებს მიიღებენ.

მზეზე ასტეროიდები ცვივა

NASA-ს სპეციალისტებმა გამაოგნებელი შემთხევა დააფიქსირეს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მზეზე ხშირად ეცემა ასტეროიდები. თავიდან ეს უბრალო შემთხვევა ეგონათ, მაგრამ როცა სისტემატური სახე მიიღო უკვე შოკში ჩავარდნენ. NASA-ში ამბობენ, რომ თუ ეს შეტევები კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდა მზის სიმხურვალე გაიზრდება, აპრილის ბოლო რიცხვებში კი დედამიწა შემწვარ “ერბო კვერცს” დაემსგავსება.

მფრინავი ავტომობილი

კომპანია Terrafugia-მ შექმნა სპეციალური ჰიბრიდი თვითმფრინავისა და ავტომობილის კომბინაციით. ამ უცნაურმა აგრეგატმა პირველი გამოცდა ფრენაში ახლახან გაიარა. ღილაკზე ხელის დაჭერით შესაძლებელია ავტომობილ-თვითმფრინავს გაTerrafugia Flying Carვუშალოთ ფრთები და დავკეცოთ კიდეც, ეს ყველაფერი სულ რაღაც 30 წამში ხდება. ის ჩვეულებრივად მოძრაობს, როგორც გზაზე ასევე ჰაერშიც. უნიკალური ავტოომობილის შემქმნელები მისი სერიული წარმოების დაწყებას 2011 წელს გეგმავენ.

რუსეთში ყვითელი თოვლი მოვიდა

orange snow

რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქის ქალაქ მიხაილოვსკში ყვითელი თოვლი მოვიდა. ამ უცნაური ბუნებრივი მოვლენით შეშფოთებულმა მოსახლეობამ ნალექის ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა. ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ თოვლის შემადგენლობაში მარგანუმის, თუთიას, სპილენძისა და კადმიუმის კონცენტრატებია მომატებული. თოვლის საფარის სისქე 2-5 სმ-ს შეადგენს.

წყარო: 5linesradio.ge

მსგავსი ამბები

Back to top button